fbpx

უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონების შეფასება

ქონების შეფასება კომპლექსური პროცესია, რადგან შეფასების პროცესში მრავალი ფაქტორის გათვალისწინება არის საჭირო. აქტივის გაყიდვისა ან შეძენის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია აქტივის ზუსტი საბაზრო ღირებულების ცოდნა რათა ბიზნესმა, ასევე შესაბამისმა ფიზიკურმა პირებმა ისეთი  შეცდომის რისკების დაზღვევა შეძლო, რომლებიც შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეთ. 

მნიშვნელოვანია იმ მომენტის გააზრება რომ შეფასება შეფასების თარიღისათვის ხორციელდება და ის არ არის ერთჯერადი მოვლენა. ბაზრის პირობები ასევე სხვა ფაქტორები დროთა განმავლობაში ცვლილებას განიცდის. შესაბამისად, ქონების საბაზრო ღირებულებაც შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ აქტივის ღირებულება რეგულარულად გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისი ღირებულებით ასახვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათი ხელახალი შეფასება.

კრესტონ ჯორჯია“-ს გამოცდილი შემფასებლები განახორციელებენ ნებისმიერი სახის უძრავი ქონების შეფასებას, გაგიწევენ კონსულტაციას და შესაბამის კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემენ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ რომ შეფასებული ღირებულება ობიექტურია და რეალობას ასახავს, რადგან პროცესში მაღალკვალიფიციური ექსპერტშემფასებლები იქნებიან ჩართულნი. 

ბიზნესის შეფასება

არამატერიალური აქტივების შეფასება

აგრო-სამრეწველო ობიექტების შეფასება

ზარალის შეფასება

ინვენტარიზაცია

ექსპერტიზა

შეავსე კითხვარი

შეავსე კითხვარი და გაიგე რა ღირს საშემფასებლო მომსახურება

უძრავი ქონების შეფასების მიზანი და საჭიროება

უძრავი ქონების შეფასების მიზანია დადგინდეს შესაფასებელი ობიექტ(ებ)ის საბაზრო ღირებულება კონკრეტული შეფასების თარიღისათვის. უძრავი ქონების ღირებულების შეფასების აუცილებლობა, უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია, დროთა განმავლობაში საბაზრო ფასების ცვლილებებით, ასევე ისეთი ფაქტორების გავლენით განპირობებული გარემოებებით როგორებიც არის: ტექნიკური პროგრესი, ბაზრის პირობები, ინფლაცია და ა.. უძრავი ქონების შეფასება ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. შეფასების საჭიროება შესაძლებელია დადგეს არა მხოლოდ გაყიდვის/შეძენის დროს, არამედ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის, სასამართლო დავების, კომპანიების შერწყმის, შთანთქვის და სხვა მრავალი პროცესის მიმდინარეობის დრო. 

ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირი იღებს ყველაზე ზუსტ და სრულყოფილ შეფასების დასკვნას/ანგარიშს რომელშიც გათვალისწინებულია ისეთი ნიუანსები როგორებიც არის: 

    • შეფასების ობიექტის ცვეთა;
    • ეფექტური სასიცოცხლო ვადა;
    • მოვლის და შენახვის ხარჯები;
    • საკანონმდებლო ნორმატიულ ბაზასთან, რეგულაციებთან და წესებთან შესაბამისობა;
    • ხილვადი/უხილავი დაზიანებები;
    • ტექნოლოგია

ჩვენ შევაფასებთ ნებისმიერი სახის უძრავ ქონებას. ჩვენი შემფასებლებს აქვთ ინდივიდუალური მიდგომა ყველა დამკვეთთან და მათი ინდივიდუალური მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე უწევენ მათზე მორგებულ მომსახურებას. 

შეფასების ობიექტებს შორის შეიძლება იყოს:

    • საცხოვრებელი უძრავი ქონება;

საცხოვრებელი უძრავი ქონება მოიცავს ბინებს, კერძო სახლებს და საცხოვრებელ კომპლექსებს. 

საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულებაზე ხშირად გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მდებარეობა, რემონტის დონე და ხარისხი, საძინებლებისა და სველი წერტილების რაოდენობა, ასევე ქონების მდგომარეობა.

    • კომერციული უძრავი ქონება

კომერციული უძრავი ქონება მოიცავს საოფისე ფართებს, საცალო ვაჭრობის ფართებს და სასტუმროებს. კომერციული უძრავი ქონების შეფასება შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე საცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასება, რადგან ის ხშირად ქონების მიერ გამომუშავებული/გენერირებული შემოსავლის გათვალისწინებას გულისხმობს. 

    • სასოფლოსამურნეო დანიშნულების ქონება

სასოფლოსამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება მოიცავს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, ფერმებს და ვენახებს. სასოფლოსამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონების ღირებულებაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიც არის: ნიადაგის ხარისხი, წყალზე წვდომა, კლიმატი, მისადგომობა და დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვე.

    • სამრეწველო უძრავი ქონება

სამრეწველო უძრავი ქონება მოიცავს საწყობებს, ქარხნებსა და სადისტრიბუციო ცენტრებს. სამრეწველო უძრავი ქონების შეფასება შეიძლება იყოს რთული ისეთი ფაქტორების გამო, როგორიც არის: მდებარეობა, ფართობი, შენობების რაოდენობა და ზონირების შეზღუდვები.

    • სპეციალური დანიშნულების უძრავი ქონება

სპეციალური დანიშნულების უძრავი ქონება მოიცავს ისეთ ობიექტებს, როგორიც არის: საავადმყოფოები, სკოლები და სამთავრობო შენობები. სპეციალური დანიშნულების უძრავი ქონების შეფასება მოითხოვს სპეციალიზებულ ცოდნას და გამოცდილებას, რადგან ამ ქონებას შეიძლება უნიკალური თვისებები ან შეზღუდვები ჰქონდეს, რომლებიც მათ ღირებულებაზე ახდენენ გავლენას.

პროცესის აღწერა

    • 1. კლიენტთან გასაუბრება

      შეფასების განსახორციელებლად, მომსახურების ვადისა და ღირებულების განსაზღვრისთვის, პირველ რიგში შემფასებელი მოიპოვებს შესაბამის ინფორმაციას შესაფასებელ აქტივზე. უნდა განისაზღვროს რა ტიპის აქტივია შესაფასებელი. უძრავი ქონების მრავალი ტიპი არსებობს და თითოეულ სახეობაზე სხვადასხვა ფაქტორებია მხედველობაში მისაღები. დამკვეთი მზად უნდა იყოს რომ პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:

        • რა არის შეფასების მიზნობრიობა და გამოყენება?

      შეფასების მიზნობრიობა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან შესაბამისი მიზნობრიობა ღირებულების შესაბამის ბაზას და მიდგომას აყალიბებს. დამკვეთმა უნდა განმარტოს თუ რისთვის სჭირდება საშემფასებლო მომსახურება და ვინ გამოიყენებს მომზადებულ შეფასების დასკვნას. მაგალითად, თუ თქვენ გჭირდებათ აქტივის შეფასება მათი გაყიდვის მიზნით, შემფასებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ამ აქტივზე ბაზარზე არსებული მოთხოვნა, დროის მონაკვეთი რომელშიც გაყიდვა განხორციელდება და აქტივის მიერ სამომავლოდ შემოსავლის გენერირების პოტენციალი. თუმცა, თუ თქვენ გჭირდებათ შეფასება დაზღვევის, საგადასახადო და .. მიზნებისათვის, შესაძლებელია განისაზღვროს განსხვავებული ღირებულების ბაზა და აღნიშნული გავლენას იქონიებს შესაფასებელი აქტივის ღირებულებაზე.

        • სად მდებარეობს შესაფასებელი ქონება?

      შეფასების ობიექტის ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანია, რადგან მას აქვს გავლენა მომსახურების ტარიფზე. ასევე უძრავი ქონების მდებარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს მის საბაზრო ღირებულებაზე.

        • რა ტიპის უძრავი ქონებაა, მაგ. საოფისე ფართი, საცხოვრებელი ბინა, კერძო სახლი, მიწის ნაკვეთი? .

      უძრავი ქონება მოიცავს აქტივების ფართო სპექტრს. აქტივის თითოეულ ტიპს სჭირდება განსხვავებული მიდგომა და აქვს თავისი უნიკალური მახასიათებლები,  რომლებიც გასათვალისწინებელია მისი ღირებულების განსაზღვრისას.

        • შესაფასებელი აქტივის მდგომარეობა, მახასიათებლები (მაგ. რემონტის დონე და ხარისხი, ფართობი ა.)

      აქტივის მგდომარეობა და მახასიათებლები პირდაპირ გავლენას ახდენს მის ღირებულებაზე და იმაზე თუ რამდენად კომპლექსური იქნება შეფასების პროცესი. შეფასების ობიექტის მდგომარეობამ, ასაკმა და მისმა ექსპლუატაციის თავისებურებებმა შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს მის ღირებულებაზე. 

      2. შეფასების ობიექტის ინსპექტირება

      შესაფასებელ აქტივზე ყველა საჭირო ინფორმაციის მიღების შემდგომ, ხორციელდება მისი ინსპექტირება ადგილზე ან დისტანციურად, ვიდეო ზარის, ფოტოგადაღების საშუალებების გამოყენებით.

      3. ტარიფის და ვადის დადგენა

      გამომდინარე იქიდან რომ შეფასების მომსახურების გაწევისას ნებისმეირი აქტივის შეფასება ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, არ არსებობს წინასწარ დადგენილი და ფიქსირებული მომსახურების ტარიფები და სამუშაოს შესრულების ვადა. შემფასებელი დამკვეთთან გასაუბრების და აქტივების ინსპექტირების შემდგომ ახდენს მომსახურების ღირებულების და სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო იმ ვადას განსაზღვრას, რომლის ფარგლებში შესაბამისი შეფასების მომსახურების გაწევა მოხდება.

      4. შეფასების პროცესი

      შეფასების პროცესი იყოფა ხუთ ძირითად ეტაპად:

        • შესაბამისი შეფასების მიდგომის, მეთოდის, მეთოდოლოგიის და კრიტერიუმების განსაზღვრა;
        • აქტივისთვის შესაბამისი აქტიური ბაზრის განსაზღვრა, მისი კვლევა და პარამეტრების ანალიზი;
        • ღირებულების ბაზის დადგენა;
        • ღირებულების გამოთვლა შერჩეული მეთოდით;
        • შეფასების დასკვნის/ანგარიშის შედგენა. 

      5. დასკვნითი ეტაპი

      შეფასების განხორციელების შემდგომ, უმნიშვნელოვანესი ეტაპია დასკვნითი ეტაპი, რაც მოიცავს:

        • შედეგების შეჯერებას და შემოწმებას;
        • შეფასების ანგარიშის/დასკვნის შედეგებთან დაკავშირებით დამკვეთთან კომუნიკაციას და მისგან უკუკავშირის მიღებას;
        • ანგარიშის/დასკვნის გაცემას.

კონტაქტი

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ჩვენთვის უპირატესია დამკვეთის კმაყოფილების და მომსახურების ხარისხის მაღალი დონე. ჩვენი შემფასებლები გაგიწევენ კონსულტაციას და ამომწურავ პასუხებს მოგაწვდიან თქვენს ნებისმიერ კითხვაზე.

ტელ. ნომერი: 574 000 420

იმეილი: l.papiashvili@kreston.ge 

ლევან პაპიაშვილი

მოითხოვე შეხვედრა

ხარისხიანი საშემფასებლო მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით

ჩვენ გვენდობიან ლიდერი კომპანიები