მისია და ხედვა

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ფინანსური და პროფესიონალური მომსახურება, უმაღლესი ხარისხისა და პროფესიონალიზმის შენარჩუნებით. დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს ამჟამინდელი და სამომავლო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში. ვუზრუნველყოთ კლიენტთა განსაკუთრებული მომსახურება სიამაყითა და ერთიანობით. ჩვენ ვცდილობთ გადავაჭარბოთ მოლოდინს და პირველ რიგში ვზრუნავთ ჩვენი კლიენტებისა და ბიზნეს პარტნიორების წარმატებისთვის.


პატივი ვცეთ ჩვენს თანამშრომლებს, ასევე მათ ვისაც მომსახურებას ვუწევთ, როგორც პროფესიონალებსა და ინდივიდებს. დავამყაროთ ნდობა და ლოიალობა თანამშრომლებს, პარტნიორებსა და ფირმის კლიენტებს შორის. შევქმნათ დინამიური, ღია გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებით აზროვნებას, ინოვაციურ იდეებს და გუნდის გამოწვევას წარმატების მისაღწევად. შევქმნათ ჰარმონიული ბალანსი სამუშაოსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის.

 

ჩვენი ხედვა

ჩვენი ხედვაა, ვიყოთ აღიარებულნი, როგორც წამყვანი რეგიონალური ბუღალტრული, საკონსულტაციო და აუდიტორული ფირმა, და ცნობილნი ვიყოთ, როგორც სანდო მრჩეველები ჩვენი კლიენტების და ბიზნეს პარტნიორებისთვის.

  • ვაღიაროთ, რომ ჩვენი პარტნიორები ფირმის ყველაზე ღირებული აქტივები არიან. ჩვენ შევქმნით სიამაყისა და საქმისადმი სიყვარულის კულტურას, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ საუკეთესო პროფესიონალები, რომლებიც აღიარებულნი იქნებიან კომპანიაში შეტანილი წვლილისთვის.
  • შევქმნათ გარემო, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ ყურადღებიანი და აქტიურები ჩვენი კლიენტების მიმართ.
  • განვავითაროთ კომპანიის განსაკუთრებულად მტკიცე ზრდა ადამიანებსა და ტექნოლოგიებში ინვესტიციების მეშვეობით.
  • ჩვენი კლიენტებისა და ბიზნეს საზოგადოებისთვის კომპლექსური ბიზნესის საკითხებში ინოვაციური გადაწყვეტილებების მიწოდება.