შექმენი შენი პროფესიული კარიერა ჩვენთან ერთად
იხილეთ აქტიური ვაკანსიები
სტაჟიორი - ბუღალტრული აღრიცხვის და რეპორტინგის დეტარტამენტში
გამოცხადების თარიღი
06/04/2023
საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის KRESTON GLOBAL- ის წევრი ფირმა საქართველოში Kreston
Georgia აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვის და რეპორტინგის დეპარტამენტში
სტაჟიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის მიმართულებით (ასევე განიხილება ამავე სფეროში დამამთავრებელი კურსის სტუდენტების რეზიუმე)
- ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი;
- ინგლისური ან რუსული ენა – სასაუბრო დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
- პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მოტივირებულობა.
სტაჟირების პირობები: გთავაზობთ 3 თვიან სტაჟირებას ბუღალტრული აღრიცხვის და რეპორტინგის
დეპარტამენტში, ასევე პროფესიული გადამზადების პროგრამებს (სალექციო კურსი საქართველოს
საგადასახადო კანონმდებლობაში და მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებში).
სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება კადრის დასაქმება ბუღალტრის თანაშემწის
პოზიციაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@kreston.ge ელფოსტის სათაურის
ველში მიუთითეთ „სტაჟიორი ბუღალტრული აღრიცხვის და რეპორტინგის დეპარტამენტში“.
აუდიტის მენეჯერი
გამოცხადების თარიღი
09/03/2022
საერთაშორისო ბრიტანული აუდიტორული კომპანიების ქსელის Kreston Global-ის წარმომადგენელი და წევრი საქართველოში Kreston Georgia აცხადებს ვაკანსიას აუდიტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შესაბამისი/საჭირო საკითხების დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დელეგირების გზით კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დამოუკიდებლად ჩატარება;
- შედარებით მარტივი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროექტების დამოუკიდებლად ჩატარება;
- საჭიროების შემთხვევაში მთავარი სამუშაო ფაილის აწყობა და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება;
- პროექტის დადოკუმენტირების პროცესის ხელმძღვანელობა, შესაბამისი პასუხისმგებლოის აღების პირობებში;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა/მათთვის ადეკვატური დავალებების გადანაწილება/სწავლება, იმგვარად რომ პროექტი შეთანხმებულ დროში დასრულდეს;
- კომპანიის სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის რიგი ახალი პოლიტიკების შემუშავებაში ჩართულობა.
- შესაბამისი გარემოებიდან/გარიგებიდან გამომდინარე რისკის შეფასება და შესაბამისი საპასუხო პროცედურების განსაზღვრა. ამ პროცედურების თაობაზე აუდიტის გუნდების წევრების ინფორმირება.
- ერთდროულად რამდენიმე გარიგებისა და გარიგების გუნდის მართვა/ხელმძღვანელობა; გარიგების დასრულებისას ეტაპზე, თანამშრომლებისთვის აუდიტის შესაბამისი შედეგებისა და მათი ანალიზის ამსახველი ანგარიშის მომზადება.
- უფროსი აუდიტორების ცოდნის დონის, უნარებისა და შესაძლებლობების გაგება და მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს (შესაბამისი პროცესის) მონიტორინგი, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო შედეგების მიმოხილვა/ანალიზი, ასევე მათი სამუშაო ეფექტურობის, მოსწრების, პროდუქტიულობის, ხარისხის შესახებ ანგარიშის მომზადება და ზემდგომისთვის (პარტნიორი, დირექტორი) წარდგენა.
- გარიგების ჯგუფში შემავალი უფროსი აუდიტორების და აუდიტორის ასისტენტების ხელმძღვანელობა/ზედამხედველობა; საველე სამუშაოების ზედამხედველის და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობების, მონიტორინგის განხორციელებისა და შესაბამისი პირების პროდუქტიულობის, ასევე თითოეულ გარიგებასთან/დავალებასთან მიმართებაში სამუშაო გეგმის/გრაფიკის დაცვის შესახებ, ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო სამუშაოების შეასრულება.
- მიმდინარე წლის აუდიტორულ გარიგებაზე შესაბამისი გავლენის მოცულობის სათანადოდ შეფასების უზრუნველსაყოფად, დამკვეთის ბიზნესში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება, დამკვეთთან შესაბამისი პერიოდის განმავლობაში მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის შენარჩუნება.
- კომპანიის სხვა წევრების განვითარება ტრენინგების ჩატარების, კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული განათლების ხელშეწყობის გზით, კარიერული განვითარების საკითხებზე ან/და ფირმის სხვა ინიციატივებში მონაწილეობის შესახებ, კომპანიის სხვა წევრებისათვის კონსულტაციების გაწევის გზით.
- პროექტის მომგებიანობის მართვა.
- უახლესი ცვლილებების საქმის კურსში ყოფნა, რამეთუ ისინი გავლენას ახდენენ ფასს-ზე და კომპანიის სტანდარტებსა თუ პოლიტიკებზე.
- გაწეული მომსახურების შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISA, IFRS), ფირმის პოლიტიკებთან და ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ან უფროსი აუდიტორის პოზიციაზე ( Senior 3-ის შესაბამისი) 2 წლიანი გამოცდილება.
- ACCA-ის დასრულებული პირველი და მეორე მოდულები. მესამე დონეზე სავალდებულოა P7-ის ჩაბარება.
- Excel-ის ცოდნის მაღალი დონე.
- ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე.
საჭირო უნარები:
- ფინანსური ანგარიშგების და ასევე აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში შესაბამისი საკითხის მოძიების უნარი;
- კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ერთდროულად რამდენიმე საქმეზე მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის მენეჯმენტის უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- მრავალფეროვან და საინტერესო სამუშაოს
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@kreston.ge ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ „აუდიტის მენეჯერი“
მთავარი საგადასახადო აუდიტორი
გამოცხადების თარიღი
09/03/2022
საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის KRESTON GLOBAL-ის წევრი კომპანია საქართველოში, Kreston Georgia აცხადებს ვაკანსიას მთავარი საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საგადასახადო აუდიტის პროექტის დაგეგმვა, რისკების იდენტიფიცირება, შემოწმების პროცესების ეფექტურად მართვა და პროექტის დასრულება წინასწარ განსაზღვრული ვადების შესაბამისად;
- გუნდის წევრებისათვის შესასრულებელი სამუშაოების დელეგირება და შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი, მათი კოორდინირება და ქოუჩინგი;
- აუდიტის ანგარიშის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
- ახალ და არსებულ კლიენტებთან ძლიერი პროფესიული ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
- საგადასახადო დავების პროექტებში ჩართულობა და საჩივრის მომზადება.
- საგადასახადო კონსულტაციების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უფროსი/სენიორ საგადასახადო აუდიტორის ან მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე;
- საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა, მ.შ. ბოლო დროინდელი ცვლილებების თანმიმდევრული ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- ACCA-ის ჩაბარებული მოდულები ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას);
- საბუღალტრო პროგრამების საბაზისო ცოდნა (მნიშვნელოვანია Oris-ის ცოდნა);
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე არის სავალდებულო, რუსული ენის ცოდნა ჩაითვალოს უპირატესობად.
საჭირო უნარები:
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- გუნდში მუშაობის და გუნდის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი;
- ორგანიზებულობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- თავდაჯერებულობა და მეგობრულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- მრავალფეროვან და საინტერესო სამუშაოს
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე 25 მარტის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: Vacancy@kreston.ge ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ „მთავარი საგადასახადო აუდიტორი“.