საგადასახადო დავების წარმართვა გულისხმობს, რომ ჩვენ გაგიწევთ წარმომადგენლობას ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში არსებულ ყველა ინსტანციაში მიმდინარე საგადასახადო დავების პროცესში თქვენი კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით, შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საგადასახადო კანონდებლობაში ბევრი ორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანაწერი არსებობს, რაც მათი სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, ეს კი ხშირ შემთხვევაში არის მიზეზი იმისა რომ საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანომ გადასახადებისა და სანქციების დარიცხვა მომქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო საფუძვლით განახორციელოს. აქედან გამომდინარე მიუხედავად შემოსავლების სამსახურში მიმდინარე მთელი რიგი რეფორმებისა საგადასახადო დავების სერვისი არ კარგავს აქტუალურობას და ინარჩუნებს მზარდ ტენდენციას. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ დავის პროცესი წარიმართოს სწორი მიმართულებით, ზუსტად იყოს იდენტიფიცირებული ის თანხები რისი დარიცხვაც შემოსავლების სამსახურის მიერ არასწორად განხორციელდა. მნიშვნელოვანია ჩამოყალიბებული იქნას სწორი არგუმენტაცია და სტრატეგია დარიცხულ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატების მომტანი იქნება ჩვენი კლიენტებისათვის დავის პროცესში მათთვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანის მიმართულებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ პროცესის წარმატებით წარმართვას, ისევე როგორც სხვა არაერთი დავის პროცესი წარიმართა და დასრულდა დიდი წარმატებით ჩვენი კომპანიის მაღალი კვალიფიკაციის გუნდის მიერ. აღსანიშნავია რომ დავის შედეგად მომჩივანის თანხმობის გარეშე დაუშვებელია მომჩივანი კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, შესაბამისად, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული გადასახადებისა და სანქციის თანხები არ არის სწორი, უნდა გამოიყენოთ ეს შანსი და გაასაჩივროთ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა, რათა შეიმციროთ დარიცხული გადასახადებისა და სანქციების ის ნაწილი რომლის დარიცხვაც არასწორად იქნა განხორციელებული შემოსავლების სამსახურის მიერ.