შეთანხმებული პროცედურები და დაკავშირებული მომსახურება
ფაქტობრივი მიგნებების ამსახველი ანგარიში
შეთანხმებული პროცედურები ფაქტობრივი მიგნებების ამსახველი ანგარიშის მომზადებას გულისხმობს რომელიც პროფესიონალი ბუღალტრის მიერ არის შესრულებული. შეთანხმებული პროცედურების ამსახველი გარიგება შესაძლოა მრავალნაირი იყოს და იგი დამკვეთის შესაბამისი საჭიროებიდან გამომდინარეობს.
შეთანხმებული პროცედურები და დაკავშირებული მომსახურება ძირითადად აქტუალურია საშუალო და მცირე ზომის, აუდიტის ჩატარების ვალდებულებისგან გათავისუფლებული კომპანიებისთვის.
დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი
მარეგულირებელი ორგანოები, დამფინანსებელი სუბიექტები და კრედიტორები, შეთანხმებულ პროცედურებს სხვადასხვა მიზეზის გამო იყენებენ.
შეთანხმებული პროცედურები არ წარმოადგენს აუდიტს ან სხვა მარწმუნებელ მომსახურებას და არ გულისხმობს მოსაზრების გამოხატვას. ის წლის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება ჩატარდეს და პროცედურების ჩატარების დრო არ რეგულირდება დასარეგულირებელ შეთანხმებაში მონაწილე მხარეებისგან განსხვავებული პირების მიერ. შეთანხმებული პროცედურების ჩატარების არსი იმაში მდგომარეობს რომ აუდიტორმა აუდიტის ტიპის პროცედურები შეასრულოს, რომლებიც წინასწარ არის შეთანხმებული დამკვეთს, აუდიტორულ ფირმასა და შესაბამის დაინტერესებულ მესამე მხარეს შორის.
ამ დროს აუდიტორი გამოსცემს ანგარიშს რომელშიც მხოლოდ მის მიერ აღმოჩენილი მიგნებებია ასახული. ამ დროს აუდიტორი არ გამოთქვამს მოსაზრებას, აუდიტის გარიგებისგან განსხვავებით და ასეთი დროს მის მიერ მომზადებული ანგარიში არ არის მარწმუნებელი ხასიათის და დამკვეთს თავად გამოაქვს დასკვნა აუდიტორის მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ მიგნებებზე დაყრდნობით.
შეთანხმებული პროცედურების შედეგად მომზადებული ფინანსური ანგარიში
ასეთი ტიპის ანგარიშები გამიზნულია მხოლოდ იმ მხარეებისთვის, რომლებიც შეთანხმდნენ მასზე და არა სხვა რომელიმე მხარისთვის, ვინაიდან არსებობს ანგარიშში ასახული შედეგების არასწორი ინტერპრეტირების რისკი. შეთანხმებული პროცედურების დროს განსახორციელებელი ტესტები ცხადი და ნათელი უნდა იყოს შეთანხმებაში მონაწილე მხარეებისთვის. მათ შორის უნდა მოხდეს დაგეგმილი პროცედურების დეტალური განხილვა იმისათვის რომ, გამოვლენილი შედეგები მაქსიმალურად ემსახურებოდეს კლიენტის ინტერესის დაკმაყოფილებას.
შეთანხმებული პროცედურების უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ, მისი ჩამტარებელი პროფესიონალი ობიექტური და კვალიფიციური პრაქტიკოსია, თუმცა ამასთანავე საჭიროა რომ დამკვეთსაც გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა ბიზნესის შესახებ რომ შეძლოს განსაზღვროს ჩასატარებელი სამუშაოების შინაარსი და მოცულობა. მან ასევე უნდა შეძლოს, პროფესიონალის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგების გაანალიზება და ინტერპრეტაცია.
შეთანხმებული პროცედურების ეფექტურობა
შეთანხმებული პროცედურები ეფექტური ინსტრუმენტია, როდესაც დამკვეთს მის მიერ ან შესაბამის ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მომზადებულ ინფორმაციასთან ან სამომავლო გეგმების სისწორესთან და გონივრულობასთან მიმართებით გარკვეული ტიპის მხარდაჭერის მიღება სურს. ასეთ დროს აუდიტის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი, რადგან ასეთ დროს როგორც წესი არ არის შესაძლებელი იმ მოცულობის სამუშაოს ჩატარება რომელიც პრაქტიკოსს სამომავლო გეგმებზე გონივრული რწმუნების შემცველი მოსაზრების გამოხატვის საშუალებას მისცემდა. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში, შეთანხმებული პროცედურები როგორ მომსახურების სახეობა მაქსიმალურად შესაფერის მომსახურების სახეობას წარმოადგენს რომელიც გაწეული იქნება იმ დაშვებების გადამოწმების გზით რომლებზე დაყრდნობითაც სამომავლო გეგმები იქნა შემუშავებული.
მოითხოვე შეხვედრა
ხარისხიანი აუდიტორული და ფინანსური მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით