აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის კომპანია
გლობალური აუდიტორული ქსელის Kreston Global-ის წარმომადგენელი საქართველოში
აუდიტორული კომპანია კრესტონ ჯორჯია
აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Kreston Georgia 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის – Kreston Global-ის წევრ ფირმას და ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. ჩვენი კლიენტებს ვთავაზობს აუდიტისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს. კრესტონის გლობალური ქსელი 120 ქვეყანაში 650 ოფისით ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი, აერთიანებს 22,000 თანამშრომელსა და 170 წევრ ფირმას.
ამ დიდი გუნდის წევრია Kreston Georgia საქართველოში, რომელიც ქსელის მხარდაჭერითა და გამორჩეული თანამშრომლებით მუდმივად ვითარდება და ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს ბაზარზე. KRESTON GLOBAL-ი “Forum of Firms”-ის წევრ ქსელს წარმოადგენს. “Forum of Firms”-ი პროფესიული ფირმების იმ საერთაშორისო ქსელებისაგან შემდგარი დამოუკიდებელ ასოციაციაა, რომლებიც ტრანსნაციონალურ აუდიტს ახორციელებენ.
Kreston Georgia-ს პროფესიონალების გუნდი ინოვაციური მიდგომებით ეხმარება კლიენტებს მათი ბიზნესის ზრდა-განვითარებაში, სამუშაო პროცესების დახვეწასა და შესაძლო რისკების გამოვლენაში. ჩვენი კლიენტები აფასებენ ამგვარ მიდგომას საქმისადმი და გამოხატავენ გულწრფელ კმაყოფილებას, რაც ჩვენთვის მთავარი მოტივატორია.
მისია
ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ფინანსური და პროფესიონალური მომსახურება, უმაღლესი ხარისხისა და პროფესიონალიზმის შენარჩუნებით. დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს ამჟამინდელი და სამომავლო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში. ვუზრუნველყოთ კლიენტთა განსაკუთრებული მომსახურება სიამაყითა და ერთიანობით. ჩვენ ვცდილობთ გადავაჭარბოთ მოლოდინს და პირველ რიგში ვზრუნავთ ჩვენი კლიენტებისა და ბიზნეს პარტნიორების წარმატებისთვის.
პატივი ვცეთ ჩვენს თანამშრომლებს, ასევე მათ ვისაც მომსახურებას ვუწევთ, როგორც პროფესიონალებსა და ინდივიდებს. დავამყაროთ ნდობა და ლოიალობა თანამშრომლებს, პარტნიორებსა და ფირმის კლიენტებს შორის. შევქმნათ დინამიური, ღია გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებით აზროვნებას, ინოვაციურ იდეებს და გუნდის გამოწვევას წარმატების მისაღწევად. შევქმნათ ჰარმონიული ბალანსი სამუშაოსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის.
ხედვა
ჩვენი ხედვაა, ვიყოთ აღიარებულნი, როგორც წამყვანი რეგიონალური ბუღალტრული, საკონსულტაციო და აუდიტორული ფირმა, და ცნობილნი ვიყოთ, როგორც სანდო მრჩეველები ჩვენი კლიენტების და ბიზნეს პარტნიორებისთვის.
- ვაღიაროთ, რომ ჩვენი პარტნიორები ფირმის ყველაზე ღირებული აქტივები არიან. ჩვენ შევქმნით სიამაყისა და საქმისადმი სიყვარულის კულტურას, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ საუკეთესო პროფესიონალები, რომლებიც აღიარებულნი იქნებიან კომპანიაში შეტანილი წვლილისთვის.
- შევქმნათ გარემო, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ ყურადღებიანი და აქტიურები ჩვენი კლიენტების მიმართ.
- განვავითაროთ კომპანიის განსაკუთრებულად მტკიცე ზრდა ადამიანებსა და ტექნოლოგიებში ინვესტიციების მეშვეობით.
- ჩვენი კლიენტებისა და ბიზნეს საზოგადოებისთვის კომპლექსური ბიზნესის საკითხებში ინოვაციური გადაწყვეტილებების მიწოდება.
ურთიერთობები გვაქცევენ იმათ, რაც ვართ. ამრიგად ჩვენი ღირებულებები – ნდობა, მგრძნობელობა, ხარისხი, პატიოსნება, ეფექტური თანამშრომლობა – საფუძვლად უდევს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ.
ნდობა
ჩვენმა დამკვეთებმა იციან რომ მათ გვერდით ვართ და რომ ყველაფრის მიუხედავად ნებისმიერ სიტუაციაში მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ – ამიტომაც მოგვანდობენ თავიანთი პირადი თუ საქმიანი წარმატების საკითხს – ჩვენ. ამასთანავე ჩვენის მხრივ დარწმუნებულნი ვართ რომ ჩვენი ფირმის ნებისმიერი წევრის მიერ, დამკვეთთან და მის ინტერესებთან დაკავშირებული ყოველი საკითხი თუ გარემოება, უმაღლეს პრიორიტეტში იქნება აყვანილი.
მგრძნობელობა
ბიზნესი არასაოდეს ჩერდება – ამიტომ ჩვენც არასოდეს ვჩერდებით. ჩვენი შემოქმედებითი და დინამიური მიდგომა იმას ნიშნავს რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დამკვეთებს გავუზიაროთ საღი აზრი, კრიტიკული ხედვა და გავცეთ მათზე მორგებული, მათთვის ინდივიდუალურად მომზადებული რჩევა, რომელიც მათ ასე ჭირდებათ – როგორც წესი ამას მანამდე ვაკეთებთ, ვიდრე ისინი აღნიშნულის საჭიროებას თითონ დაინახავენ.
ხარისხი
ჩვენ შეგვწევს უნარი იმისა რომ საუკეთესო რჩევა მოგცეთ, რადგან ვასაქმებთ ყველაზე ნიჭიერ, მაღალკვალიფიციურ, ინოვაციურ პროფესიონალებს – და ვესწრაფით მათი ცოდნის, ასევე გამოცდილების, ჩვენი გუნდის სხვა წევრებისათვის გადაცემას. ჩვენ ფირმაში დანერგილი მონიტორინგისა და შემოწმების სისტემა, ხარისხის, ეთიკისა და სამუშაო პრაქტიკის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.
დამოკიდებულება ხარისხთან მიმართებაში
ჩვენი კომპანია აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი ყველა შესაბამისი, ასევე შემდეგი საერთაშორისო პროფესიული სტანდარტების მოთხოვნებს:
- ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები
- აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები ტრანსნაციონალური აუდიტის ჩატარებისათვის
- ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (ბესსს)-ის მიერ გამოცემული ეთიკის კოდექსი
გლობალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე დანერგილი ხარისხის მონიტორინგისა და მიმოხილვის პოლიტიკა, ეხმარება ჩვენ ფირმას ზემოაღნიშნული სტანდარტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.
პატიოსნება
გვეამაყება რომ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო ხელს უწყობს ბიზნესის გრძელვადიანი სტაბილურობას, მომავალი თაობების კეთილდღეობას, უსაფრთხოლებას და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნას. შესაბამისად ნებისმიერ გარიგებაში ყოველთვის ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შევდივართ.
ეფექტური თანამშრომლობა
როგორც პრიოფესიონალთა გუნდი ჩვენ დამკვეთებთან მთელი მსოფლიოს მაშტაბით, იმისათვის ვთანამშრომლობთ რომ ჩავწვდეთ მათ ამბიციებს და მათ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. როგორც ქსელის ფირმას, ნებისმიერ სიტუაციაში, გამოწვევის სირთულის მიუხედავად საკმარისი რესურსი გვაქვს, საერთაშორისო ხარისხის შესაბამისი მომსახურებისათვის, სათანადო ცოდნის, ასევე გამოცდილების მობილიზებისა და უზრუნველუოფისათვის. ბიზნესისათვის მსოფლიოს მაშტაბით ჩვენს მიერ შეთავაზებული თანადგომის სახით, გთხოვთ ქვემოთ შესაბამისი ქვეყნისთვის იხილოთ შესაბამისი ქვეყნისთვის მომზადებული პუბლიკაცია სახელად „ბიზნესის წარმოება“.
ღირებულებები

შეხვედრამოითხოვე შეხვედრა
ხარისხიანი აუდიტორული და ფინანსური მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით
ჩვენი გუნდი

ლევან პაპიაშვილი
მმართველი პარტნიორი

დავით პაპიაშვილი
მმართველი პარტნიორი

თამარ ჩხეიძე
მმართველი დირექტორი

რუსუდან ჭაბუკიანი
სადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ანა ხაჭვანი
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მენეჯერი

ნიკა მახარობლიშვილი
ბუღალტერიისა და აუთსორსინგის დეპარტემანტის ხელმძღვანელი

მიხეილ ახალაია
მთავარი საგადასახადო აუდიტორი

ჩარიტა ჩავლეიშვილი
HR სამსახურის ხელმძღვანელი

ჰასმიკ საჰაკიან
უფროსი საგადასახადო აუდიტორი

თეონა ხელაია
მთავარი ფინანსური აუდიტორი

ნიკა მირზიკაშვილი
მთავარი ფინანსური აუდიტორი

სოფიკო მეშველიშვილი
იურისტი

ანი გელაშვილი
საგადასახადო აუდიტორი

სოფო გურაშვილი
ბუღალტერი

მარეხ კამკამიძე
აკადემიის მენეჯერი

ელენა მოდებაძე
აკადემიის მენეჯერი

ელისო სიჭინავა
საგადასახადო აუდიტორის ასისტენტი

მარიამ ჩარიგოგდიშვილი
სტაჟიორი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დეპარტამენტში

ანა ხელაშვილი
ბუღალტერი

ზურაბ ჯაჭვლიანი
ასისტენტი ფინანსური ანგარიშგების დეპარტამენტში

Nika Mirzikashvili
Chief Financial Auditor
Levan Papiashvili
Managing Partner
ლევან პაპიაშვილი
მმართველი პარტნიორი
Davit Papiashvili
Managing Partner
დავით პაპიაშვილი
მმართველი პარტნიორი
Tamar Chkeidze
Managing Director
თამარ ჩხეიძე
მმართველი დირექტორი
Rusudan Chabukiani
Head of Tax Audit Department
რუსუდან ჭაბუკიანი
საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ნიკა მახარობლიშვილი
ბუღალტერიისა და აუთსორსინგის დეპარტემანტის ხელმძღვანელი
Nika Makharoblishvili
Head of Accounting and Outsourcing Department
Mikheil Akhalaia
Chief Tax Auditor
მიხეილ ახალაია
მთავარი საგადასახადო აუდიტორი
სოფიკო მეშველიშვილი
იურისტი
Sophiko Meshvelishvili
Lawyer
ანი გელაშვილი
საგადასახადო აუდიტორი
Ani Gelashvili
Tax Auditor
მარეხ კამკამიძე
აკადემიის მენეჯერი
Marekh Kamkamidze
Academy Manager
Mariam Charigogdishvili
Intern in the Financial Reporting Department
მარიამ ჩარიგოგდიშვილი
სტაჟიორი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დეპარტამენტში
Ana Khelashvili
Accountant
ანა ხელაშვილი
ბუღალტერი
Zurab Jachvliani
Assistant in the Financial Reporting Department
ზურაბ ჯაჭვლიანი
ასისტენტი ფინანსური ანგარიშგების დეპარტამენტში
CSR - კორპორატიული სოციალური პასუხის მგებლობა
კრესტონ ჯორჯიას კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა მოიცავს ოთხ ძირითად ნაწილს: ჩვენს მომხმარებლებს, საზოგადოებას, გარემოსა და თანამშრომლებს. ჩვენი ბიზნეს საქმიანობა დაფუძნებულია ნდობაზე, ლოიალურობასა და პრინციპებზე. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელთან მუდმივი ურთიერთობით შევქმნათ კომფორტული პირობები თქვენი ბიზნეს საქმიანობის განსავითარებლად. Კრესტონ ჯორჯია მუდმივად ცდილობს ჩაერთოს სოციალურ აქტივობებში და დაეხმაროს იმ ადამნიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.