fbpx
გააზიარე სტატია

ცვლილებ იმ საქონლის ნუსხაში, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-სგან

2024 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნდა, გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა და გავრცელდება 2024 წლის 26 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის N01-132/ნ ერთობლივ ბრძანებაში „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“.

როგორც მოგეხსენებათ, სსკ-ის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ, მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება, აღნიშნული საქონლის ნუსხა კი განისაზღვრება ზემოაღნიშნული N01-132/ნ ბრძანებით.

განხორციელებული ცვლილების შედეგად, სამკურნალო /ფარმაცევტული მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებში შემავალი ნედლეულისა და სუბსტანციების ნუსხას, რომელთა იმპორტი და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან (ჩათვლის უფლების გარეშე), გარკვეული სასაქონლო კოდები დაემატა, ზოგიერთი მათგანი კი ამოღებულ იქნა ნუსხიდან:

ასევე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის, რომელთა იმპორტი და მიწოდება ასევე გათავისუფლებულია დღგ-სგან (ჩათვლის უფლების გარეშე),  პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგი ქვეპუნქტები:

ა) 3822 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები;

დ) 4015 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ნიტრილის ხელთათმანები;

ი) 9025 19 000 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო;

ლ.ა) 3822 19 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ნერწყვის/ნაცხის შესაგროვებელი აპლიკატორის რეაგენტი.

გარდა ამისა ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ, მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხის, რომელთა მხოლოდ მიწოდება არის გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით, 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის შემდეგი ქვეპუნქტები:

ა) 3822 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები;

დ) 4015 12 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ნიტრილის ხელთათმანები;

ი) 9025 19 000 09  სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო;

ლ.ა) 3822 19 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ნერწყვის/ნაცხის შესაგროვებელი აპლიკატორის რეაგენტი.


გააზიარე სტატია