ვაკანსიები

პროფესიონალების და ნიჭიერი ადამიანების ადგილი არის ჩვენთან

შპს. კრესტონ პაპიაშვილი არის, მსოფლიო მაშტაბით ერთ ერთი უმსხვილესი აუდიტორული და საბუღალტრო კომპანიების ქსელის Kreston International–ის წევრი და წარმომადგენელი საქართველოში. Kreston International-ი მსოფლიო მაშტაბით წარმოდგენილია 23 000-ზე მეტი პროფესიონალით 110-ზე მეტ ქვეყანაში, რომლებიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას უწევენ: აუდიტის, მარწმუნებელი მომსახურების, გადასახადების, საბუღალტრო და საკონსულტაციო სფეროში. ჩვენი, ასევე ჩვენი ქსელის წევრი ფირმების კლიენტებს შორის, როგორც საქართველოს ასევე მსოფლიო მაშტაბით არაერთი დიდი და საშუალო ზომის კომპანიაა. საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ დინამიურად მზარდ გუნდს, რომელსაც საფუძვლიანი ამბიციები და განვითარების კონკრეტული გეგმა გააჩნია. ჩვენი მიზანია  მომდევნო რამდენიმე  წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. ფირმის უწყვეტი ზრდის პირობებში სამუშაოდ ვიწვევთ ნიჭიერ ადამიანებს და შესაბამისი დარგის პროფესიონალებს:  
მრავალი ნიჭიერი ადამიანის წყალობით, ჩვენ აღიარებული ვართ, როგორც მაღალხარისხიანი პროფესიული მომსახურების მიმწოდებელი. ჩვენ ხელს ვუწყობთ ნდობის ჩამოყალიბებას , ასევე მნიშვნელოვანი საკითხებისა და პრობლემების გადაჭრას როგორც საქართველოში ასევე  მსოფლიო მაშტაბით. ამასთანავე ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მუდმივ პროფესიულ განვითარებას. ჩვენ კოპმანიასთან არსებულ კრესტონ აკადემიაში პროფესიული კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების მიზნით სემინარები აქვთ გავლილი ხუთი ათასამდე მაღალი კვალიფიკაციის პრაქტიკოსს, როგორც საქართველოში წარმოდგენილი მოწინავე ქსელური აუდიტორული და საბურალტრო კომპანიებიდან, ასევე პროფესიის პრაქტიკოს წარმომადგენელთა რიგებიდან. ყოველივე ზემოაღნიშნული ძლიერ სტიმულს გვაძლევს სამომავლო განვითარებისა და განსაკუთრებული შედეგების მიღწევისთვის. 

ჩვენ ვაფასებთ ინოვაციას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობას, პროფესიონალიზმს და ვზრუნავთ ჩვენ თანამშრომლებზე.ჩვენ ვაერთიანებთ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს ბიზნესის საჭიროებებთან, მომხმარებელს ვთავაზობთ განსაკუთრებულ მომსახურებას და ჩვენი გადაწყვეტილებები აწმყოსა და მომავალს ქმნიან. სწორედ ამიტომ, ვეძებთ მაღალი პოტენციალისა და კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს სხვადასხვა განყოფილებებისა და დეპარტამენტებისათვის. 

გახდეთ ჩვენი დინამიურად მზარდი გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოთ ზემოაღწერილი გეგმის განხორციელებაში?გსურთ დაგეგმოთ თქვენი მომავალი კრესტონ პაპიაშვილთან ერთად,