რას ისწავლი Kreston Georgia Academy-ში – ფინანსური აკადემია
ბუღალტრული აღრიცხვა წარმოადგენს ენას, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში არსებულ ბიზნესში ერთნაირად ითარგმნება. იქედან გამომდინარე, რომ ფინანსები ნებისმიერი ტიპის ბიზნესის ერთ-ერთი საფუძველია თანამედროვე დროის ბუღალტრები არამხოლოდ ბუღალტრულ ანაგარიშგებასა და ფინანსებზე არიან პასუხისმგებელნი, არამედ მიიჩნევა რომ ისინი თავისუფლად უძღვებიან სხვა მნიშვნელოვან როლებსაც ბიზნესში და შედეგად, ხელს უწყობენ კომპანიის რესურსების უფრო ეფექტურ განაწილებას და მართვას. ამასთანავე ბიზნესს ინვესიტციების მოზიდვაშიც ეხმარებიან.
აუდიტი კი, თავის მხრივ, კომპანიის საბუღალტრო სისტემების მთლიანობას, გამართულ, თანმიმდევრულ ფუნქციონირებას და სიზუსტეს განაპირობებს. უფრო ზუსტად, აუდიტი, როგორც ბიზნესებს, ასევე საჯარო, არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციებს, საბუღალტრო საქმიანობისას გაპარული შეცდომების აღმოჩენასა და აღმოფხვრაში ეხმარება, რაც ორგანიზაციის სწრაფი ზრდის და შეუფერხებელი მუშაობისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.
ორგანიზაციის ზრდა კი მუდმივად ცვალებად და განვითარებად ბიზნესგარემოში ხდება, რასაც აუცილებელია ფეხი ჩვენც ავუწყოთ. ამისათვის კი, საჭიროა, საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ, რაც, რა თქმა უნდა, ძველი ცოდნის დახვეწასა და ახლის შეძენაში გამოიხატება.
სწორედ ამიტომ, Kreston Georgia Academy პროფესიული ზრდისთვის საჭირო ტრენინგებსა და ვებინარებს თანამედროვე მეთოდების აქტიური გამოყენებით გთავაზობთ, რაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ტრენერების ჩართულობით ინტერაქციულ და ქეისებზე დაფუძნებულ სწრავლების მეთოდს გულისხმობს. ამ გზით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ საკითხების თეორიული მხარე პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით შეისწვალოთ და გააანალიზოთ. ტრენინგები ხელმისაწვდომია როგორც ფინანსური, საბუღალტრო და საგადასახადო მიმართულებით.
რაც მთავარია, Kreston Georgia Academy უზრუნველყოფს რეგიონსა თუ მსოფლიოში ფინანსების და გადასახადების სფეროში არსებული ისეთი ფუდნამენტური სიახლეების წარდგენას და გაცნობას, რაც თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე პირდაპირ აისახება.
Kreston Georgia Academy-ს კურსები
Kreston Georgia Academy-ს კურსები მაქსიმალურად არის მორგებული პროფესიონალებზე, რომელთაც ცოტა დრო აქვთ და სურთ, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ცოდნა ამ დროში მაქსიმალურად აითვისონ. ამიტომაც, ტრენინგების უმეტესობა მოკლევადიანი, თუმცა ძალიან ინფორმატიულია და რამდენიმე შეხვედრას (ვებინარს) ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, არსებული კურსების ჩამონათვალი მოცემულია ქვემოთ:
- საქართველოს საგადახდო კოდექსის სრული კურსი
საქართველოს საგადახდო კოდექსი საკმაოდ დიდი და მრავლისმომცველი დოკუმენტია, ამასთანავე ძალიან მნიშნველოვანია რომ წარმატებული საქმიანობის განხორციელებისთვის, კარგად გვესმოდეს მისი მუშაობის პრინციპები და მოთხოვნები. საგადასახდო კოდექსის სრული კურსი განკუთვნილია არა მხოლოდ პრაქტიკოსი ბუღალტრებისთვის, ფინანსური მენეჯერებისა და აუდიტორებისთვის, არამედ იურისტებისთვის, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისა თუ უბრალოდ დაინტერესებული პირებისთვის. იქიდან გამომდინარე რომ კურსი საქართველოს საგადახდო კანონმდებლობაზე სრულყოფილი წარმოდგენის შექმნას ემსახურება, კურსის მიმდინარეობისას:
– გამოყენებყლია ინტერაქციული სწავლის მეთოდი;
– განიხილება სხვადასხვა პრაქტიკული ამოცანა და ქეისი;
– ისწავლება საგადახდო რისკის მატარებელ, ასევე ბუნდოვან და ორაზროვან ჩანაწერებთან დაკავშირებული პრაქტიული მიდგომები.
იმისათვის, რომ კურსის მსმენელები მაქსიმალური მზადყოფნით შეხვდნენ სემინარებს, მათ სასწავლო მასალები, ამონაცებისა და სასწავლო საკითხების ელექტრონული კრებული, ასევე საქართველოს საგადახდო კოდექსის ეგზემპლარი ბეჭდური ფორმით გადაეცემათ. რაც მთავარია, თითოეულ დამსწრეს ყოველი შეხვედრის ბოლოს, შესაბამისი ლექციის ვიდეოჩანაწერი გაეგზავნება, რაც მაქსიმალურად აადვილებს სწავლის პროცესს და მიღებული ინფორმაციის მაქსიმალური დეტალიზაციით დამუშავების საშუალებას იძლევა.
- მოგების და საშემოსავლო გადასახადები
მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მოკლევადიანი ტრენინგი თემატური ამოცანების გარჩევას, მათ გავლას და შემდგომ შესაბამისი გადასახადების დეკლარაციების შევსებას გულისხმობს – პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგი სრულყოფილად მოიცავს გადახდის წყაროსთან დაკავშირებულ ცნებებს:
– საშემოსავლოსა და მოგების გადასახადის გამოანგარიშებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
– დეკლარირების პრაქტიკულ და მაღალი საგადახდო რისკების შემცველ საკითხებს;
ტრენინგის მსვლელობისას, გაეცნობით Kreston Georgia-ს გამოცდილებას, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში აღიშნულ გადასახადებთან მიმართებით წამოშობილ სადაო საკითხებს უკავშირდება. ისევე როგორც საგადახდო კოდექსის სრული კურსის მსვლელობისას, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებით ტრენინგის დროსაც, უზრუნველყოფილია ლექციების ვიდეოჩანაწერების წარმოება და დამსწრეთათვის მიწოდება. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
- მოგების გადასახადის (ესტონური მოდელი) პრაქტიკული კურსი
2017 წლიდან, საქართველო ე.წ. „ესტონურ მოდელზე“ გადავიდა, რომლის მიზანიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, უმუშევრობის შემცირება, ბიზნესის გაფართოება და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა იყო. მათთვის, ვისაც ესტონური მოდელში საფუძვლიანად გარკვევა სურს, Kreston Georgia Academy-ს მოკლევადიანი კურსი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს კურსი მოიცავს:
– მოგების გადასახადის ყველა დაბეგვრის ობიექტისა და დასაბეგრი ოპერაციების მიმოხილვას;
– იმ გამონაკლისი შემთხვევების მიმოხილვას, რომლებიც არ წარმოადგენენ დასაბეგრ ოპერაციას;
– 2008-2016 წლების მოგების განაწილებისას გადასახადის ჩათვლის პრაქტიკულ ასპექტებს;
– გადასახადისგან განთავისუფლების საკითხებს;
– ვრცელი პრაქტიკული ამოცანის განხილვას, შესაბამისი დეკლარაციის შევსების ჩათვლით.
ლექციები ინტერაქციულ მოდუსში წარიმართება და ტრენინგის დასრულების შემდეგ, პრაქტიკული თემების შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდება, რათა მონაწილეებმა უფრო მკაფიო და ნათელი სურათის დანახვა შეძლონ.
- დღგ–ით დაბეგვრის პრაქტიკული კურსი
დამატებითი ღირებულების გადასახადი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური არაპირდაპირი გადასახადია, რომელთანაც შეხება, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ხშირად გვიწევს, ამიტომაც მნიშვნელოვანია მუდმივად თვალი ვადევნოთ კანონმდებლბაში შემავალ შესაბამის მიმდინარე ცვლილებებსა და განახლებებს.
დღგ-ით დაბეგვრის პრაქტიკული კურსის მიზანია პროფესიონალებსა და ამ საკითხით უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს ახალი რეგულაციების შესახებ სრულყოფილი წარმოდგება შეუქმნას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც დღგ-ს გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე საბაზისო ცოდნა უკვე გააჩნია. ტრენინგების ფარგლებში მიღებული ახალი ცოდნა და გამოცდილება კი დაგეხმარებათ მიიღოთ ეფექტური და ოპტიმალური ყოველდღიური გადაწყვეტილებები.
ზემოთ ჩამოთვლილ კურსებს: ACCA-ს, პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის და სხვა სასწავლო დაწესებულებლების ლექტორი საგადასახადო კანონმდებლობაში, საეთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის წევრი აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი და პრაქტიკოსი აუდიტორი – დავით პაპიაშვილი გაუძღვება. თითოული კურსის დასრულების შემდეგ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
- IFRS for SME’s – მსს ფასს სტანდარტის პრაქტიკული კურსი
მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა დააკმაყოფილონ და ფეხი აუწყონ საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, მცირე და საშუალო ზომის კომპანიები წარმატებით უწევენ კონკურენციას ბაზარზე არსებულ დიდ ბინესებსაც კი. სწორედ ამიტომ, Kreston Georgia Academy დაინტერესებულ პირებს მსს ფასს სტანდარტების პრაქტიკულ კურსს სთავაზობს, რომლის დახმარებითაც მცირე და საშუალო ბიზნესის (SME-ს) წარმომადგენლები შეძლებენ:
– მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას;
– აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას;
– ფინანსური ანგარიშგების შედგენას.
რაც მთავარია, ტრენინგები ინტერაქციული ხასიათისაა, რაც ნიშნავს, რომ მონაწილეებს საშუალება ექნებათ ისეთ კითხვებზე მიიღონ პასუხები, რომლებიც პრაქტიკაში დაუგროვდათ. ამ გზით, ტრენინგზე მიღებული ახალ ცოდნის წყალობით, მსმენელები მარტივად გადაჭრიან ყოვედლღიურ პროფესიულ საქმიანობაში წამოჭრილ სირთულეებსაც.
- მეოთხე ზომითი კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების შედგენა
მათთვის კი, ვინც მეოთხე ზომითი კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების შედგენით არის დაინტერესებული, Kreston Georgia Academy შესაბამის ონლაინ სემინარს გთავაზობთ, რომელიც მოიცავს:
– ანგარიშგების სტანდარტით აღრიცხვის წარმოება;
– ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი შემცირებული რაოდენობის უწყისების და ახსნა-განმარტებითი შენიშვნების მომზადება;
– კანონის შესაბამისად პორტალზე ანგარიშგების ატვირთვა და მონაცემების წარდგენა.
მსს ფასს სტანდარტის პრაქტიკული კურსსა (IFRS for SME’s) და მეოთხე ზომითი კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების შედგენის კურსს Kreston Georgia-ს მმართველი დირექტორი, ქალბატონი თამარ ჩხეიძე წარუძღვება.
Kreston Georgia Academy 2010 წელს შეიქმნა და მას შემდეგ, აკადემიის სხვადასხვა კურსი 10 000-ე მეტმა ადამიანმა გაიარა. ტრენინგების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებულები, ხშირად საქმდებიან თავად Kreston Georgia-ში ან საშუალება ეძლევათ გაიარონ პრაქტიკა აღნიშნულ კომპანიაში, რაც კარიერული განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.