fbpx
გააზიარე სტატია

შემოსავლების სამსახური არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მაქსიმალური განაკვეთით დაბეგრავს!

 

შემოსავლების სამსახურმა მორიგი სიტუაციური სახელმძღვანელო გამოსცა, რომელიც ეხება არარეზიდენტი ფიზიკური პირების ქონების გადასახადით დაბეგვრას (N1434). 

ახალი მიდგომის მიხედვით, შემოსავლების სამსახური საქართველოს მოქალაქეობის არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნიათ ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება, ქონების გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ქონების გადასახადს უმაღლესი განაკვეთით დაარიცხავს და მოსთხოვს აღნიშნული გადასახადის გადახდას.

 როგორც ცნობილია საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადით (გარდა მიწისა) იბეგრება ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებული:

  •       უძრავ ქონება (მ.შ. დაუმთავრებელ მშენებლობა);
  •       იახტა, კატარღა;
  •       შვეულმფრენი, თვითმფრინავი;
  •       მსუბუქ ავტომობილები;
  •       სხვა ქონება;

 ქონების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება, როგორც რეზიდენტი ასევე, არარეზიდენტი ფიზიკური პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), რომლებიც საქართველოში ფლობენ ზემოთ ხსენებულ ქონებას, იმ შემთხვევაში თუ ასეთი ფიზიკური პირების (მათი ოჯახის) შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 40 000 ლარს აღემატება. 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის დაფიქსირების შემთხვევაში დაბეგვრა ხდება ქონების საბაზრო ღირებულებიდან:

  •       40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ქონების საბაზრო ღირებულების – 0.05%-დან 0.2%-მდე განაკვეთით.
  •       100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ქონების საბაზრო ღირებულების –  0.8%-დან 1%-მდე განაკვეთით.

 ცნობილია, რომ ზოგადად ფიზიკური პირის ზემოთ ხსენებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა სახის შემოსავალი მ.შ. როგორც საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ასევე, არა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული  მ.შ. საგადასახადო შეღავათის გაუთვალისწინებლად (გარდა საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტისა, რა დროსაც მხოლოდ ადგილობრივი შემოსავლების გათვალისწინება ხდება).

 აქედან გამომდინარე, ქონების გადასახადის მიზნებისთვის არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავლების დათვლისას, ზოგადად ყველა სახის შემოსავალი უნდა იქნეს გათვალისწინებული. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ რეზიდენტი ფიზიკური პირებისგან განსხვავებით არარეზიდენტი ფიზიკური პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისთვის ნაკლებად არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიიჩნევს, რომ ასეთი არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავლები 100 000 ლარს აჭარბებს, შედეგად შემოსავლების სამსახური იმ არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მაგალისთვისთვის – საქართველოში საკუთრებაში გააჩნიათ ბინა ან სახლი მათ მიერ დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მაქსიმალური განაკვეთის მიხედვით დაბეგრავს  (0.8%-დან 1%-მდე) და მოსთხოვს უმაღლესი განაკვეთით დაანგარიშებულ ქონებაზე ქონების გადასახადის გადახდას.

მოგვიანებით ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, სავარაუდო დარიცხვის საფუძველზე დარიცხული ქონების გადასახადი დაექვემდებარება შემცირებას, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი სანქცია. მიუხედავად იმისა. რომ სანქციის შესახებ სიტუაციურ სახელმძღვანელოში აღნიშნული არ არის.  

 შედეგად არარეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა, რომლებსაც საქართველოში საკუთრებაში გააჩნიათ ზემოთ ხსენებული ქონება, უნდა გაითვალისწინონ ყოველივე ზემოაღნიშნული და თავადვე უნდა მოახდინონ ზემოთ ხსენებული გადასახადის დროული დეკლარირება და გადახდა ან სათანადოდ დაასაბუთონ, რომ მათი შემოსავლები კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 40 000 ლარს. 

 

დეტალურად სიტუაციის სახელმძღვანელოს შესახებ იხ. შემდეგი ბმული: 

https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/740f2138-085a-40d9-bbbc-87133c9dd5dd

 

 


გააზიარე სტატია