Kreston International-ი საქართელოში

მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე აუდიტორული კომპანიების ქსელი

აუდიტორული კომპანია „კრესტონ პაპიაშვილი“ 

აუდიტორული კომპანია „კრესტონ პაპიაშვილი“ არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე აუდიტორული კომპანიების ქსელის „Kreston International“-ის წევრი და წარმომადგენელი საქართველოში „Kreston International“-ი მსოფლიო მაშტაბით წარმოდგენილია 110-ზე მეტ ქვეყანაში და 23 000 პროფესიონალს აერთიანებს. ჩვენი კომპანია დამკვეთებს სთავაზობს აუდიტის, აღრიცხვის და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურების საკმაოდ ფართო სპექტრს შემდეგი მიმართულებით:

·         ბუღალტრული აღრიცხვა და აუთსორსინგული მომსახურება

·         აუდიტი, მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურება

·         გადასახადები, საგადასახადო დავები, სატრანსფერო ფასწარმოქმნა და საერთაშორისო დაბეგვრა

·         ბიზნეს კონსულტაციები

·         საშემფასებლო მომსახურება

·         იურიდიული მომსახურება

·         ტრენინგები და სემინარები კრესტონ აკადემიაში

 

ჩვენი ღირებულებები

ურთიერთობები გვაქცევენ იმათ, რაც ვართ. ამრიგად ჩვენი ღირებულებები - ნდობა, მგრძნობელობა, ხარისხი, პატიოსნება, ეფექტური თანამშრომლობა - საფუძვლად უდევს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ.

 

ნდობა

ჩვენმა დამკვეთებმა იციან რომ მათ გვერდით ვართ და რომ ყველაფრის მიუხედავად ნებისმიერ სიტუაციაში მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ - ამიტომაც მოგვანდობენ თავიანთი პირადი თუ საქმიანი წარმატების საკითხს - ჩვენ. ამასთანავე  ჩვენის მხრივ დარწმუნებულნი ვართ რომ ჩვენი ფირმის  ნებისმიერი წევრის მიერ, დამკვეთთან და მის ინტერესებთან დაკავშირებული ყოველი საკითხი თუ გარემოება, უმაღლეს პრიორიტეტში იქნება აყვანილი.  

 

მგრძნობელობა

ბიზნესი არასაოდეს ჩერდება - ამიტომ ჩვენც არასოდეს ვჩერდებით.  ჩვენი შემოქმედებითი და დინამიური მიდგომა იმას ნიშნავს რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დამკვეთებს გავუზიაროთ საღი აზრი, კრიტიკული ხედვა და გავცეთ მათზე მორგებული, მათთვის ინდივიდუალურად მომზადებული რჩევა, რომელიც მათ ასე ჭირდებათ - როგორც წესი ამას მანამდე ვაკეთებთ, ვიდრე ისინი აღნიშნულის საჭიროებას თითონ დაინახავენ.
 

ხარისხი
ჩვენ შეგვწევს უნარი იმისა რომ საუკეთესო რჩევა მოგცეთ, რადგან ასაქმებთ ყველაზე ნიჭიერ, მაღალკვალიფიციურ, ინოვაციურ პროფესიონალებს - და ვესწრაფით მათი ცოდნის, ასევე გამოცდილების, ჩვენი გუნდის სხვა წევრებისათვის გადაცემას. ჩვენ ფირმაში დანერგილი მონიტორინგისა და შემოწმების სისტემა, ხარისხის, ეთიკისა და სამუშაო პრაქტიკის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან  შესაბამისობას უზრუნველყოფს.  


ჩვენი დამოკიდებულება ხარისხთან მიმართებაში

ჩვენი კომპანია აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი ყველა შესაბამისი, ასევე  შემდეგ საერთაშორისო  პროფესიულ სტანდარტები მოთხოვნებს:

ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები

აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები ტრანსნაციონალური აუდიტის ჩატარებისათვის

ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (ბესსს)-ის მიერ გამოცემული ეთიკის კოდექსი

გლობალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე დანერგილი ხარისხის მონიტორინგისა და მიმოხილვის პოლიტიკა, ეხმარება ჩვენ ფირმას ზემოაღნიშნული სტანდარტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.  

 

პატიოსნება

გვეამაყება რომ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო ხელს უწყობს ბიზნესის გრძელვადიანი სტაბილურობას, მომავალი თაობების კეთილდღეობას, უსაფრთხოლებას და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნას. შესაბამისად ნებისმიერ გარიგებაში ყოველთვის ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შევდივართ.

ეფექტური თანამშრომლობა

როგორც პრიოფესიონალთა გუნდი ჩვენ დამკვეთებთან მთელი მსოფლიოს მაშტაბით, იმისათვის ვთანამშრომლობთ რომ ჩავწვდეთ მათ ამბიციებს და მათ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. როგორც ქსელის ფირმას, ნებისმიერ სიტუაციაში, გამოწვევის სირთულის მიუხედავად საკმარისი რესურსი გვაქვს, საერთაშორისო ხარისხის შესაბამისი მომსახურებისათვის, სათანადო ცოდნის, ასევე გამოცდილების მობილიზებისა და უზრუნველუოფისათვის. ბიზნესისათვის მსოფლიოს მაშტაბით ჩვენს მიერ შეთავაზებული თანადგომის სახით, გთხოვთ ქვემოთ შესაბამისი ქვეყნისთვის იხილოთ შესაბამისი ქვეყნისთვის მომზადებული პუბლიკაცია სახელად „ბიზნესის წარმოება“.  



ბიზნესის წარმოება

აირჩიეთ ქვეყანა