ფინანსები – ფინანსური აუდიტი და საგადასახადო მომსახურება

2024 წლის ივლისის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
2024 წლის ივლისის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2024 წლის ივლისის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

სარჩევი

1. ცვლილებები საქართველოს კანონში

1.1. ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანით

1.2. უცხო ქვეყნის მოქალაქის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობებში მონაწილეობის დაბეგვრა

2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

2.1. ცვლილება აქციზის დეკლარაციაში

3. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში

3.1. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის განსაზღვრა

1. ცვლილებები საქართველოს კანონში

1.1 ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანით

2024 წლის 12 ივლისს გამოქვეყნდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში (შემდგომში, “სსკ“), რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 1 მაისიდან. ცვლილების განხორციელება განპირობებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რის შედეგადაც შეიცვალა სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა და საპენსიო სააგენტოს დასახელება შეიცვალა სახელწოდებით „საპენსიო ფონდი“.

ცვლილების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში მოვიდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალ რედაქციასთან, კერძოდ კი, სსკ-ში საპენსიო სააგენტოს სახელწოდება შეიცვალა საპენსიო ფონდის სახელით და ამასთან დაკავშირებით ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის 39-ე, 154-ე და 238-ე მუხლები.

ანალოგიურად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2024 წლის 12 ივლისს გამოქვეყნდა ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 1 მაისიდან. ცვლილების შედეგად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2298-ე და 239-ე მუხლები და საპენსიო სააგენტოს სახელწოდება შეიცვალა სახელწოდებით „საპენსიო ფონდი“.

გარდა ამისა, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სანქციები დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. კერძოდ კი, ცვლილებამდე არსებული რედაქციით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის პირველ შემთხვევაზე გათვალისწინებული იყო გაფრთხილება, ხოლო იგივე ქმედებაზე, ჩადენილი განმეორებით _ 500 ლარით დაჯარიმება. ახალი რედაქციით კი აღნიშნული შემთხვევაც, ისევე როგორც სხვა ვალდებულებების დარღვევა, გამოიწვევს ზოგად წესით დაჯარიმებას, რაც გულისხმობს:

დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევის რაოდენობისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 1’000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დასაქმებული, რომლის ხელფასიდან გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას, ხელფასის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაბეგრი ხელფასის 4%-ის ოდენობით, ხოლო ამ დასაქმებულის დამსაქმებელი ვალდებულია ხელფასის გადახდისას მას აუნაზღაუროს საპენსიო შენატანი დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6225535?publication=0

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6225890?publication=0

1.2. უცხო ქვეყნის მოქალაქის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობებში მონაწილეობის დაბეგვრა

2024 წლის 11 ივლისს გამოქვეყნდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ამოქმედდება 2024 წლის 1 დეკემბრიდან. აღნიშნული ცვლილება, გამოწვეული იყო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით და ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობებში მონაწილეობას.

განისაზღვრა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი, კერძოდ:

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლს დაემატა 71 ნაწილი, ხოლო 81-ე მუხლს 32 ნაწილი, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.

ასეთი ფორმით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5%-ით.

ამასთან, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგება და სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლს დაემატა 93 ნაწილი, ხოლო 98-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომელთა მიხედვითაც პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობის ნაწილში უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.

დასაბეგრი მოგება აღნიშნული საქმიანობის ნაწილში იბეგრება 5%-ით.

ზემოაღნიშნული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6206774?publication=0

2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

2.1 ცვლილება აქციზის დეკლარაციაში

2024 წლის 4 ივლისს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. კერძოდ კი, ინსტრუქციის დანართი №IV-01-ის, აქციზის დეკლარაციის,  განაყოფი V და განაყოფი VI  ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

ცვლილების შედეგად, მითითებულ განაყოფებში სეს ესნ-ის კოდი „3824 90 980 01“ შეიცვალა სეს ესნ-ის ახალი კოდებით „2404 12 000 00 და 2404 19 900 00“. ცვლილება გამოწვეულია, 2024 წელს დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) ახალი რედაქციით, შინაარსობრივად კი დეკლარაციის აღნიშნულ განაყოფებში მითითებული ძველიც და ახალი კოდებიც ეხება ნიკოტინის და თამბაქოს შემცვლელების პროდუქტებს.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6213596?publication=0

3. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში

3.1. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის განსაზღვრა

2024 წლის 1 ივლისს გამოქვეყნდა ცვლილება შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანებაში „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე. ცვლილების შედეგად მეთოდურ მითითებას დაემატა ახალი 9¹ მუხლი და მის საფუძველზე განიმარტა, სსკ-ის 309-ე გარდამავალი დებულებების მუხლის 37-ე ნაწილით განსაზღვრული, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესი.

როგორც მოგეხსნებათ, 2024 წლის 5 ივნისიდან სსკ-ის გარდამავალი დებულებების 309-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება (გადასახადის თანხა და ჯარიმა) და მასზე დარიცხული საურავი. სწორედ ამ ჩანაწერის შესაბამისად შემუშავდა დავალიანების ჩამოწერის წესი.

ასევე შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება შესაძლებელია ჩამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 681 მუხლის შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე;

ბ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

გ) გადასახადის გადამხდელის მომართვის გარეშე (პროგრამულად ან/და ინდივიდუალური შესწავლის გზით).

მეთოდური მითითების ახალი მუხლით დეტალურად განისაზღვრა ის წესები და პირობები, რის მიხედვითაც ჩამოეწერება ფიზიკურ პირს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება. მათ შორის, აღნიშნული ბრძანების ახალი 9¹ მუხლით განისაზღვრა შემდეგი:

309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლას დაექვემდებარება ყველა ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ერიცხება აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავით.

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები, გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა, არ დაექვემდებარება ჩამოწერას.

იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის 1 იანვრამდე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნ(ებ)ის საფუძველზე პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელდა 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნ(ებ)ის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო დავალიანება კვლავ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად.

დავალიანების ჩამოწერისას, მოსაკრებლის და ადმინისტრაციული ჯარიმის ბარათის ნარჩენი ან/და ზედმეტობა არ გაითვალისწინება.

მეთოდურ მითითებაში ასევე დამატებულია მაგალითები, რაც დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე.

ცვლილება ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6209236?publication=0

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი                                                              დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი                       რუსუდან ჭაბუკიანი

The post 2024 წლის ივლისის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები appeared first on ფინანსური აუდიტი და საგადასახადო მომსახურება.

კრესტონ ჯორჯიას ახალი ინიციატივა – მხარდაჭერა ბიზნესს
საქართველოში, საერთაშორისო ბრიტანული კომპანიის წარმომადგენელი Kreston Georgia-ს ახალი ინიციატივა – მხარდაჭერა ბიზნესს!

ბიზნესის საჭიროებების, გამოწვევების, საფრთხეებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით Kreston Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მორიგ ინიციატივას იწყებს. კომპანია ბიზნესის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ მიიღონ კონსულტაცია მათთვის საინტერესო, თუ პრობლემატური საკითხების შესახებ საგადასახადო სფეროში და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებში.

პროგრამაში ჩართვა ძალიან მარტივია – ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ საკუთარი შეკითხვები გააგზავნონ ბმულზე.

Kreston Georgia-ის მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი შეკითხვებს ჩვენს ფეისბუქის გვერდზე LIVE რეჟიმში უპასუხებს.

სამომავლო გეგმები ბიზნეს მხარდაჭერის საკითხებზე

აუდიტორულმა კომპანია Kreston Georgia-მა პანდემიის პერიოდში საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერისა და აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს გრძელვადიანი განვითარების მიზნით უპრეცენდენტო პროექტი განახორციელა!

კომპანიამ სპეციალური facebook ჯგუფის Kreston Georgia Education Space-ის მეშვეობით უფასოს ტრენინგების სერიის ჩატარება დაიწყო რაშიც მონაწილება 3700-ზე მეტმა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალმა მიიღო. კომპანიის მიერ facebook ჯგუფში შესაბამისი Live ჩართვების მეშვეობით ჩატარებული იქნა ვრცელი უფასო ტრენინგების სერია ბუღალტრული აღრიცხვისა, ანგარიშგების, გადასახადებით დაბეგვრისა და აუდიტის საკითხებზე. გარდა რეგულარული სალექციო შეხვედრებისა ფორმატი ითვალისწინებდა უფასო კონსულტაციების გაწევასაც. აღნიშნული გულისხმობდა იმას რომ ყოველი ლექციის შემდგომ ხდებოდა შემოსული კითხვების დაფიქსირება, რის შემდგომაც ხორციელდებოდა დამატებითი Live ჩართვები რაც ითვალისწინებდა ლექციის მსვლელობისას შემოსულ კითხვებზე პასუხების გაცემასა და კონსულტაციებს აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალებისთვის.

facebook ჯგუფში Kreston Georgia Education Space ამ ეტეპისთვის 4,000-მდე პროფესიონალია გაწევრიანებული და მათი უმეტესობა აქტიურად არის ჩართული Kreston Georgia-ის მიერ ორგანიზებული უფასო ტრენინგებისა და კონსულტაციების პროექტში, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯგუფში ჩვენი წევრების აქტიურობა.

კომპანია Kreston Georgia არ ასრულებს პროექტს, კიდევ მინიმუმ 1 წლით აპირებს პროექტის გაგრძელებასა და აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალების მხარდაჭერას.

აუდიტორული კომპანია Kreston Georgia კლიენტებს სთავაზობს აუდიტისა და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურების საკმაოდ ფართო სპექტრს, რაც გულისხმობს შედეგი ტიპის სერვისებს:

გასული პერიოდების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

გასული პერიოდების საგადასახადო აუდიტი

მიმდინარე პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგების

მონიტორინგიკონსალტინგი საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებზე

მიმდინარე პერიოდების ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მომსახურება

გასული პერიოდების არ არსებული/არასრული ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა

საგადასახადო დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვა

საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვა

უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება

ბიზნესის შეფასება

ტრეინინგები საგადასახადო კანონმდებლობაში და აუდიტში

The post კრესტონ ჯორჯიას ახალი ინიციატივა – მხარდაჭერა ბიზნესს appeared first on ფინანსური აუდიტი და საგადასახადო მომსახურება.

IAASB-ს ინიციატივა
IAASB-ს ინიციატივა

რა სხვაობაა აუდიტორის როლთან მიმართებაში საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზრსა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროს აუდიტორის რეალურ პასუხისმგებლობას შორის?

#IAASB მიესალმება ფინანსური ანგარიშგების სფეროში მოღვაწე ყველა შესაბამისი დაინტერესებული პირის მიერ მოსაზრების/პოზიციის დაფიქსირებას აუდიტის იმ საერთაშორისო სტანდარტების განახლების საჭიროებასთან მიმართებაში რომლებიც თაღლითობისა და ფუნქციონირებადი საწარმოს საკითხებს უკავშირდება.

ეფექტური რეპორტინგი

აღნიშნული ინიციატივა გამოთქმული იქნა სწრაფად ცვალებადი გარემოს შესაბამისი და ეფექტურ რეპორტინგის სტრუქტურის შემუშავების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ ასეთი საჭიროება არსებობს სასურველია დაფიქსირებული იქნას შესაბამისი უდიტის საერთაშორისო სტანდარტების ის ნაწილები, რომლებთან მიმართებაშიც გადახედვის საჭიროება არსებობს.

The post IAASB-ს ინიციატივა appeared first on ფინანსური აუდიტი და საგადასახადო მომსახურება.

აგვისტოსა და ივლისის თვეებში საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მიმოხილვა
აგვისტოსა და ივლისის თვეებში საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მიმოხილვა

საგადასახადო შეღავათების მიმოხილვა კანონმდებლობის უკანასკნელი რედაქციიდან გამომდინარე

პირველი განყოფილება – 2021 წლიდან ასამოქმედებელი დღგ-ით დაბეგვრის ახალი წესების მიმოხილვა

დღგ-ს მიზნებისთვის განმარტებული იქნა სსკ-ში წარსულში გამოყენებული ტერმინები:

რეგულარული და უწყვეტი მომსახურება

ელექტრონული მომსახურება

უძრავი ქონება

საბაზრო ფასი

ტუროპერატორი, ტურისტი და ტურისტული პროდუქტი

დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი

დამხმარე ხასიათის საქონელი/მომსახურება

და სხვა

სსკ-ში შემოღებული და განმარტებული იქნა ახალი ტერმინები

დასაბეგრი პირი

დასაბეგრი დილერი

ფიქსირებული დაწესებულება

ვაუჩერი

მცირე ღირებულების საქონელი

სავაჭრო შუამავალი

და სხვა

დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის შემოდის დასაბეგრი პირის ცნება

სსკ-ში ჩაიწერა რომ დღგ-ით იბეგრება დასაბეგრი პირისმიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელება. დასაბეგრი პირი არის ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, ეს უკანასკნელი კი ძირითადად განიხილება როგორც არაერთჯერადი საქმიანობა, რაც ნიშნავს იმას რომ ერთჯერადი ოპერაციები ძირითადად აღარ დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება და დღგ-ით იბეგრება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება, რაც იმას ნიშნავს რომ ეს უკანასკნელი როგორც გამონაკლისი მაინც დაიბეგრება დღგ-ით.

ეკონომიკური საქმიანობის ახალი განმარტება

დაზუსტდა ეკონომიკური საქმიანობის განმარტება რომელსაც განეკუთვნება:

• სამეწარმეო და სხვა (საადვოკატო, სანოტარო და ა.შ.) საქმიანობა.

• საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა.

• ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით.

მთელ რიგ შემთხვევებში ეკონომიკურ საქმიანობად აღარ ჩაითვლება და დღგ-ით აღარ დაიბეგრება სახელმწიფო სტრუქტურების (მ.შ. სსიპ-ების მიერ) ფასიანი მომსახურების გაწევა. ეს უკანასკნელი კი ნიშნავს იმას რომ მომავალში სსიპ-ებისთვის გადახდილი დღგ-ს ჩათვლა ე.წ. ბანკის საგადასახდო დავალების მიხედვით მეტწილად აღარ მოხდება.

საქართველოს მთავრობას უფლება ენიჭება განსაზღვროს იმ საქმიანობის სფეროების ჩამონათვალი რა დროსაც სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურება მაინც ჩაითვლება ეკონომიკურ საქმიანობად და დაიბეგრება.

დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი

დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი ჩაიშალა სამ პუნქტად:

საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკურის ფარგლებში სანაცვლოდ ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება (შედგება რამდენიმე ოპერაციისაგან)

საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკურის ფარგლებში სანაცვლოდ ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა (შედგება რამდენიმე ოპერაციისაგან)

საქონლის იმპორტი

საქონლის დროებით შემოტანა (თვეში ღირებულების 0,54%-ი) დღგ-ით აღარ იბეგრება.

საქონლის მიწოდებად ძველი კანონმდებლობით დადგენილი დასაბეგრი ოპერაციების გარდა ასევე ითვლება:

ანაზღაურების სანაცვლოდ, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით ან/და სხვა შემთხვევაში, ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა.

საქონლის ფაქტობრივი გადაცემა ნასყიდობის ხელშეკრულებით განვადების პირობით ან იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით.

საქონლის გადაცემა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიო ანაზღაურება ხორციელდება საქონლის შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში;

საქმიანობის შეწყვეტისას საქონლის ნაშთი თუ მიღებულია დღგ-ს ჩათვლა

საქონლის არამიზნობრივი გამოყენება თუ მიღებულია დღგ-ს ჩათვლა

დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, თუ იგი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას ამ შენობის/ნაგებობის სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში. ცვლილებამდე ეს უკანასკნელი იბეგრებოდა განურჩევლად იმისა მოხდებოდა თუ არა ასეთი ჩათვლის მიღება.

ცვლილების მიხედვით საქონლის მიწოდებად არ ითვლება და დღგ-ით არ იბეგრება:

საქონლის უსასყიდლო მიწოდება თუ აღნიშნულ საქონელზე დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა!

ფული აგრეთვე, კრიპტოგრაფიული ვალუტა.

მცირე ღირებულების საჩუქრის (წლიურად არაუმეტეს 50 ლარისა) ან ნიმუშის უსასყიდლოდ გადაცემა. მცირე ღირებულების საჩუქარი არის საქონელი ან მომსახურება, რომლის გადაცემა ხორციელდება უსასყიდლოდ და რომლის ღირებულება, დღგ-ის გარეშე, ერთ ფიზიკურ პირზე არ აღემატება კალენდარული წლის განმავლობაში 50 ლარს. მცირე ღირებულების საჩუქრად არ განიხილება სარეკლამო და წარმომადგენლობითი ხარჯი.

ძველი კანონმდებლობით დადგენილი დასაბეგრი ოპერაციების გარდა მომსახურების გაწევად ასევე ითვლება და დღგ-ით იბეგრება:

ძირითადი საშუალების რემონტი მისი საქმიანობის მიზნისთვის, თუ იგი დღგ-ის ჩათვლას სრულად ვერ მიიღებდა ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.

მომსახურების არამიზნობრივი გამოყენება თუ მიღებულია დღგ-ს ჩათვლა.

ცვლილების მიხედვით მომსახურების გაწევად არ ითვლება და დღგ-ით არ იბეგრება:

მომსახურების უსასყიდლო მიწოდება, თუ მისი მიწოდება არ ხორციელდება თანამშრომლებზე ან მისი გაწევა ხორციელდება კომპანიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე.

მომსახურების მიწოდება სხვა საწარმოს ან ამხანაგობის კაპიტალში, რეორგანიზაციის დროს და სხვა.

ვაუჩერის მიწოდების დაბეგვრა

ცვლილების მიხედვით შემოდის ერთჯერადი და მრავალჯერადი ვაუჩერის ცნება.

ერთჯერადი ვაუჩერის სხვა პირისთვის გადაცემა, განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად და იბეგრება დღგ-ით.

ვაუჩერი არის ინსტრუმენტი, რომელიც წარმოშობს დასაბეგრი პირის ვალდებულებას, მიიღოს იგი, როგორც ანაზღაურება ან ანაზღაურების ნაწილი საქონლის/მომსახურების მიწოდების სანაცვლოდ.

ერთჯერადი ვაუჩერი – ვაუჩერი, რომლის გამოშვებისას იდენტიფიცირებადია მასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ადგილი და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ;

დაბეგვრის სპეციალური სქემა

ცვლილების მიხედვით შემოდის მეორადი ნივთის, ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის დღგ-ით დაბეგვრის ახალი სრულიად განსხვავებული წესი. ასეთი საქონლის მიწოდებისას დღგ-ს დათვლა მოხდება რეალიზაციის ფასსა და შეძენის ფასს შორის არსებული სხვაობის მიხედვით, ანუ მარჟის თანხაზე 18%-ის დარიცხვის გზით.

მომსახურების გაწევის ადგილი

უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა არ იბეგრება დღგ-ით.

ცვლილების მიხედვით შემოდის არარეზიდენტის პირისთვის მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრის ახალი წესი:

ბიზნესის მიერ ბიზნესისთვის (ანუ დასაბეგრი პირისთვის) მომსახურების გაწევისას (B2B) – მომსახურების გაწევის ადგილად ჩაითვლება მომსახურების შემძენის დაფუძნების ადგილი, რაც ნიშნავს იმას რომ ასეთი მომსახურება საზღვარგარეთ გაწეულად ჩაითვლება და დღგ-ით არ დაიბეგრება.

ბიზნესის მიერ მაგალითად ფიზიკური პირისთვის (ანუ არა დასაბეგრი პირისთვის) მომსახურების გაწევისას (B2C) – მომსახურების გაწევის ადგილად ჩაითვლება მომსახურების გამწევის დაფუძნების ადგილი, რაც ნიშნავს იმას რომ ასეთი მომსახურება საქართველოში საქართველოში გაწეულად ჩაითვლება და დაიბეგრება დღგ-ით.

ცალკეული მომსახურებების შემთხვევაში მომსახურების ადგილი განისაზღვრება განსხვავებული წესით.

რეგულარული და უწყვეტი მომსახურების ავანსები იბეგრება დღგ-ით

ზოგადად საქონლის/მომსახურების მიწოდების დაბეგვრა ხორციელდება მიწოდების მომენტში.

თუ მიწოდებას წინ უსწრებს ავანსის მიღება დაბეგვრა ხორციელდება ავანსის მიღების მომენტში, მ.შ. რეგულარულ ან უწყვეტ მომსახურებაზეც.

ავანსების დაბეგვრის წესი არ ვრცელდება ტელესაკომუნიკაციო, კავშირგაბმულობის მომსახურებებზე, ასევე უწყვეტად მიწოდებული საქონლის (წყალი, გაზი, ელექტროენერგია) შემთხვევაში. ამ უკანასკნელი მიწოდების დაბეგვრა ხორციელდება არაუგვიანეს თვის ბოლო დღისა.

უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრის დრო

ცვლილების მიხედვით დაზუსტდა დაუმთავრებელი უძრავი ქონების რეალიზაციის მომენტი. მყიდველის სახელზე საჯარო რეესტრში „მშენებარე ქონებად“ რეგისტრაციის მომენტი არ ითვლება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მომენტად (წინათ ასეთ ქონებას შემოსავლების სამსახური თვლიდან როგორც გრძელვადიანი კონტრაქტი და ბეგრავდა) და ასეთი რეგისტრაციის მომენტში არ იბეგრება!

ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დღგ-ით დაბეგვრის დროის განსაზღვრისთვის დაადგინოს სსკ-ით დადგენილი წესისგან განსხვავებული წესი.

დღგ-ს დასაბეგრი თანხა

ცვლილების მიხედვით დაზუსტდა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდების, ასევე ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯების დასაბეგრი ოპერაციის თანხაა თვითღირებულება და არა საბაზრო ფასი!

ლიზინგით ქონების გადაცემისას მიწოდებად განიხილება საქონლის ფაქტობრივი გადაცემა. საქონლის ლიზინგით მიწოდებისას დასაბეგრი თანხაში არ შედის ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი.

დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია

დაზუსტდა დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციის საკითხები.

ცვლილების მიხედვით დღგ-ს რეგისტრაციის მიზნებისთვის დასაბეგრ თანხაში გაითვალისწინება (100 000 ლარის სათვალავში შედის) და სავალდებულო რეგისტრაცია იწვევს:

ფინანსური ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციები, თუ ამ ოპერაციების განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა.

საქონლის ექსპორტის თანხები.

ფინანსური და საქონლის ექსპორტის ოპერაციები ცვლილებამდე იმის გამო რომ გათავისუფლებული იყო დღგ-სგან (ჩათვლის უფლების გარეშე და ჩათვლის უფლებით) არ გაითვალისწინებოდა სავალდებულო რეგისტრაციის 100 000 ლარის თანხის გაანგარიშებისას.

სხვა ცვლილებები დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციასთან დაკავშირებით

ფიქსირებული დაწესებულებას დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვება საქონლის/მომსახურების მიწოდებამდე (არ ეხება 100 000 ლარიანი ზღვარი).

რეორგანიზაციისას (გარდაქმნა, გაყოფა, გამოყოფა და ა.შ.) რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საწარმოს 100 000 ლარის ბრუნვებში შედის მ.შ. რეორგანიზაციამდე არსებული საწარმოს ბრუნვებიც.

იმპორტირებული აქციზური საქონლის მიწოდებისას სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერი სსკ-ში აღარ არის.

დღგ-სგან გათავისუფლება

ცვლილების პროექტით შენარჩუნებულია მოქმედი საგადასახადო კოდექსით დადგენილი თითქმის ყველა შეღავათი.

დგინდება დამატებითი შეღავათები ისეთი საქმიანობის სახეებზე როგორიცაა:

სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა

საგანმანათლებლო მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა

დაზღვევის მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა

კულტურისა და სპორტის სფეროში მიწოდების ოპერაციები

დგინდება სხვა დამატებითი შეღავათებიც.

ცვლილებები დღგ-ს ჩათვლის მიღების ზოგად წესში

ცვლილების მიხედვით პირებს ეძლევათ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქონლის მიწოდების ოპერაციასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე დღგ ჩათვლის მიღების უფლება, რისი უფლებაც გადამხდელებს მანამდე არ გააჩნდათ.

მოხდება საქონლის/მომსახურების შეძენაზე გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის ჩათვლის მიღება თუ შენაძენი გამოიყენება ფინანსური მომსახურებისთვის/ოპერაციებისთვის, თუ მომხმარებელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა დაფუძნებული ან თუ ეს ოპერაციები უშუალოდ არის დაკავშირებული საქონელთან, რომელიც საქართველოდან უნდა იქნეს ექსპორტირებული.

დღგ-ს ჩათვლა საფ-ის საფუძველზე

დღგ-ს ჩათვლა კვლავაც ხდება 3 წლის ვადაში.

თუ დღგ-ს ჩათვლა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მოხდა მე-3 (უკანასკნელ) წელს, კომპანიის შემოწმებისა და გადასახადების დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდება 1 წლით!

ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით);

დღგ-ს პროპორციული ჩათვლა

ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციების არსებობის შემთხვევაში იცვლება ე.წ. გაუმიჯნავი დღგ-ს ჩათვლის წესი.

ე.წ. გაუმიჯნავი დღგ-ს ჩათვლა უნდა მოხდეს შემდეგი წესის მიხედვით:

ყოველთვიურის ჩათვლა ხდება წინა წლის მთლიან ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე ბრუნვების ხვედრითი წილის პროპორციულად (წინა წლის წლიური პროცენტით), რომელიც ზუსტდება ამავე წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში (დეკემბერში) მიმდინარე საგადასახადო წლის წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

თუ პირს წინა წელი არ გააჩნია ჩათვლა მოხდება – თვის მთლიან ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე ბრუნვების ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელიც ზუსტდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში, წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით (ანუ ძველებურად).

ჩათვლის პროპორციული წილის გამოთვლისას, არ გაითვალისწინება ბრუნვის თანხა რომელიც უკავშირდება:

დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებას;

უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ან ფინანსურ ოპერაციებს, თუ ეს ოპერაციები არ არის დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობა.

მეორე განყოფილება – სხვა ცვლილებები და სიახლეები საგადასახადო კოდექსში

დაქირავებულ პირთა რეესტრი

საგადასახადო კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი რომელიც დამქირავებელს ავალდებულებს შესაბამისი ინფორმაცია ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

სადაზღვევო ბროკერისა და აგენტის მომსახურება დღგ-ით არ იბეგრება

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით დაზუსტდა ფინანსური ოპერაციის/ფინანსური მომსახურების განმარტება, რისი მიხედვითაც ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის რომ სადაზღვევო ბროკერისა ან/და სადაზღვევო აგენტის მომსახურება მიიჩნევა ფინანსური ოპერაციად/ფინანსური მომსახურებად რაც ნიშნავს იმას რომ აღნიშნული მომსახურებები დღგ-ით არ დაიბეგრება.

საერთაშორისო კომპანიის მიერ გადახდილი ხელფასი იბეგრება 5%-იანი განაკვეთით

საერთაშორისო საწარმოს მიერ გადახდილი ხელფასი საგადასახადო კოდექსის ძველი რედაქციით არ ექვემდებარებოდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (ხელფასის მიმღებები ერთ შემთხვევაში ბეგრავდნენ, ხოლო მეორე შემთვევაში არ ბეგრავდნენ ასეთ შემოსავალს წლიური საშემოსავლო გადასახადით).

ახალი რედაქციის მიხედვით გადახდილი ხელფასის გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთია 5%. საერთაშორისო საწარმოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის წესი განსაზღვრულია სსკ-ის 23-ე მუხლით.

საერთაშორისო კომპანიის მიერ არარეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების დაბეგვრა დღგ-ით.

სსკ-ის 23-ე მუხლიდან ამოღებული იქნა ჩანაწერი იმის შესახებ რომ არარეზიდენტისათვის გაწეული მომსახურება ნებისმიერ შემთხვევაში ითვლებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაწეულ მომსახურებად და არ დაიბეგრებოდა დღგ-ით. აღნიშნული ნიშნავს იმას რომ საერთაშორისო საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრის წესი და მისი დაბეგვრა დღგ-ით განისაზღვრება 166-ე

მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი

ფიზიკური პირისათვის რეზიდენტობის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია განხორციელდეს 12 უწყვეტ თვიან პერიოდში მის მიერ საქართველოში გატარებული 183 დღის შემთხვევაში თუმცა ამის მიუხედავად რეზიდენტობის სტატუსის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს პირის მიერ საქართველოში 183 დღის განმავლობაში ყოფნის მიუხედავადაც მისთვის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში. ასეთი სტატუსის მინიჭება ხდებოდა პირს საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით. ცვლილების მიხედვით მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირის სტატუსის მინიჭების წესების განსაზღვრება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საგადასახადო საიდუმლოება

ცვლილების მიხედვით საგადასახადო საიდუმლოებას აღარ განეკუთვნება ინფორმაცია პირისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის/გაცემის შეჩერების შესახებ.“

საგადასახადო საიდუმლოების დარღვევად არ ითვლება შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის გადაცემა ისეთი სახელმწიფო სუბიექტებისათვის როგორიცაა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი და იუსტიციის სამინისტრო.

ზოგადი ანალიტიკური პროცედურები

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით შემოდის ახალი ცნება – ზოგადი ანალიტიკური პროცედურები. შემოსავლებლების სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს ასეთი პროცედურები რომელიც გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

მულტინაციონალური საწარმოს ანგარიშგება

ცვლილების მიხედვით მულტინაციონალური საწარმოებს უჩნდებათ დადგენილი ფორმით ანგარიშგებით წარდგენის ვალდებულება, რომელიც უნდა განხორციელდეს წლის მომდევნი წლის 31 დეკემბრამდე.

მულტინაციონალური საწარმო არის ჯგუფის შემადგენელი საქართველოს რეზიდენტი საწარმო, რომელიც წარმოადგენს საბოლოო მშობელი ან სუროგატი მშობელის დაწესებულებას. მულტინაციუნალური საწარმოს ცნება განმარტებულია სსკ-ის 70-ე მუხლის მიხედვით. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის წარდგენის წესი და ფორმა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

სავალდებული დაზღვევის თანხების ხელფასის საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება

Kreston Georgia-ს სხვადასხვა პუბლიკაციებსა თუ განცხადებებში არაერთხელ იქნა გაჟღერებული ის რომ სსკ-ის 101-ე მუხლში გაკეთდებოდა ახალი ჩანაწერი რის შემდეგაც სავალდებულო დაზღვევის თანხები არ იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად აღნიშნული კანონი ამოქმედებული იქნა და დღეისათვის ასეთი დაზღვევის თანხები აღარ განიხილება ხელფასის სახით მიღებულ შემოსვლად და აღარ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ამ ეტაპზე ოფიციალურად არ არის ცნობილი შემოსავლების სამსახურის ოფიციალური პოზიცია ცვლილების ამოქმედებამდე პერიოდში (მაგალითად 2019 წელს) ასეთი დაზღვევის თანხების დაბეგვრასთან დაკავშირებით, თუმცა შემოსავლების სამსახურის არაერთი განცხადებით (მ.შ. ღია კარის დღეებზე გაკეთებული განცხადებებით) სავალდებულო დაზღვევის თანხების დაბეგვრა არც ცვლილების ამოქმედებამდე არ უნდა მოხდეს.

დაზღვევის ის თანხები რომელიც არ მიეკუთვნება სავალდებულო დაზღვევის კატეგორიას ჩვეულებრივად ითვლება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ძველებურად დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

თანამშრომლისთვის გაცემული საკვებისა და საცხოვრებლის არ დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით

Kreston Georgia-ს საგადასახადო დავის პრაქტიკაში ყოფილა არაერთი შემთხვევა რა დროსაც ჩვენს კომპანიას საგადასახადო დავის პროცესში დაუმტკიცებია ის რომ თანამშრომლისთვის გადაცემული საკვები (გაწეული კვების მომსახურება) ან/და გადაცემული საცხოვრებელი (მაგალითად საცხოვრებლად გადაცემული ბინა) ყოველთვის არ წარმოადგენს ხელფასს და ზოგ შემთხვევებში არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. ამის მიუხედავად შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი კვლავ აგრძელებდა ზუსტად იგივე შემთხვევებში გადასახადის გადამხდელების დაჯარიმებას და აღნიშნული თანხების ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვას, რაც აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურში ერთიანი მიდგომის არ არსებობაზე მიანიშნებდა.

ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური თანამშრომლისათვის გაცემული საკვებისა და საცხოვრებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით მეტად მნიშნველოვანი ინიციატივით გამოდის და აღნიშნავს რომ ასეთი თანხები გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება არ ჩათვალოს ხელფასად და არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. ცვლილების მიხედვით თანამშრომელთა კვება და მათთვის საცხოვრებლის გადაცემა არ ჩაითვლება ხელფასად თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:

საცხოვრებლით/საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საცხოვრებელი ადგილით/საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას;

საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.“.

აღნიშნული ცვლილების მთავარი არსი არის ის რომ თუ თანამშრომლის საკვებით უზრუნველყოფა და ბინის დაქირავება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს და არა დამქირავებლის კეთილ ნებას – ასეთ შემთხვევაში კვებისა და ბინის დაქირავების ხარჯები აღარ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასულ პირზე საქონლის უსასყიდლო მიწოდება მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრება

ზემოთ ხსენებულ პრობლემებთან დაკავშირებით 2017 წლიდან მოყოლებული პროფესიულ წრეებში არაერთი მსჯელობა და კამათი გამართულა კერძოდ იმასთან მიმართებაში რომ ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასულ პირზე უსასყიდლო მიწოდება არ უნდა დაბეგრილი მოგების გადასახადის 15%-ით.

მოგების გადასახადის ახალი მოდელი (ე.წ. ესტონური მოდელი) აერთიანებს დაახლოებით 20-მდე დასაბეგრ ოპერაციას რომელიც გადანაწილებულია 4 დაბეგვრის ობიექტში. ზემოთ ხსენებული 20-ვე ოპერაცია გულისხმობს მოგების გადასახადით დაბეგვრას მაშინ როდესაც ხორციელდება ფულის ან აქტივის გადინება საწარმოდან მის პარტნიორზე (დივიდენდის გაცემა ან მასთან გათანაბრებული განაცემები). ე.წ. ესტონურლი მოდელის მიხედვით შემუშავებული ახალი მოგების გადასახადით დაბეგვრის ზოგადი პრინციპის მიხედვით ზემოთ ხსენებული ფულის ან აქტივის გადინებებიდან დაბეგვრა არ ხორციელდებოდა იმ შემთხვევაში თუ ასეთ „გადინებას“ ადგილი ჰქონდა ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასულ პირზე, თუმცა აღნიშნული პრინციპი დარღვეული იყო ე.წ. უსასყიდლო მიწოდებების შემთხვევაში. ასე მაგალითად შპს-ზე გაცემული დივიდენდი მოგების გადასახადით არ იბეგრებოდა და არ იბეგრება დღემდე (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), თუმცა იგივე შპს-ზე (რომელიც გადასულია „ესტონურ მოდელზე“) უსასყიდლოდ მიწოდების ოპერაცია ექვემდებარებოდა დაბეგვრას რაც კანონმდებლობის ერთგვარ ხარვეზზე მინიშნებდა.

წინამდებარე ცვლილებით აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულია რაც გამოიხატება იმაში რომ მაგალითად შპს-ზე საქონლის უსასყიდლო მიწოდების ოპერაციის შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრა 99% შემთხვევებში აღარ განხორციელდება, ვინაიდან შპს-ის უმეტესობა გადასულია ე.წ. ესტონურ მოდელზე, რაც სრულიად შეესაბამება ამ უკანასკნელი გადასახადით დაბეგვრის პრინციპებს.

არარეზიდენტის მიერ მიღებული დივიდენდის განაწილება არ იბეგრება

ცვლილების მიხედვით არარეზიდენტის საწარმოს მიერ (რომელსაც საქართველოში გადმოტანილი აქვს მართვის ადგილი და არ აქვს მუდმივი დაწესებულება) მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება არ იბეგრება მოგების გადასახადით.

ფიზიკური პირის მიერ ბინის, სახლის , ა/მ და სხვა ნებისმიერი აქტივის ნამეტის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე უარის თქმა

სსკ-ით ის წლიურ გადასახადებში გათავისუფლებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯები არ გამოიქვითება. აღნიშნული ნიშნავს იმას რომ არც შემოსავალი უნდა აღიარდეს ერთობლივ შემოსავლად და არც გამოქვითვები ე.წ. ხარჯად. თუმცა აღნიშნულ წესზე უარის თქმის უფლება ჰქონდა მეწარმე ფიზიკურ პირს რომელიც ეწეოდა სოფლის მეურნეობას და იყენებდა ე.წ. 200 000 ლარიან შეღავათს (შემოსავალი ნაკლები ჰქონდა 200 000 ლარზე), რაც გულისხმობდა იმას რომ ასეთი სოფლის მეურნეობის მეწარმე პირი აღიარებდა ერთობლივ შემოსავალსაც და თან ამავდროულად გამოქვითავდა ხარჯებსაც (ამ ყველაფერს აზრი აქვს ე.წ. ზარალის დროს რაც სოფლის მეურნეობაში არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა ვინაიდან მეწარმე ფიზიკურ პირს შეეძლება აღნიშნული ზარალის გადატანა მომდევნო 5 წლის ვადით).

ცვლილებით შემოსავლის დაბეგვრისგან ე.წ. უარის თქმის წესი შემოდის ბინის, სახლის და სხვა აქტივის რეალიზაციიდან მიღებული ნამეტის შემთხვევაშიც, რაც ნიშნავს იმას რომ ფიზიკურ პირს უფლება ექნება უარი თქვას შეღავათზე, ერთობლივ შემოსავალში აღიაროს ე.წ. გათავისუფლებული ნამეტი შემოსავალი, ხოლო აღნიშნულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯები გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან.

ორგანიზაციისთვის გადახდილი პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება

საგადასახადო კოდექსის მიხედვით ორგანიზაციაზე (რომლებსაც ძირითადად განეკუთვნება ააიპ და სსიპ) გადახდილი პროცენტების იბეგრებოდა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით.სსკ-ში შესული ცვლილების მიხედვით ორგანიზაციაზე გადახდილი პროცენტების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა აღარ მოხდება,რაც ნიშნავს იმაზე რომ ააიპ-ებზე და სსიპ-ზე გადახდილი პროცენტის თანხების დაბეგვრა აღარ მოხდება.

დღგ-ს გადამხდელი ფიზიკური პირების მიერ დარიცხვის მეთოდის გამოყენება სავალდებულო აღარ არის.

დღგ-ს გადამხდელ ფიზიკურ პირებს ძველი საგადასახადო კანონმდებლობით გააჩნდათ ვალდებულება წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის ერთობლივი შემოსავლების დათვლისას გამოეყენებინათ ე.წ. დარიცხვის მეთოდი, რაც ნიშნავდა იმას რომ ერთობლივ შემოსავლებში ჩაირთვებოდა მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების თანხები მაშინაც კი თუ აღნიშნული თანხები ფაქტობრივად არ იყო მიღებული კომპანიის მიერ. დღგ-ს გადამხდელ მაგალითად ი/მ-ს აკრძალული ჰქონდა შემოსავლების დათვლა მოეხდინა ე.წ. საკასო მეთოდით.

წინამდებარე ცვლილებით გაუქმდა დღგ-ს გადამხდელი ფიზიკური პირის ზემოთ ხსენებული (დარიცხვის მეთოდის გამოყენების) ვალდებულება, რაც იმას ნიშნავს რომ დღგ-ს გადამხდელ ფიზიკურ პირს სურვილის შემთხვევაში მიენიჭა უფლება შემოსავლის აღიარება მოახდინოს მ.შ. საკასო მეთოდის მიხედვითაც.

გარეშე ფიზიკური პირისთვის 1000 ლარზე მეტი ღირებულების ქონების უსასყიდლო მიწოდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

მოქმედი კანონმდებლობით თუ საგადასახადო აგენტი გარეშე (არათანამშრომელ) ფიზიკურ პირზე ახდენს წლის განმავლობაში 1000 ლარზე მეტი ღირებულების ქონების გაჩუქებას აღნიშნულ შემთხვევაში განაცემი ექვემდებარება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთა შემოწმებისას ყოფილა არაერთი შემთხვევა რა დროსაც 1000 ლარიანი ზღვარის გამოყენება ხდებოდა სხვადასხვა გადამხდელების მიმართ გამოყენებული პრინციპით.

მოქმედი კანონმდებლობაში მკაფიოდ მართლაც არ იკითხება რა თანხა უნდა იქნეს დაბეგრილი ერთი და იგივე არათანამშრომელ ფიზიკურ პირზე თვეში მაგალითად 400 ლარის ჩუქებისას. ანუ რა თანხა უნდა იქნეს დაბეგრილი მარტის თვეში როდესაც წლის დასაწყისიდან ნაზარდი ჯამით ერთ ფიზიკურ პირზე გაჩუქებული თანხა შეადგენს 1200 ლარს (400+400+400) – უნდა დაიბეგროს 400 ლარი, 200 ლარი თუ 1200 ლარი?

ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი ჯერჯერობით ცვლილების შემდგომაც არ არის გაცემული, თუმცა ნათქვამია რომ ფიზიკურ პირზე 1000 ლარზე მეტი ღირებულების ქონების უსასყიდლო მიწოდებისას საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის წესს განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი.

საწარმოთა ქონების გადასახადით დაბეგვრის ახალი ობიექტი

იურიდიული პირების ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტებს დაემატა:

სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;.

ჯარიმის შემსუბუქება დღგ-ს რეგისტრაციაზე დაგვიანებისას

დღგ-ს რეგისტრაციაზე დაგვიანების გამო შემოსავლების სამსახური გადამხდელებს ზედიზედ აჯარიმებდა 2 ჯარიმით:

282-ე მუხლის შესაბამისად – დაგვიანების პერიოდში არსებული ბრუნვების 5%

275-ე მუხლის შესაბამისად – შემცირებული გადასახადის 50%

აღნიშნული ჯარიმების დაკისრება აშკარად არასამართლიანი და მძიმე ტვირთი იყო გადასახადის გადამხდელებისთვის.

ცვლილების მიხედვით 282-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის გავრცელებისას 275-ე მუხლით განსაზღვრული 50%-იანი ჯარიმის დარიცხვა აღარ მოხდება.

ე.წ. ზედნადების ჯარიმის შემსუბუქება.

სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა ჯარიმდებოდა:

500 ლარით – თუ საქონლის ღირებულება იყო 10000 ლარზე ნაკლები

10 000 ლარით – თუ საქონლის ღირებულება იყოს 10000 ლარზე მეტი

ცვლილებით გაუქმდა 10 000 ლარიანი ჯარიმა და სამართალდარღვევის პირველი შემთხვევისთვის დადგენილია ჯარიმა – 500 ლარი.

ცვლილება საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებით.

საგადასახადო კოდექსს დაემატა მუხლი, რომელიც ეხება საინვესტიციო ფონდებს. სანვესტიციო ფონდი არის კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც ინვესტორებისგან იზიდავს კაპიტალს ამ კაპიტალის განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად ინვესტორების სასარგებლოდ ინვესტირების მიზნით. ხოლო, კოლექტიური საინვესტიციო სქემა არის იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა, რომელიც აკმაყოფილებს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნილ პირობებს.

კანონის შემუშავებულია გამომდინარე იქედან, რომ აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებდეს იმ სპეციფიკას, რაც ზოგადად ახასიათებს საინვესტიციო ფონდების დაბეგვრის მოდელებს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და ამით ქმნიდეს კონკურენტულ ჩარჩოს ქვეყანაში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებისათვის არსებითი მნიშვნელობისაა, რომ საინვესტიციო ფონდის საშუალებით ინვესტირებამ ინვესტორი არ ჩააყენოს იმაზე უარეს მდგომარეობაში, რომელშიც იგი იქნებოდა პირდაპირი ინვესტირების შემთხვევაში.

იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული საინვესტიციო ფონდების (საინვესტიციო კომპანიებისთვის) მიერ მოგების განაწილებისას, ცალკეულ შემთხვევებში, გაითვალისწინება, თუ საიდან იქნა აღნიშნული მოგება მიღებული. შესაბამისად, მოგების გადასახადით არ დაიბეგრება ფიზიკური პირებისა და არარეზიდენტებისათვის მოგების განაწილება საინვესტიციო კომპანიის მიერ, თუკი ეს მოგება:

ა) არ მიეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს;

ბ) მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს;

გ) მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს;

დ) მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდიდან ან კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს. აღსანიშნავია, რომ, საინვესტიციო კომპანიების მიერ მოგების განაწილების სხვა შემთხვევებზე ჩვეულებრივად გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის რეგულირება და ისინი მოგების გადასახადის გადახდისგან შეიძლება გათავისუფლდნენ საერთო წესების საფუძველზე.

ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც მოგების განაწილება არ არის გათავისუფლებული, საინვესტიციო კომპანიის მიერ მოგების განაწილება, თუ დივიდენდის მიმღებია არარეზიდენტი ან ფიზიკური პირი, დაიბეგრება ზოგადი წესის მიხედვით 15%-იანი განაკვეთით, სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამონაკლისია და 5% განაკვეთით იბეგრება შემთხვევა, როდესაც საინვესტიციო კომპანია ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში, გარდა რეზიდენტი საწარმოსგან მიღებული მოგების განაწილების შემთხვევისა.

საინვესტიციო კომპანიის მიერ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები/განაცემები გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან.

საინვესტიციო კომპანიისგან განსხვავებით, ერთობლივ საინვესტიციო ფონდზე, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, არამედ სახელშეკრულებო სქემაა, გავრცელდება სრული ტრანსპარენტულობისა და მიკუთვნების რეჟიმი, რაც შესაბამისობაშია მის სამართლებრივ ფორმასთან. კერძოდ, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ მიღებული მოგება და ზარალი განიხილება ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის თითოეული მფლობელის მიერ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის გარეშე მიღებულ მოგებად და ზარალად, მის მფლობელობაში არსებული ერთეულის ღირებულების პროპორციულად, ამასთან, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელისთვის მიკუთვნებული ზარალი არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ საინვესტიციო ფონდში განხორციელებული შენატანის ოდენობას და აქტივების მმართველი კომპანიისთვის გადახდილ ხარჯებსა და საკომისიოს. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები დამოუკიდებლად ახორციელებენ საგადასახადო ანგარიშგებას. ერთობლივ საინვესტიციო ფონდსა და მის აქტივების მმართველ კომპანიას არ ეკისრებათ ამ კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება.

კანონი ითვალისწინებს სპეციალურ რეგულირებას საინვესტიციო ფონდის ერთეულის (წილის) მიწოდებით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავლების დაბეგვრისათვის. კერძოდ, ნამეტი შემოსავალი ფიზიკურ პირსა და არარეზიდენტს დაიბეგრება 15%-იანი განაკვეთით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ფონდი ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში, გარდა საინვესტიციო ფონდის მიერ რეზიდენტი საწარმოს წილებში/აქციებში ინვესტიციის განხორციელების (წილის/აქციის ფლობის) შემთხვევისა, დაბეგვრის განაკვეთი იქნება 5%. ამასთან, საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან გათავისუფლებულია შემოსავალი, რომელიც მიღებულია: ა) საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის რეალიზაციით; ბ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის რეალიზაციით ან საინვესტიციო ფონდის ერთეულის გამოსყიდვით, თუ საინვესტიციო ფონდი ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებში ან საქართველოს მთავრობის ან/და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებულ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში. ყველა სხვა შემთხვევაში, საინვესტიციო ფონდის ერთეულის რეალიზაციით ან გამოსყიდვით მიღებულ ნამეტ შემოსავალზე ჩვეულებრივად გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 82-ე და 99-ე მუხლების რეგულირება და ეს შემოსავლები მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან შეიძლება გათავისუფლდეს საერთო წესების შესაბამისად.

ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში განაწილებული მოგება და სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები/განაცემები მოგების გადასახადით არ იბეგრება.

მესამე განყოფილება – სხვა ცვლილებები კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.

ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში

შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში და ამოღებულ იქნა 6​1 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები. ცვლილების შედეგად, პირს, მისი საქმიანობის საფუძველზე, აღარ განესაზღვრება მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორია, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი სამი საქმიანობის შემთხვევაში:

ლიცენზიის ან ნებართვის მქონე პირის საქმიანობა, კერძო მაუწყებლობის ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირის საქმიანობა; სამორინეს მოწყობის ნებართვის მქონე პირის მიერ სამორინეს მოწყობა. ასეთი საქმიანობის მქონე პირების კატეგორიის განსაზღვრა მოხდება საერთო წესით _ საგადასახადო ან საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამით.

ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებაში

შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებაში. კერძოდ, ბრძანების 69-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატა 4​1 პუნქტი, რომლის თანახმად საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, რეალურ დროში ჰქონდეს წვდომა ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მიერ პირთა საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობის ამსახველ მონაცემებზე.

ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებაში

ფინანსთა მინისტრის №140 ბრძანებით, 2020 წლის 17 ივლისიდან ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებაში. კერძოდ ბრძანებას დაემატა 3717და 3718 მუხლები.

3717-ე მუხლი განმარტავს, რომ სმფ-ის ჩამოწერის გამარტივებული წესი გულისხმობს ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ის ჩამოწერას მოცემული მუხლის შესაბამისად. სმფ-ის ჩამოწერის გამარტივებული წესი ვრცელდება მხოლოდ საზოგადოებრივი კვების საქმიანობის ნაწილში, ჩამოწერას დაქვემდებარებული სმფ-ის მიმართ (გარდა აქციზური საქონლისა).

პირი უფლებამოსილია ისარგებლოს სმფ-ის ჩამოწერის გამარტივებული წესით თუ აკმაყოფილდებს გარკვეულ კრიტერიუმებს. კერძოდ თუ პირი, მიმდინარე კალენდარული წლის წინა ორი კალენდარული წლის თითოეული შედეგით, აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ „პირველი კატეგორიის საწარმოს“ ან/და „მეორე კატეგორიის საწარმოს“ კრიტერიუმებს და, ამასთან, მიმდინარე კალენდარული წლის წინა კალენდარულ წელს, პირს ევალებოდა და დადგენილ ვადაში წარადგინა ამავე კანონით გათვალისწინებული „ფინანსური ანგარიშგება“. აგრეთვე, შესაბამისი განცხადებით მიმართვიდან წინა უწყვეტი 6 კალენდარული თვის განმავლობაში, პირის მიმართ არ არსებობს საგადასახადო ორგანოსათვის, სმფ-ის ჩამოწერის თაობაზე, არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მინიმუმ ერთი და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებისა და საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისთვის მინიმუმ ორი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

სმფ-ის ჩამოწერის გამარტივებული წესით სარგებლობისათვის, დაინტერესებული პირის მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება განცხადება, რომელის მიღებისთანავა შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს პირის შესახებ მონაცემების სმფ-ის გამარტივებული ჩამოწერის რეესტრში შეტანას. ხოლო შემდეგ, ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, პირი საგადასახადო ორგანოს №24​5 დანართის შესაბამისად წარუდგენს შეტყობინებას გასული კალენდარული თვის განმავლობაში ჩამოსაწერილი სმფ-ის შესახებ.

3718-ე მუხლში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში ხდება სმფ-ის ჩამოწერის გამარტივებული წესით სარგებლობის უფლების გაუქმება და პირის შესაბამისი რეესტრიდან ამოღება.

3718 -ე მუხლით, სმფ-ის ჩამოწერის გამარტივებული წესით სარგებლობის უფლება უქმდება პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ან/და პირის მიერ 3717-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ამასთან დაკავშრებით, აგრეთვე ცვლილება შევიდა „სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათ განაკვეთების შესახებ“ მთავრობის №96 დადგენილებაში, რის საფუძვლეზეც, ერთ ობიექტზე დღეში ერთხელ 100 ლარამდე ღრებულების სმფ-ის ჩამოწერის და ასევე გამარტივებული წესით სმფ-ის ჩამოწერის შესახებ შეტყობინების დადასტურება გათავისუფლდა საფასურისგან.

ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში

მთავრობის №466 დადგენილებით, 2020 წლის 24 ივლისიდან ძალაში შევიდა და ვრცელდება 2020 წლის 15 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ცვლილება „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №286 დადგენილებაში. კერძოდ, შეიცვალა მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი: სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ (ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებსა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან) და „ვ“ (ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არასამეწარმეო ფიზიკური პირებისა) წარმოადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი. ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120 კალენდარული დღის ჩათვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის (საზღვრის კვეთა) საფუძველზე ეძლევათ შესაძლებლობა, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად) ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი ვალდებულია, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდეს განმცხადებლად და შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა 2020 წლის 1 აგვისტომდე (ნაცვლად 1 ივლისისა. ასევე, დასაქმების სააგენტოს მიერ შეტყობინების საფუძველზე, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირებულ პირებს მიეცეთ არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაციის განახლების საშუალება 2020 წლის 1 აგვისტომდე (ნაცვლად 15 ივლისისა).

ზემოთ ხსენებული პუბლიკაციაში მოცემულია Kreston Georgia-ს პოზიცია საკანონმდებლო სიახლებთან დაკავშირებით რომელიც სარენომენდაციო ხასიათს ატარებს, შესაბამისად კომპანია არ არის პასუხისმგებელი პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებებზე მესამე პირების წინაშე.

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ კომპანიის პარტნიორებს:

აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს (Kreston International-ის წევრი)

ლევან პაპიაშვილი, ტელეფონი 574 000 420, ელ ფოსტა: l.papiashvili@kreston.ge

დავით პაპიაშვილი, ტელეფონი 595 333 860, ელ ფოსტა: d.papiashvili@kreston.ge

ან დაგვეკონტაქტეთ ტელეფონის ნომერზე 032 2 48 37 39

The post აგვისტოსა და ივლისის თვეებში საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მიმოხილვა appeared first on ფინანსური აუდიტი და საგადასახადო მომსახურება.

უფასო ვებინარები – ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი
უფასო ვებინარები – ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი

აუდიტორულმა კომპანია Kreston Papiashvili-მა პანდემიის პერიოდში საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერისა და აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს გრძელვადიანი განვითარების მიზნით უპრეცენდენტო პროექტი განახორციელა!

Kreston Georgia საგამანათებლო სივრცე

კომპანიამ სპეციალური facebook ჯგუფის Kreston Georgia Education Space-ის მეშვეობით უფასოს ტრენინგების სერიის ჩატარება დაიწყო რაშიც მონაწილება 3700-ზე მეტმა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალმა მიიღო. კომპანიის მიერ facebook ჯგუფში შესაბამისი Live ჩართვების მეშვეობით ჩატარებული იქნა ვრცელი უფასო ტრენინგების სერია ბუღალტრული აღრიცხვისა, ანგარიშგების, გადასახადებით დაბეგვრისა და აუდიტის საკითხებზე. გარდა რეგულარული სალექციო შეხვედრებისა ფორმატი ითვალისწინებდა უფასო კონსულტაციების გაწევასაც. აღნიშნული გულისხმობდა იმას რომ ყოველი ლექციის შემდგომ ხდებოდა შემოსული კითხვების დაფიქსირება, რის შემდგომაც ხორციელდებოდა დამატებითი Live ჩართვები რაც ითვალისწინებდა ლექციის მსვლელობისას შემოსულ კითხვებზე პასუხების გაცემასა და კონსულტაციებს აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალებისთვის.

Facebook ჯგუფში Kreston Georgia Education Space

ამ ეტეპისთვის 4,000-მდე პროფესიონალია გაწევრიანებული და მათი უმეტესობა აქტიურად არის ჩართული Kreston Georgia-ის მიერ ორგანიზებული უფასო ტრენინგებისა და კონსულტაციების პროექტში, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯგუფში ჩვენი წევრების აქტიურობა.

კომპანია Kreston Georgia არ ასრულებს პროექტს, კიდევ მინიმუმ 1 წლით აპირებს პროექტის გაგრძელებასა და აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალების მხარდაჭერას.

The post უფასო ვებინარები – ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი appeared first on ფინანსური აუდიტი და საგადასახადო მომსახურება.

რატომ გჭირდებათ აუთსორს ბუღალტრული მომსახურება?
რატომ გჭირდებათ აუთსორს ბუღალტრული მომსახურება?

რატომ გჭირდებათ აუთსორს ბუღალტრული მომსახურება? მას მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით სულ უფრო მეტი კომპანია მიმართავს, მასთან დაკავშირებული უამრავი ბენეფიტის გამო, რაც ფინანსურ სარგებელთან ერთად, სხვა უამრავ კომფორტს სთავაზობს ბიზნესს

დაზოგავთ დროს, ფულს და შეამცირებთ ბიზნესის საოპერაციო ხარჯებს.

ეს ის სარგებელია, რომელიც ნებისმიერი სახის ბიზნესის მფლობელისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

მიიღებთ ზუსტ ინფორმაციას კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

სწორედ ესაა აუთსორს ბუღალტრული მომსახურების ერთ-ერთი მთავარი ხიბლი – მუდმივი წვდომა ყველა საჭირო დოკუმენტთან და რეპორტებთან – ერთადერთი, რაც გჭირდებათ ინტერნეტ კავშირია.

ეს თქვენ ფინანსურ მონაცემებსა და ჩანაწერებზე მყისიერი წვდომის საშუალებას გაძლევთ. ფინანსების სრული ხედვით, თქვენ თავს მეტად თავდაჯერებულად გრძნობთ და უფრო გააზრებულ ბიზნეს გადაწყვეტილებებს იღებთ.

მიიღებთ ზუსტ ცოდნას კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.

არ აქვს მნიშვნელობა, მზარდი ბიზნესი გაქვთ, სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას ინარჩუნებთ, თუ გარკვეულ პრობლემებს განიცდით. ფინანსების ზუსტი ანალიტიკის ფლობა ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც ბიზნესის მფლობელი, მუდამ თავდაჯერებული უნდა იყოთ მიღებული ბიზნეს გადაწყვეტილებების სისწორეში.

აუთსორს ბუღალტრული მომსახურებისას, თქვენ გარანტირებული გაქვთ კომპანიაზე და მის საჭიროებებზე მორგებული რეპორტინგი.

კიდევ ერთი სარგებელი ამ სიტუაციაში – მუდამ გაქვთ შესაძლებლობა, გაესაუბროთ პროფესიონალთა გუნდს და მიმართოთ თქვენთვის აქტუალური ნებისმიერი შეკითხვით. ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის.

დაიცავთ ფინანსების კონფიდენციალურობას.

რაც უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს წვდომა თქვენს ფინანსებთან – მით უკეთესია. სწორედ ესაა ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი რამ აუთსორს ბუღალტრულ მომსახურებაში. დარგის პროფესიონალების მიერ გამოყენებული საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა და მესამე პირებთან გაზიარებისგან 100%-იანი დაცულობა.

ხარჯის კონტროლი.

ნებისმიერ ბიზნესს აქვს ხარჯები, გადასახადები და საოპერაციო დანახარჯები. ბუღალტრული ფირმა გაანალიზებს თქვენი ბიზნესის ხარჯის ტენდენციებს და მუდმივად მოგცემთ რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ დაიყვანოთ მინიმუმამდე არასაჭირო დანახარჯები. აუთსორს ბუღალტრული კომპანიის გუნდი თვის, კვირის და დღის ჭრილში უყურებს თქვენს დანახარჯებს და ამ თვალსაზრისით თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის დანახვა შეუძლია.

ბუღალტრული კომპანია ძალიან დიდ როლს თამაშობს კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის პროცესში, ხოლო ნებისმიერი პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში დაგეხმარებათ მის გადაწყვეტაში.

თავიდან აიცილებთ გადასახადების გამო ჯარიმებს.

ბიზნესი ხშირად უშვებს შეცდომას, როდესაც საქმე საგადასახადო რეგულაციებს და მის განახლებებს ეხება. Სანდო მრჩეველი, ამ შემთხვევაში აუთსორს ბუღალტრული კომპანია, მუდმივად მოგაწვდით პროფესიონალურ რჩევას, რისი წყალობითაც მსგავსი ხარჯი მინიმუმამდე დავა, ხოლო სარგებელი – მაქსიმალურად გაიზრდება.

საგადასახადო დეკლარაციების სწორად შედგენა და დროულად გადაგზავნა თქვენს ხარჯს მნიშვნელოვნად შეამცირებს. Აღნიშნულ სარგებელს ადგილი მაშინ აქვს, როდესაც საქმეს პროფესიონალი ასრულებს.

კომფორტის შემქმნელ სხვა გარემოებებს შორის ისიც არის რომ თქვენი კომპანიის საქმიანობისა და ბიზნეს პროცესების ბუღალტრული აღრიცხვა, საქართველოს შესაბამის (მათ შორის საგადასახადო) კანონმდბელობასთან სრულ თანხვედრაში მიმდინარეობს, რაც საგადასახადი რისკს პრაქტიკულად გამორიცხავს.

The post რატომ გჭირდებათ აუთსორს ბუღალტრული მომსახურება? appeared first on ფინანსური აუდიტი და საგადასახადო მომსახურება.

რა მნიშვნელობა აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს?
რა მნიშვნელობა აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს?

ლევან პაპიაშვილი – აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯია“, მმართველი პარტნიორი BM.GE-ს ეთერში

The post რა მნიშვნელობა აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს? appeared first on ფინანსური აუდიტი და საგადასახადო მომსახურება.