შემოსავლების სამსახურმა იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯების ქონების გადასახადით დაბეგვრასა და ლატარიიდან მიღებული მოგებების დაბეგვრაზე 2 სიტიაციური სახელმძღვანელო დაამტკიცა.
1. იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯების დაბეგვრა ქონების გადასახადით
სიტuაციური სახელმზღვანელოს გამოცემამდეც ცნობილი იყო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიდგომის შესახებ რისი მიხედვითაც
შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით საწარმოს მიერ იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯები (რომელიც განმარტებულია სსკ-ის 8 მუხლის 32-ე ნაწილით) უნდა დაბეგრილიყო ქონების გადასახადით, თუმცა პირადაპირი მინიშნება აღნიშნულის შესახებ მოქმედი კანონდებლობის ამა თუ იმ ნორმაში ან რომელიმე მეთოდურ მითითებაში არ გვქონდა.
შემოსავლების სამსახურმა 28 სექტემბერს გამოსცა სიტუაციური სახელმძღვანელო N 1431, რისი მიხედვითაც შემოსავლების სამსახური ცალსახად აღნიშნავს რომ ასეთი კაპიტალური რემონტის ხარჯების დაბეგვრა ქონების გადასახადით აუცილებლად უნდა მოხდეს. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს რომ აუცილებელია ქონების გადასახადით დაბეგვრა ასევე ისეთ ხარჯებზეც როგორიცაა ფასადის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის: დასუფთავების, გამწვანებისა, გარე განათების ხარჯები.
2. ლატარიიდან მიღებული მოგების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
შემოსავლების სამსახურმა დაამტკიცა N2436 სიტუაციური სახელმძღვანელო რომლის მიხედვითაც ლატარიიდან მიღებული მოგების დაბეგვრა უნდა მოხდეს გადახდის წყაროსთან იმ შემთხვევაში მოგებული თანხა მეტია 1000 ლარზე.
მაგალითის მიხედვით მიმდინარე წლის მარტის თვეში გათამაშებულ ლატარიაში მომგებიანი აღმოჩნდა სამი ბილეთი, ხოლო მოგებულმა თანხამ შეადგინა:
I – 500 ლარი
II- 700 ლარი
III- 1300 ლარი
– საწარმომ, რომელმაც მოაწყო გათამაშება (ლატარია), გამარჯვებულ ფიზიკურ პირზე გადახდის წყაროსთან დააკავა საშემოსავლო გადასახადი 1300 ლარის ღირებულების მოგებიდან, ხოლო დანარჩენი მოგებული თანხა გასცა საშემოსავლო გადასახადის დაკავების გარეშე.
სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის “ღ” ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს; ხოლო სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას;
შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მიდგომის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ 1300 ლარის მოგების გაცემა, ხოლო დანარჩენი განაცემების დაბეგვრა არ მოხდება.