ფინანსური აუდიტი
მარწმუნებელი მომსახურება
ასეთი ტიპის მომსახურება წარმოადგენს დამოუკიდებელ პროფესიულ მომსახურებას, რომლის მიმწოდებლებიც პროფესიონალი აუდიტორები ან აუდიტორული ფირმები არიან. ასეთი მომსახურების მიზანია ინფორმაციის ხარისხის იმგვარი გაუმჯობესება რომ გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის სანდო იყოს და მათ შეძლონ მიწოდებულზე ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი (მათ შორის ეკონომიკური) გადაწყვეტილებების მიღება. ბიზნესსა და დაინტერესბულ პირებს შორის ეფექტური ურთიერთობა მათ შორის დამყარებულია სწორედ რომ ნდობაზე.
მარმწუნებელი მომსახურება გულისხმობს პროფესიონალი აუდიტორის მიერ დასკვნის გამოტანას იმ მიზნით რომ დაინტერესბული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის სანდოობის ხარისხი აამაღლოს, იმ შემთხვევებში როდესაც დაინტერესებული პირი განსხვავდება წარმოდგენილ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირისგან.
დამოუკიდებლობა აუდიტის და აუდიტორული ფირმების და მათი რისკები
მარწმუნებელი მომსახურების გაწევისას აუდიტორული ფირმა დამოუკიდებელი უნდა იყოს,. დამოუკიდებლობის საფრთხეების სახეობებია:
- პირადი ანგარების საფრთხე - წარმოიშვება როდესაც აუდიტორის ქმედება გამოწვეულია საკუთარი ფინანსური, ემოციური ინტერესების დაკმაყოფილების მოტივით.
- თავდაჯერებულობის საფრთხე - წარმოიშვება როდესაც აუდიტორს უწევს შეამოწმოს თავის მიერ ჩატარებული სამუშაო ან სამუშაოს ნაწილი.
- არალეგალური დაცვის საფრთხე - წარმოიშვება როდესაც აუდიტორი წარმოგვიდგება როგორც კლიენტის ინტერესების დამცველი ან კლიენტის ინტერესების საპირისპირო პოზიციის დამცველი პირი და არა როგორც დამოუკიდებელი პროფესიონალი.
- ფამილიარული ურთიერთობების საფრთხე - წარმოიშვება როდესაც აუდიტორზე ზემოქმედებენ კლიენტთან ახლო ურთიერთობებით განპირობებული რისკები და გარემოებები.
- შანტაჟის საფრთხე - წარმოიშვება როდესაც აუდიტორი კლიენტის ან სხვა დაინტერესებული პირის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება ან თავს ზეწოლის ქვეშ მყოფად მიიჩნევს.
მარწმუნებელი მომსახურების სახეობებია
გარე აუდიტი - ასეთი გარიგების დროს, აუდიტორული ფირმა ამოწმებს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას, განსაზღვრავს ფინანსური ანგარიშგების მომზადების მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელსაც შემდომ იყენებს როგორც კრიტერიუმს ფინანსური ანგარიშგების ანალიზისთვის. აღნიშნული პროცესი ძირითადად მოიცავს, საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების მოპოვებას. ასეთი გარიგების შედეგი არის აუდიტორის მიერ მომზადებული ანგარიში, სადაც მოცემულია აუდიტორის მოსაზრება ფინასურ ანგარიშგებაზე და ის გზა რომლითიც მან ამ მოსაზრებამდე მისვლა შეძლო.
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები
გარე აუდიტორის მოსაზრება წარმოდგენილი პოზიტიური ფორმით, წარმოდგენს დასკვნას იმის შესახებ რომ ფინანსური ანგარიშგება თავისუფალია არსებითი შეცდომებისგან და მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. გარე აუდიტორის მოსაზრება გულისხმობს გონივრული რწმუნების მოპოვებას, ამისთვის კი საჭიროა ყოვლისმომცველი, დეტალური ტესტირებების და სხვა შესაბამისი პროცედურებების ჩატარება რათა აუდიტორმა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების მოპოვება შეძლოს.
მსოფლიოს მრავალ იურისდიქციაში, ისევე როგორც საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში გარე აუდიტის ჩატარება სავალდებულოა გარკვეული კატეგორიის კომპანიებისთვის.
კომპანიის ზომითი კატეგორია
იმისთვის რომ აუდიტის ჩატარების კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება დადგინდეს, უნდა განხორციელდეს კომპანიის ზომითი კატეგორიის განსაზღვრა. ზომითი კატეგორიის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება კომპანიის აქტივების ჯამური ოდენობა, კომპანიის შემოსავლები და თანამშრომელთა რაოდენობა შესაბამის პერიოდთან მიმართებით. ასეთვე, ჩამოთვლილი მაჩვენებლების დინამიკა წლების მანძილზე.
შეზღუდული რწმუნების გარიგება
ასეთი გარიგება გარე აუდიტის გარიგებას იმ თვალსაზრისით გავს რომ აუდიტორი აქაც საკმარის მტკიცებულებებს მოიპოვებს მოსაზრების გამოხატვის მიზნით.
მოსაზრება, შეზღუდული რწმუნების დროს, წარმოდგენილია ნეგატიური ფორმით, სადაც აუდიტორი გამოხატავს მოსაზრებას რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მისი ყურადღება არ მიუპყრია ისეთ გარემოებას რომელიც მას ფინანსურ ანგარიშგებაში არსებითი უზუსტობის არსებობაზე მიანიშნებდა.
შეზღუდული რწმუნების გარიგება უზრუნველყოფს დაბალ რწმუნებას დაინტერესებული პირებისათვის.
დაინტერესებული პირები
დაინტერესებული პირები შესაბამისი სუბიექტის გარეთ და შიგნით არსებულ პირებად შესაძლოა დაიყონ:
გარე დაინტერესებული პირები
- კომპანიის გარე აქციონერები,
- სახელმწიფო ორგანოები,
- მომწოდებლები,
- ბანკები,
- პოტენციური ინვესტორები და ა.შ .
ხშირ შემთხვევაში გარე, დაინტერესბულ პირებს სურთ საქმის კურსში იმყოფებოდნენ კომპანიის შედეგებთან მიმართებაში, რათა დარწმუნდნენ რომ კომპანია მათ მოლოდინებს ამართლებს. ბანკებს და პოტენციურს ინვესტორებს სურთ ქონდეთ ინფორმაცია კომპანიის წინაშე არსებული რისკების შესახებ ასევე იმ ღონისძიებების შეასხებ რომელთა გატარებასაც კომპანიები ახდენენ, ასეთი რისკების შემცირების მიზნით.
შიდა დაინტერესებული პირები
- კომპანიის მენეჯერები,
- მფლობელები,
- დასაქმებული პირები.
მარწმუნებელი მომსახურებების გარდა, სხვა გარიგებები მოიცავს ისეთ მომსახურებებს როგორებიცაა:
- შეთანხმებული პროცედურები,
- ფინანსური ანგარიშგების კომპილაცია,
- კონსულტაციები.
მარწმუნებელი მომსახურების ელემენტებია
- სამმხრივი ურთიერთობა - აუდიტორი, დაინტერესბული პირი, ფინანსურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი
- შესაბამისი განსახილველი საკითხი
- შესაბამისი კრიტერიუმები
- საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები
- აუდიტორის დასკვნა გონივრული ან შეზღუდული რწმუნებისათვის.
შიდა კონტროლების მიმოხილვა
მარწმუნებელი მომსახურების მსვლელობისას, აუდიტორები ხშირად მიმოიხილავენ კომპანიის შიდა კონტროლის სისტემებს და გამოვლენილ ნაკლოვანებებს გარიგების დასასრულს კომპანიის მენეჯმენტს აცნობებენ.
შიდა კონტროლის სისტემების გამართული მუშაობა, არსებითი უზუსტობებისაგან თავისუფასუფალი ფინანსური ანგარიშგების მომზადების საშუალებაა.
მარწმუნებელი მომსახურების უპირატესობები შესაძლოა შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს
- მარწმუნებელი მომსახურება ზრდის მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობას, თუ ინფორმაციასთან მიმართებით შესახებ დამოუკიდებელი პროფესიონალის მოსაზრებაა გამოცემული.
- პროცედურები, რომლებიც მარწმუნებელი მომსახურების დროს ტარდება, ხელს უწყობს ისეთი საკითხების აღმოჩენას, რომლებიც მანამდე უცნობი იყო მართვის უფლებით აღჭურვილი პირებისთვის.
- აუდიტორების და მენეჯმენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ხშირად კომპანიაში პროცესები იხვეწება. თუმცა, ამასთანავე აუცილებელია აუდიტორის და მენეჯერის როლის მკაფიო გამიჯვნა.
- მაწრმუნებელი მომსახურება, ეხმარება მართვის უფლებით აღჭურვილ პირებს თავიანთი სამუშაოს გაუმჯობესებაში და ხარისხის ამაღლებაში.
მარმწუნებელი მომსახურების ნაკლოვანებებად შესაძლოა განიხილებოდეს შემდეგი ფაქტორები
- მარწმუნებელ მომსახურებას არ შეუძლია უზრუნველჰყოს აბსოლუტური რწმუნება იმისა რომ განსახილველი საგანი აბსოლიტურად თავისუფალია შეცდომისაგან.
- აუდიტი ხშირად მომხმარებლების ფართო სპექტრისთვის ხორციელდება, რაც კონკრეტული დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის სარგებლიანობის ხარისხს შესაძლოა ზღუდავდეს.
დასკვნა ფინანსური აუდიტის და მარწმუნებელ მომსახურებაზე
აუდიტი და სხვა მარწმუნებელი მომსახურება ხშირად მოითხოვება ქვეყნის კანონმდებლობით, თუმცა მისი სასიკეთო მხარეები მავალმხრივია. ბევრ კომპანიას შეუძლია ამით ისარგებლოს და გააუმჯობესოს მენეჯმენტის ეფექტურად მუშაობა, ფინანსური რეპორტინგის ფუნქცია და ა.შ.
შეავსე კითხვარი
გაიგე რა ღირს ფინანსური აუდიტი შენი კომპანიისთვის