დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ რეგისტრაციის გაუქმება ასეთი უფლების წარმოშობისთანავე იქნება შესაძლებელი
ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად საგადასახადო შემოწმებისას დღგ-ს სავალდებულო წესით გადასახადის გადამხდელების რეგისტრაციის შემთხვვევაში , ამავე შემოწმების პერიოდში დღგ-ს რეგისტრაციის გაუქმების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, დღგ-ს რეგისტრაციის გაუქმება შეესაძლებელი იქნება ასეთი უფლების წარმოშობის მომენტში გადასახადის გადამხდელის შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში.
როგორც ცნობილია მოქმედი კანონის მიხედვით დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვება მ.შ. მაშინ თუ- ფიქსირდება 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვების 100 000 ლარზე გადამეტება. შემოსავლების სამსახურის ძველი მიდგომით თუ საგადასახადო შემოწმების დროს მოხდებოდა ბრუნვების 100 000-ზე გადამეტება ხდებოდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია სავალდებულო წესით და ამავე შემოწმების პერიოდშივე არ ხდებოდა დღგ-ს რეგისტრაციის გაუქმება თუნდაც ასეთი რეგისტრაციის შემდგომ რომელიმე 12 თვის განმავლობაში ბრუნვების 100 000 ლარს ქვემოთ ჩამოცილება დაფიქსირებულიყო.
ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანების 47 მუხლში შესული ცვლილების შედეგად, ბრძანებაში პირდაპირ ჩაიწერა რომ თუ საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს წარმოეშვება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება (ბრუნვებმა გადაააჭარბა 100 000 ლარს) და აღნიშნულის შემდგომ წარმოიშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლება (ბრუნვები ჩამოსცდა 100 000 ლარს), საგადასახადო შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიმართოს პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით რის შემდგომაც გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში დღგ-ს რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.
აღნიშნული ნიშნავს იმას რომ თუ ძველი კანონის მიხედვით პირობითად 2021 იანვრიდან 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდის შემოწმებისას, მაგალითისთვის 2022 მაისის თვეში მოხდებოდა სავალდებულო რეგისრაციის ვალდებულების წარმოშობა (ბრუნვების გადასცდა 100 000 ლარს), შემოსავლების სამსახური გადამხდელს დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო წესით დაარეგისტრირებდა 2022 წლის მაისის თვის შესაბამისი თარიღიდან და არ მოახდენდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას თუნდაც საგადასახადო შემოწმების პერიოდის ბოლომდე (2024-ის ნოემბერი,) მაგალითისთვის 2023 წლის მაისის თვეში დასრულებული ბოლო 12 კალენდარული თვის პერიოდში დღგ-ს დასაბეგრი ოპერაციების ჯამი ჩამოსცდენოდა 100 000 ლარს.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით ზემოთ აღნიშნულ მაგალითზე დაყრდნობით თუ პირობითად 2022 წლის მაისის თვეში მოხდება გადასახადის გადამხდელის სავალდებულო წესით რეგისტრაცია, ხოლო საგადასახდო შემოწმების პერიოდის დასრულებამდე ანუ 2024 წლის ნოემბრამდე რომელიმე თვეში მაგალითისთვის 2024 წლის მარტის თვეში დაფიქსირდება ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ს დასაბეგრი ოპერაციების 100 000 ლარზე ნაკლები ბრუნვები – შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მიმართოს პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით და გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში მოხდება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება საგადასახადო შემოწმების პერიოდის დასრულებამდე ანუ 2024 წლის მარტიდან, რაც ნიშნავს იმას რომ თუ მოხდება რეგისტრაციაზე დაგვიანება მაგრამ აღნიშნულის შემდგომ ბრუნვები 12 თვიან პერიოდში 100 000 ლარს ჩამოსცდება შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნება გადასახადის გადამხდელი მოხსნას დღგ-ს რეგისტრაციიდან, რაც ასეთ გადამხდელებს შესაძლებლობას მისცემს დღგ-ს რეგისრაციაზე დაგვიანების მიუხედავად გაცილებით უფრო ნაკლები დღგ-ს თანხა, ჯარიმები და საურავის თანხები გადაიხადონ.
აღნიშნული ცვლილება 2024 წლის თებერვლიდან ამოქმედება, შესაბამისად აღნიშნული პერიოდის შემდგომ იმ გადამხდელებს ვისაც დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციაზე დაგვიანება დაუფიქსირდებათ შეეძლებათ ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით და შემოწმების პერიოდშივე მოსთხოვონ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება თუ შემოწმების პერიოდის ბოლომდე რომელიმე 12 თვის განმავლობაში ბრუნვები 100 000 ლარს ჩამოსცდება.