მოძრავი ქონების შეფასება
მოძრავი ქონების შეფასება
ქონების შეფასება კომპლექსური პროცესია და ის მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას საჭიროებს. აქტივის გაყიდვისა თუ შეძენის შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია მათი ზუსტი საბაზრო ღირებულების ცოდნა რათა ბიზნესმა, ასევე შესაბამისმა ფიზიკურმა პირებმა ისეთი შეცდომის რისკების დაზღვევა შეძლონ, რომლებიც შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეთ.
მნიშვნელოვანია იმ მომენტის გააზრება რომ შეფასება შეფასების თარიღისათვის ხორციელდება და ის არ არის ერთჯერადი მოვლენა. ბაზრის პირობები ასევე სხვა ფაქტორები დროთა განმავლობაში ცვლილებას განიცდის. შესაბამისად, ქონების საბაზრო ღირებულებაც შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ აქტივის ღირებულება რეგულარულად გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისი ღირებულებით ასახვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათი ხელახალი შეფასება.
„კრესტონ ჯორჯია“-ს გამოცდილი შემფასებლები განახორციელებენ ნებისმიერი სახის მოძრავი ქონების შეფასებას, გაგიწევენ კონსულტაციას და შესაბამის კითხვაზე ამომწურავ პასუხებს გაგცემენ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ რომ შეფასებული ღირებულება ობიექტურია და რეალობას ასახავს, რადგან პროცესში მაღალკვალიფიციური ექსპერტ–შემფასებლები იქნებიან ჩართულნი.
უძრავი ქონების შეფასება
ბიზნესის შეფასება
არამატერიალური აქტივების შეფასება
აგრო-სამრეწველო ობიექტების შეფასება
ზარალის შეფასება
ინვენტარიზაცია
ექსპერტიზა
შეავსე კითხვარი
შეავსე კითხვარი და გაიგე რა ღირს საშემფასებლო მომსახურება
მოძრავი ქონების შეფასების მიზანი და საჭიროება
მოძრავი ქონების შეფასების მიზანია დადგინდეს შესაფასებელი ობიექტ(ებ)ის საბაზრო ღირებულება კონკრეტული შეფასების თარიღისათვის. მოძრავი ქონების ღირებულების შეფასების აუცილებლობა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია საბაზრო ფასების ცვლილებებით დროთა განმავლობაში რიგი ფაქტორების გავლენით: ტექნიკური პროგრესი, ბაზრის პირობები, ინფლაცია და ა.შ. მოძრავი ქონების შეფასება ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. შეფასების საჭიროება შესაძლებელია დადგეს არა მხოლოდ გაყიდვის/შეძენის დროს, არამედ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის, სასამართლო დავების, კომპანიების შერწყმის, შთანთქვის და სხვა მრავალი პროცესის მიმდინარეობის დრო.
ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირი იღებს ყველაზე ზუსტ და სრულყოფილ შეფასების დასკვნას/ანგარიშს რომელშიც გათვალისწინებულია ისეთი ნიუანსები როგორებიც არის:
-
- ცვეთა;
- ეფექტური სასიცოცხლო ვადა;
- მოვლის და შენახვის ხარჯები;
- საკანონმდებლო ნორმატიულ ბაზასთან, რეგულაციებთან და წესებთან შესაბამისობა;
- ხილვადი/უხილავი დაზიანებები;
- ტექნოლოგია
ჩვენ შევაფასებთ ნებისმიერი სახის მოძრავ ქონებას, ჩვენი შემფასებლებს აქვთ ინდივიდუალური მიდგომა ყველა დამკვეთთან და მათი ინდივიდუალური მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე უწევენ მათზე მორგებულ მომსახურებას.
შეფასების ობიექტი შეიძლება იყოს:
-
- სპეც–ტექნიკა;
- აგრეგატები/იმპლემენტები;
- მანქანა–დანადგარები;
- მსუბუქი მანქანები;
- წყლის ტრანსპორტი;
- სასაქონლო მატერიალური მარაგები;
- კომპიუტერული და სხვა ელექტრო ტექნიკა;
- საყოფაცხოვრებო ნივთები;
- საოფისე ინვენტარი;
- და სხვა.
პროცესის აღწერა
1. კლიენტთან გასაუბრება
შეფასების განსახორციელებლად, მომსახურების ვადისა და ღირებულების განსაზღვრისთვის, პირველ რიგში შემფასებელი მოიპოვებს შესაბამის ინფორმაციას შესაფასებელ აქტივთან დაკავშირებით. უნდა განისაზღვროს რა ტიპის აქტივის შეფასება უნდა განხორციელდეს. მოძრავი ქონების მრავალი ტიპი არსებობს და თითოეული სახეობისთვის სხვადასხვა ფაქტორებია მისაღები მხედველობაში. დამკვეთი მზად უნდა იყოს რომ პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
-
- რა არის შეფასების მიზნობრიობა და გამოყენება?
შეფასების მიზნობრიობა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან შესაბამისი მიზნობრიობა ღირებულების შესაბამის ბაზას და მიდგომას აყალიბებს. დამკვეთმა უნდა განმარტოს თუ რისთვის სჭირდება საშემფასებლო მომსახურება და ვინ გამოიყენებს მომზადებულ შეფასების დასკვნას. მაგალითად, თუ თქვენ გჭირდებათ აქტივის შეფასება მათი გაყიდვის მიზნით, შემფასებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ამ აქტივზე ბაზარზე არსებული მოთხოვნა, დროის მონაკვეთი რომელშიც გაყიდვა განხორციელდება და აქტივის მიერ სამომავლოდ შემოსავლის გენერირების პოტენციალი. თუმცა, თუ თქვენ გჭირდებათ შეფასება დაზღვევის, საგადასახადო და ა.შ. მიზნებისათვის, შესაძლებელია განისაზღვროს განსხვავებული ღირებულების ბაზა და აღნიშნული გავლენას იქონიებს შესაფასებელი აქტივის ღირებულებაზე.
-
- სად მდებარეობს შესაფასებელი ქონება?
შეფასების ობიექტის ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანია, რადგან მას გავლენა აქვს საშემფასებლო მომსახურების ტარიფზე. ასევე, შესაძლებელია გავლენა იქონიოს შესაფასებელი ობიექტის ღირებულებაზეც. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მოძრავი ქონებისათვის, რომლის ადგილმდებარეობის ცვლილება მარტივად არის შესაძლებელი. აქტივის აქტიური ბაზარი შესაძლოა არ არსებობდეს იქ სადაც აქტივი მდებარეობს, შესაბამისად, ტრანსპორტირების ღირებულება აქტიური ბაზრამდე შესაძლებელია საკმაოდ მაღალი იყოს და ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს შესაფასებელი აქტივის ღირებულებაზე.
-
- რა ტიპის მოძრავი ქონებაა ? მაგ. მანქანა–დანადგარი, ავტომობილი, სასაქონლო მატერიალური მარაგი ან/და სხვა.
მოძრავი ქონება მოიცავს აქტივების ფართო სპექტრს, საოფისე ინვენტარით და აღჭურვილობით დაწყებული სპეციალური დანიშნულების მანქანა–დანადგარებით დამთავრებული. აქტივის თითოეულ ტიპს სჭირდება განსხვავებული მიდგომა და აქვს თავისი უნიკალური მახასიათებლები, რომლებიც მისი ღირებულების განსაზღვრის დროს არის გასათვალისწინებელი.
-
- შესაფასებელი აქტივის მდგომარეობა, მახასიათებლები და ტექნიკური პარამეტრები მაგ. ბრენდი, მოდელი, გარბენი, მოტოსაათი, სიმძლავრე და სხვა.
აქტივის მგდომარეობა და მახასიათებლები პირდაპირ გავლენას ახდენს მის ღირებულებაზე და იმაზე თუ რამდენად კომპლექსური იქნება შეფასების პროცესი. შეფასების ობიექტის მდგომარეობამ, წლოვანებამ და მისმა ექსპლუატაციის თავისებურებებმა შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს მის ღირებულებაზე. ზოგჯერ, აქტივს შესაძლოა არ გააჩნდეს საბაზრო ღირებულება, რადგან მისი გაყიდვა შესაძლოა აღარ იყოს შესაძლებელი მასზე მოთხოვნის არ არსებობის გამო, ან მისი მდგომარეობა იმდენად ცუდი იყოს რომ მხოლოდ სალიკვიდაციო ღირებულება დადგინდეს, ან უბრალოდ ჩამოიწეროს.
2. შეფასების ობიექტის ინსპექტირება
შესაფასებელ აქტივზე ყველა საჭირო ინფორმაციის მიღების შემდგომ, ხორციელდება მისი ინსპექტირება ადგილზე ან დისტანციურად, ვიდეო ზარის, ფოტოგადაღების საშუალებების გამოყენებით.
3. ტარიფის და ვადის დადგენა
გამომდინარე იქიდან რომ შეფასების მომსახურების გაწევისას ნებისმეირი აქტივის შეფასება ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, არ არსებობს წინასწარ დადგენილი და ფიქსირებული მომსახურების ტარიფები და სამუშაოს შესრულების ვადა. შემფასებელი დამკვეთთან გასაუბრების და აქტივების ინსპექტირების შემდგომ ახდენს მომსახურების ღირებულების და სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო იმ ვადას განსაზღვრას, რომლის ფარგლებში შესაბამისი შეფასების მომსახურების გაწევა მოხდება.
4. შეფასების პროცესი
შეფასების პროცესი იყოფა ხუთ ძირითად ეტაპად:
-
- შესაბამისი შეფასების მიდგომის, მეთოდის, მეთოდოლოგიის და კრიტერიუმების განსაზღვრა;
- აქტივისთვის შესაბამისი აქტიური ბაზრის განსაზღვრა, მისი კვლევა და პარამეტრების ანალიზი;
- ღირებულების ბაზის დადგენა;
- ღირებულების გამოთვლა შერჩეული მეთოდით;
- შეფასების დასკვნის/ანგარიშის შედგენა.
5. დასკვნითი ეტაპი
შეფასების განხორციელების შემდგომ, უმნიშვნელოვანესი ეტაპია დასკვნითი ეტაპი, რაც მოიცავს:
-
- შედეგების შეჯერებას და შემოწმებას;
- შეფასების ანგარიშის/დასკვნის შედეგებთან დაკავშირებით დამკვეთთან კომუნიკაციას და მისგან უკუკავშირის მიღებას;
- ანგარიშის/დასკვნის გაცემას.
კონტაქტი
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ჩვენთვის უპირატესია დამკვეთის კმაყოფილების და მომსახურების ხარისხის მაღალი დონე. ჩვენი შემფასებლები გაგიწევენ კონსულტაციას და ამომწურავ პასუხებს მოგაწვდიან თქვენს ნებისმიერ კითხვაზე.
ტელ. ნომერი: 574 000 420
იმეილი: l.papiashvili@kreston.ge
ლევან პაპიაშვილი
მოითხოვე შეხვედრა
ხარისხიანი საშემფასებლო მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით