fbpx
გააზიარე სტატია

ყველაფერი, რაც თქვენს ბიზნესს განვითარებისთვის ჭირდებარას გთავაზობთ Kreston Georgia

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ყველაფერი სწრაფი ტემპით ვითარდება, ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა. თუმცა დარგის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ხშირად ბევრი გაუთვალისწინებელი დეტალი იკვეთება რამაც შესაძლოა კომპანიის შემდგომი ზრდა შეაფერხოს. ამიტომ, გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციის გავლა სანდო მრჩეველთან, რომელიც დაგეხმარებათ და თქვენი ბიზნესის წარმატებას უზრუნველყოფს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

სწორედ ასეთ, ცოდნასა და მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული კომპანია Kreston Georgia. კომპანია საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. დიდი გამოცდილების და Kreston Global-ის, როგორც საერთაშორისო ქსელის მხარდაჭერით, ჩვენი პროფესიონალების გუნდი დამკვეთს ინოვაციური მიდგომებით, კრიტიკული ხედვითა და მასზე მორგებული რჩევებით უზრუნველყოფენ.

ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესში დროული, ხარისხიანი და ეფექტიანი მომსახურების მიღება. ამიტომ Kreston Georgia-ში უმაღლესი პრიორიტეტი მომხმარებლის საჭიროებებს აქვს მინიჭებული და შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ ყურადღებიანები მათ მიმართ. ჩვენი გამოცდილება და ცოდნა ამ სფეროში გვაძლევს შესაძლებლობას, შემოგთავაზოთ ფართო სპექტრის საუკეთესო მომსახურება როგორც საბუღალტრო, საგადასახადო და აუდიტორული, ასევე იურიდიული, საშემფასებლო და ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებით. 

 

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურება

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ფინანსური ინფორმაციის სანდოობის ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს და თქვენი ბიზნესის მიმართ არსებული და პოტენციური პარტნიორების ნდობის ამაღლებაში გეხმარებათ. Kreston Georgia გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებას აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული ფინანსური ანგარიშგების ნაშთების და ელემენტების, ასევე კომპანიის ბიზნეს პროცესების შემოწმების და მათთვის დანერგილი კონტროლების შესწავლის შედეგად აუდიტორის ანგარიშის მომზადებას გულისხმობს. Kreston Georgia-ს მიერ შეთავაზებული სერვისები მოიცავს ასევე კომპილაციურ გარიგებას, რაც კომპანიებს პროფესიონალი ბუღალტრის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მიღების საშუალებას აძლევს. ამასთანავე, შეგიძლიათ  ისარგებლოთ შეთანხმებული პროცედურების და მათთან დაკავშირებული მომსახურებით, რომელიც დამკვეთის კონკრეტულ საჭიროებებზე, ასევე შესაბამისი გარიგების დადების მომენტისათვის არსებულ შესაბამის გარემოებებზეა მორგებული.  

საშემფასებლო მომსახურება

საშემფასებლო მომსახურების საჭიროებას ადამიანის საქმიანობის მრავალი მიმართულება განაპირობებს. მათ შორისაა ქონების შეძენა და რეალიზაცია, საინვესტიციო პროექტების განხორციელება, ქონების დაზღვევა, საბანკო საქმიანობა, ზოგადად ფინანსური სექტორი და ბევრი სხვა. ჩვენი კომპანიის სერტიფიცირებული შემფასებლების გუნდი აღჭურვილია იმ ცოდნით, გამოცდილებით და უნარებით, რაც ხარისხიანი და საიმედო შეფასების შესრულებისთვის არის საჭირო. გარდა ამისა, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ სიღრმისეულ ხედვას იმ პარამეტრებზე რომლებიც შესაბამის შესაფასებელ ღირებულებას განსაზღვრავენ როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზრებზე. ჩვენი პოლიტიკა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები უზრუნველყოფენ, რომ შეფასების დასკვნა ხარისხის უმაღლესი სტანდარტის, ეთიკის ნორმებისა და კონფიდენციალურობის დაცვის პირობებში მომზადდეს. 

Kreston Georgia-ს გუნდი გთავაზობთ უძრავი და მოძრავი ქონების, ბიზნესის, არამატერიალური და ბიოლოგიური აქტივების, ასევე მოთხოვნის და ზარალის შეფასებას. საშემფასებლო მომსახურება რომელსაც ჩვენ დამკვეთებს ვთავაზობთ, სრულად აკმაყოფილებს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (IVSC-) რომლებიც შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ არის შემუშავებული.

იურიდიული მომსახურება

წარმატებული ბიზნესის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი რისკების დროული იდენტიფიცირება, შესაბამის შემთხვევაში უკვე არსებული სამართლებრივი ხარვეზების გამოვლენა და არსებულის აღმოფხვრის თუ პოტენციური რისკების დაზღვევის მიზნით სათანადო პრევენციული ზომების გატარება. Kreston Georgia იურიდიული სერვისების სრულ სპექტრს გთავაზობთ. აღნიშნული მოგცემთ შესაძლებლობას, იურიდიული მიმართულების ყველა სახის სერვისი ერთ სივრცეში მიიღოთ. ჩვენს ექსპერტებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ და ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებში ხარისხსა და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

მომსახურება მოიცავს კორპორაციულ სამართალს, საინვესტიციო და საფინანსო სამართალს, ინტელექტუალური საკუთრების სამართალს და შრომის სამართალს. ეს ითვალისწინებს როგორც კომპანიების მთლიანი იურიდიული პორტფოლიოს მართვას, ასევე საპარტნიორო შეთანხმების მომზადებას, წესდებისა და სადამფუძნებლო შეთანხმების პროექტების შექმნას და ა.. ასევე, გთავაზობთ სრული წარმომადგენლობის განხორციელებას სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგადასახადო დავების იურიდიულ მხარდაჭერას და სხვა იურიდიულ მომსახურებებს.

რაც შეეხება მომსახურების ფორმატს, ის ითვალისწინებს აუთსორს მომსახურებას, ონლაინ კონსულტაციას იურიდიულ საკითხებზე, ნაწილობრივ აუთსორს მომსახურებას და მომსახურებას დამკვეთის ოფისში (ჩვენი ექსპერტის დამკვეთის ოფისში მივლინებას). ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ, თქვენ ოფისში მიიღოთ კომპლექსური იურიდიული მომსახურება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. 

ბიზნეს კონსულტაციების აუთსორსი

ზემოაღნიშნული სერვისების გარდა, Kreston Georgia გთავაზობთ ბიზნეს კონსულტაციებს. Kreston Georgia-ს პროფესიონალებმა ზუსტად იციან თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები, ამიტომ მუდმივად მზად არიან, თქვენი კომპანიისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები შეიმუშაონ. ასეთ დროს ვითვალისწინებთ ბიზნესის ამბიციებს, გამოწვევებსა და რისკებს, რაც გვეხმარება მაქსიმალურად ვუპასუხოთ თქვენს საჭიროებებს. ამ მიზნით ჩვენ მიერ შემოთავაზებული ბიზნეს სერვისები მოიცავს: ბიზნესის სტრატეგიის შემუშავებას; ბიზნეს პროცესების გაწერას; შესაბამისი მიმართულებით რისკების იდენტიფიცირებას, ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავებას ან/და ოპტიმიზაციას; სამუშაოების აღწერის დოკუმენტირებას; ორგანიზაციაში ინფორმაციის ნაკადების მოძრაობის მიმართულებების შემუშავებას; ფინანსური სახსრების მენეჯმენტს; კომპანიის ეფექტურობისა და მომგებიანობის ზრდას; ხარჯების ოპტიმიზაციას; კონსულტაციებს ბიზნესის გაჯანსაღების, აღდგენის და გაფართოების მიმართულებით, ასევე ბევრი სხვა სახის სერვისს. 

ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერი გამოწვევის თუ ამბიციის საპასუხოდ ეფექტური და რელევანტური გადაწყვეტილება შემოგთავაზოთ.

საგადასახადო მომსახურება

ჩვენი გუნდის წევრები ზედმიწევნით კარგად იცნობენ ქვეყნის რეგულაციებს და საგადასახადო გარემოს. გამოწვევის სირთულის მიუხედავად, გვაქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ მომხმარებლებს უმაღლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება გავუწიოთ. ეს მოიცავს როგორც მიმდინარე, ასევე გასული პერიოდების საგადასახადო დეკლარაციების აუდიტს, საგადასახადო კონსულტაციას, დამკვეთის სახელით საგადასახადო დავების წარმოებას და მათ მხარდაჭერას საგადასახადო შემოწმების პროცესში, საერთაშორისო დაბეგვრის და ტრანსფერ ფრაისინგის (სატრანსფერო ფასწარმოქმნის) მომსახურებას, ასევე კომპანიის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის ყოველთვიურ მონიტორინგს.

სერვისი განკუთვნილია ყველა ბიზნეს სექტორის ნებისმიერი კატეგორიის კომპანიებისთვის. კონსულტაციების ფარგლებში გაგაცნობთ განახლებულ  და აქტუალურ ინფორმაციას საგადასახადო რეგულაციების შესახებ. ჩვენი თანამშრომლები თქვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე მოგამარაგებენ ინფორმაციით და რჩევებით, რაც დაგეხმარებათ, კანონმდებლობაში არსებული ყველა ცვლილება ეფექტიანად მოარგოთ თქვენს საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოში, ასევე იმ საზღვარგარეთ მოქმედ კომპანიებს, რომლებსაც სურთ ბიზნეს საქმიანობა საქართველოში განახორციელონ.

ბუღალტრული მომსახურება

ფინანსური თუ სამართლებრივი სირთულეებისა და რისკების თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია, კომპანიას გამართული ჰქონდეს ბუღალტრული აღრიცხვა და მის საფუძველზე შედგენილი დოკუმენტაცია. Kreston Georgia-ის გუნდი ზრუნავს იმაზე, მაღალი სიზუსტით გააანალიზოს თქვენი საჭიროებები და რაც შეიძლება მალე მოგაწოდოთ თქვენი კომპანიისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაცია. ამასთანავე, ბუღალტრულ აღრიცხვაში მნიშვნელოვანია პირველადი დოკუმენტაციის სწორად წარმოება როგორც საბუღალტრო, ასევე საგადასახადო მიზნებისთვის. იურიდიული დოკუმენტი უნდა აკმაუოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რომელი მოქმედი კანონმდებლობითა არის გათვალისწინებული. აღნიშნული გულისხმობს როგორც დოკუმენტის ფორმის ასევე მისი შინაარსის შესაბამისობას საკანონმდებლო მოთხოვნებთან, მისი შედგენისა და გამოყენების წესის დაცვას. კანონის მოთხოვნების შესაბამისად ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და დოკუმენტაცია კონტრაგენტებთან უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობებს უზრუნველყოფს ხოლო ბიზნეს რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ჩვენი ბუღალტრული მომსახურება მოიცავს საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებას, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, დამკვეთისთვის შემოსავლების, ხარჯების, სხვა შესაბამისი მაჩვენებლების, ასევე გამოვლენილი ხარვეზებისა და რისკების ამსახველი ანგარიშის მომზადებას და დამკვეთისთვის მიწოდებას, კონსულტაციების გაწევას ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე, ფინანსური ანგარიშგების მომზადებას და წარდგენას, წინა პერიოდის საბუღალტრო ჩანაწერების აღდგენას, სამუშაო დოკუმენტაციის უწყვეტ ანალიზს და მონიტორინგს. 

Kreston Georgia-ში დანერგილია და მოქმედებს ხარისხის მართვის სისტემა რაც მომსახურების მაღალი ხარისხის უწყვეტად შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ჩვენი მთავარი ღირებულებები მომსახურების მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობასთან მჭიდრო კავშირშია, შესაბამისად ვცდილობთ, ჩვენი დამკვეთებისთვის სანდო, ლოიალური და ყურადღებიანი პარტნიორები ვიყოთ. ჩვენი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი ნებისმიერ სიტუაციაში უზრუნველყოფს თქვენ მხარდაჭერას და სრულად უპასუხებს თქვენი ბიზნესის საჭიროებებს. 


გააზიარე სტატია