საბუღალტრო მომსახურება
ბუღალტრული აღრიცხვა
ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მაქსიმალურად ეფექტურად და თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული ფორმით გაგიწევენ შესაბამის ბუღალტრულ მომსახურებას, მაღალი სიზუსტით და ხარისხით მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაანალიზებენ თქვენ საჭიროებებს და მოგაწვდიან თქვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვან შესაბამის ფინანსურ ინფორმაციას.ბუღალტრულ აღრიცხვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დოკუმენტაციის სწორად წარმოებას. როგორც საბუღალტრო ასევე საგადასახადო მიზნებისათვის, სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა უნდა ხორციელდებოდეს სათანადოდ შედგენილი პირველადი დოკუმენტების საფუძველზე. არასწორად შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული ოპერაციები, შესაძლოა საწარმოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური თუ სამართლებრივი სირთულების წყარო აღმოჩნდეს.
აღიარებული პრაქტიკით, იურიდიულ-სამართლებრივ დოკუმენტებია წერილობითი საბუთები, რომლებიც შედგენილია სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე იმ მოვლენების დასადასტურებლად, რომლებიც წარმოქმნიან პირის ან პირის არმქონე სუბიექტის უფლებებსა და ვალდებულებებს.იურიდიული დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს: შედგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც წესი რეგლამენტირებულია დოკუმენტის ფორმა და შინაარსი, გაფორმების წესი, გამოყენების სფერო და სხვა. მხოლოდ წესების დაცვით შედგენილი დოკუმენტია ვარგისი სამართლებრივი ძალის მქონე უფლებებისა და ვალდებულებების დასადასტურებლად.სათანადო დოკუმენტების ფონზე კონტრაგენტებს შორის დამოკიდებულება და ურთიერთობები ხდება მეტად გარკვეული, სტაბილური და პროგნოზირებადი.
ბუღალტრულლი აუთსორსინგი
ბუღალტრული აღრიცხვა
პირველადი დოკუმენტაციის მომზადება
საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება
ბუღალტრული მომსახურება მოიცავს:
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადებას
- საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებას
- ხელფასების გაანგარიშებას
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას
- გადასახადების ადმინისტრირებას
- კონსულტაციები ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე
- საბანკო გადარიცხვები
- ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ზედამხედველობის სამსახურში (SARAS)
- შესაბამისი პერიოდულობით ანგარიშგების მომზადება ან/და რეპორტინგი
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ან/და სხვა შესაბამის მარეგულირებელთან, ინფორმაციის წარდგენა.
- საბუღალტრო ჩანაწერების აღდგენა/შემოწმება.
ხელფასების დაანგარიშება (Payroll)
საგადასახადო დეკლარაციების მომზადება-წარდგენა
გადასახადების ადმინისტრირება
საბანკო გადარიცხვები
საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება
ყველა სამეურნეო ოპერაცია, რომელსაც კომპანია განახორციელებს ყოველდღიურად აისახება შესაბამის საბუღალტრო სისტემაში. განსაკუთრებით მნიშვნელობანია გაყიდვების, შესყიდვებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის დაუყოვნებილ ასახვა, რადგან კომპანიის მენეჯმენტს მუდმივად ქონდეს ინფორმაცია მიმდიანრე ვალდებულებებსა თუ მოთხოვნებზე. აღნიშნული ასევე ხელს უწყობს საგადასახადო დეკლარაციების სიზუსტის მონიტორინგსა და ფინანსური რეპორტინგის წარმოებას. სხვა დანარჩენი ოპერაციების აისახება, თანმიმდევრობით, შეთანხმების საფუძველზე პრიორიტეტების მიხედვით. თვის დახურვა განხორციელდება არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა. სწორედ წარმოებული ბუღალტრული სააღრიცხვო სისტემა იძლევა ყველა იმ საჭირო ინფრომაციას, რაც კომპანიაში მომხდარ ან მოსალოდნელ მოვლენებს უკავშირდება. ასეთი ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი და დროული ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებისათვის.
ხელფასების დაანგარიშება
კომპანიაში თანამშრომლების ზრდასთან ერთად მატულობს სახელფასო სტრუქტურის შემუშავების საჭიროებაც და შესაბამისი სტრუქტურის სირთულეც. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ერთი საწარმო შესაძლოა ხელფასის დაანგარიშების რამდენიმე კალკულაციას იყენებდეს. მაგალთად: ფიქსირებული ხელფასის დარიცხვა; ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ბონულსების გამოთვლა; დაქვითვის კომპონენტების შექმნა; დამატებითი სარგებლის გამოთვლა; ზენორმატიული შრომის ცალკე გამოყოფა და ა.შ.;
სწორი სახელფასი სტრუქტურა და მისი კალკულაციები, რომელიც დაუყოვნებლივ იქნება ბუღალტრულ პროგრამაში ასახული, სახელფასო ბიუჯეტის დროული და სამართლიანი განაწილების მოგცემთ საშუალებას, ასევე დაზოგავს მენეჯმენტის დროს, რაც დამატებით სხვა მნიშვნელოვან საკითხებში ჩართულობის შესაძლებლობას იძლევა.
საგადასახადო დეკლარაციების მომზადება-წარდგენა
საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/წარდგენა მოხდება კანონით დადგენილი წესით, კანონით დადგენილ ვადებში. დეკლარირებული ციფრები იქნება სრულ თანხვედრაში არსებულ დოკუმენტებთან. ამ ნაწილში კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომელიც თავისმხრივ აზღვევს რისკებს.
გადასახადების ადმინისტრირება
ჩვენი ბუღალტრები დროულად მოგაწვდიან ინფორმაციას ყელა მოსალოდნელი გადასახადის შესახებ, რათა მენეჯმენტს ქონდეს დრო შესაბამისი თანხების მობილიზებისათვის და ბიუჯეტთან დროული ანგარიშსწორებისათვის.
კონსულტაციები ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე
კონსულტაციებსა და რჩევებს, როგორც ფინანსურ ასევე საგადასახადო საკითხებში, მიიღებთ უწყვეტ რეჟიმში. დაუყოვნებლივ გაგაცნობთ სფეროსთვის მნიშვნელოვან ყველა ცვლილებასა და სიახლეს.
საბანკო გადარიცხვები
შეთანხმების საფუძველზე ჩვენ გავამზადებთ ყველა ტიპის საგადახდო დავალებას, ხელფასები, მომწოდებლებზე გადახდები, საბიუჯეტო გადარიცხვები და სხვა; როგორც ეროვნულ ასევე უცხოურ ვალუტაში.
ზედამხედველობის სამსახურისათვის ანგარიშგების მომზადება და წარდგენა (SARAS)
იმ შემთხვევაში თუ კომპანია იქნება III ან IV ზომითი კატეგორიის საწარმო, ჩვენ მოვამზადებთ და წარვადგენთ ზედამხედველობის სამსახურში შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებას. რაც შეეხება I და II ჯგუფის საწარმოებს, სავალდებულოა აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება. I კატეგორიის ანგარიშგება უნდა მომზადდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) მიხედვით; ხოლო II კატეგორიის ანგარიშგება შესაძლოა მომზადდეს როგორც მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარგების (მსს ფასს სტანდარტები) შესაბამისად, ასევე (ფასს) სტანდარტების მიხედვით.
ყოველთვიური ფინანსური რეპორტინგი
იმისათვის, რომ საწარმოს მენეჯმენტმა შეძლოს სწორდი დაგეგმარება, წარსულში მომხდარი მოვლენების ზუსტი ანალიზი, სხვადასხვა შესადარისი პერიდოების შედარება და დროული მანევრირება, მნიშვნელოვანია ყოველთვიური ფინანსური რეპორტინგის წარმოება: ბალანსი; მოგება/ზარალი; ფულადი ნაკადების მძრაობის უწყისი და კაპიტალის მოძრაობის უწყისი.
ფინანსური რეპორტინგი მომზადებული იქნება დასრულებული თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა. განსაკუთრებულ მუხლებს ექნება ცალკე ნოთები, სადაც უფრო დეტალურად შეძლებს მენეჯმენტი გაიგოს კონკრეტული ციფრის მნიშვნელობა და წარმომავლობა. ასევე გავაკეთებთ დებიტორ-კრედიტორების ვადიანობების ანალიზს. შემოსავლებისა და ხარჯების შედარებას, შესადარის პერიოდებთან
სტატისტიკა და სხვა მარეგულირებლები
მოვამზადებთ/წარვადგენთ ყველა საჭირო ინფორმაციებს სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოში, ასევე არსებობის შემთხვევაშის მოვამზადებთ ინფორმაციებს სხვა მარეგულირებელის მიერ მოთხოვნების შესაბამისად.
ძველი პერიოდის აღდგენა
ჩვენი სერვისი მოიცავს წინა (არახანდაზმული) პერიოდის აღდგენას. კოდუმენტაციების სისწორის ანალიზსა და დეკლარირებული ინფორმაციის მონიტორინგს. გამოვლენილ ხარვეზებსა და არსებული რისკების შესახებ ინფორმაციას მიღებთ რეპორტის სახით.
მოითხოვე შეხვედრა
ხარისხიანი აუდიტორული და ფინანსური მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით