CSR

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლიანი ბიზნესი მონაწილეობს ძლიერი სახელმწიფოს და ჯანსაღი საზოგადოების მშენებლობაში.

პასუხისმგებლიანი ბიზნესი ქმნის გარემოს რომელიც უზრუნველყოფს და მხარს უჭერს თანამშრომელთა ჯანმრთელობას ფიზიკურ, ემოციურ, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობ სხვა ასპექტებში და ქმნის შესაბამის საფუძველს მათ ფინანსური კეთილდღეობისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამშრომლებთან მიმართებაში პასუხისმგებლიანი ბიზნესის ძირითადი აქცენტს მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფ: ფიზიკურ, მენტალურ, ფინანსურ და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობ - ოთხ მთავარ ფაქტორზე აკეთებს. 

ჩვენ თანაბარ შესაძლებლობას ვაძლევთ ყველას, განურჩევლად სქესისა და კულტურისა.

მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს ადამიანთა დისკრიმინაცია. ვცდილობთ, თითოეული მათგანისთვის თანაბარი შესაძლებლობებისა და ერთნაირი ინსტრუმენტების მიცემის გზით დავეხმაროთ მათ განვითარებაში, პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რომ გახდნენ საუკეთესონი, მიაღწიონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და კარიერული თვალსაზრისით დამსახურებულად დაწინაურდნენ აუდიტორულ კომპანია კრესტონ პაპიაშვილის ფარგლებში. 

ჩვენ ყველას ვთავაზობთ ხარისხიან განათლების მიღების შესაძლებლობას.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრობლები მრავალმხრივ განვითარებული პროფესიონალები უნდა გახდნენ. აღნიშნული არ შემოიფარგლება მათი მხოლოდ ტექნიკური მომზადებით და ეგრეთ წოდებული "რბილი უნარების" განვითარებას, ასევე ზოგადად ცხოვრებაში კეთილდღეობის მისაღწევად საჭირო ცოდნის მიღებასაც გულისხმობს, რათა მათ განვითარება, წარმატების მიღწევა და თვითრეალიზება ნებისმიერ გარემოში შეძლონ.

ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, პლანეტარული მაშტაბით მიმდინარე ნეგატიურ ეკოლოგიურ პროცესებთან და შესაბამის შემაშფოთებელ კლიმატურ ცვლილებებთან მიმართებაში. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას მკაცრი კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ გარემოზე ჩვენი გავლენა და შესაბამისი ხედვიდან, ცოდნიდან თუ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. როგორც პროფესიული მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანია, გამოყოფილი ნახშირორჟანგის უმეტესი წილი ჩვენი თანამშრომლების საქმიანი მივლინების და საგზაო მოძრაობის დროს გენერირებულ გამონაბოლქვზე მოდის. ხოლო საბეჭდი ქაღალდის მოხმარებასთან მიმართებაში კი ვთვლით რომ მისი მოხმარების მოცულობის შემცირება, ცალსახა კავშირშია პლანეტის მაშტაბით არსებული ტყის საფარის შენარჩნუნებასთან და გადარჩენასთან. 

აღნიშნული ნეგატიურლი ზეგავლენის შემცირებას ვახორციელებთ საკმარისი და შესაბამისი ტექნიკური ან/და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვით, ასევე მათი სისტემატიური გამოყენებით. მაგალითისთვის გადაადგილებისთვის საჭირო საწვავის მოხმარების შემცირება ხშირ შემთხვევებში შესაძლებელია ონლაინ და ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმების გამოყენების, ხოლო საბეჭდი ქაღალდის მოხმარების შემცირება კი დამკვეთთან წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, ელექტორნული ფორმატის დოკუმენტების გამოყენების - ხარჯზე.

ჩვენი პროფესიული მისიის მიღმა, ვაცნობიერებთ დიდ პასუხისმგებლობას, ჯანმრთელი, უკეთესი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნასთან მიმართებაში.