fbpx

ტრანსფერ ფრაისინგი

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება

ტრანსფერ ფრაისინგი არის იგივე საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება. კონტროლირებულ ოპერაციებს მიეკუთვნება ფინანსური და კომერციული ოპერაციები, რომელებიც განხორციელებულია საქართველოს საწარმოსა და მის ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ საწარმოს შორის, ან კიდევ საქართველოს საწარმოსა და შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტს შორის, თუნდაც მათ შორის ურთიერთდამოკიდებულება არ ვლინდებოდეს. საგადასახადო კანონმკდებლობით მოითხოვება, რომ კონტროლირებული ოპერაციები საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისათვის, შეფასებული იყოს საბაზრო პრინციპების დაცვით.

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-1291 მუხლებითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის N423_“საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების მიხედვით რეგულირდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები, მათი გამოყენების წესები და სხვა პროცედურული საკითხები. თუმცა კანონის აღნიშნული ჩანაწერების ზედმიწევნით ცოდნასთან ერთად ტრანსფერ ფრაისინგის პრინციპების სწორად გამოყენებისთვის აუცილებელია აუდიტორული გამოცდილება, საგადასახადო და საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებული მიდგომების ცოდნა, ვინაიდან ტრანსფერ ფრაისინგი არჩეული მეთოდებისა და მათი გამოყენების სისწორე ნაწილობრივ სუბიექტური შეფასების საკითხია და დამოკიდებულია ამა თუ იმ პროფესიონალის კვალიფიკაციასა და მის მიერ აღნიშნული მიდგომების მყარი დასაბუთების უნარზე.

კომპანია, რომელსაც აქვს კონტროლირებული ოპერაციები, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნიდან 30 დღეში წარუდგინოს ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც იძლევა განმარტებას იმ საფუძვლის შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც საწარმო მიიჩნევს, რომ მისი მოგება საბაზრო პრინციპის შესაბამისია. ვინაიდან აღნიშნული დოკუმნეტის 30 დღეში მომზადება ფაქტობრივად შეუძლებელია, კომპანიას იგი წინასწარ უნდა ქონდეს შემუშავებული და მომზადებული. შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა თავის მხრივ არ არის გარანტია იმისა, რომ საგადასახადო ორგანო დამატებით გადასახადის დარიცხვას არ განახორციელებს, იმ შემთხვევაში თუკი დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ყველა ნორმის ზედმიწევნით დაცვით. სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტაცია მომზადებულ იქნას მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მიერ, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება და სპეციალური მონაცემები ამ მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია თქვენი კომპანიისათვის მოვამზადოთ ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია, ასევე უზრუნველვყოფთ რომ შემოსავლების სამსახური დავარწმუნოთ ჩვენ მიერ შერჩეული პრინციპების სისწორეში, საჭიროების შემთხვევაში ჩავერთვებით საგადსახადო დავის პროცესში.

ჩვენ მიერ მომზადებულ ტრანფერ ფრაისინგის დოკუმენტში გაწერილი იქნება

  1. კომპანიის სამეწარმეო ოპერაციების მიმოხილვა და ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერა;
  2. შერჩეული ოპერაციის აღწერა და ფუნქციონალური ანალიზი;
  3. შეფასების მეთოდის აღწერა და განმარტება, თუ რატომ იქნა ეს მეთოდი შერჩეული;
  4. ნებისმიერი ეკონომიკური ანალიზის და პროგნოზის განმარტება, რომელიც საფუძვლად იქნა
  5. გამოყენებული ოპერაციის შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებისას;
  6. დასკვნა საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შესახებ;
  7. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს კომაპნიის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრაზე კონტროლირებულ ოპერაციებთან მიმართებაში;
  8. რისკების ანალიზი.

ჩვენ გთავაზობთ მხარდაჭერას წინასწარი შეთანხმების სრული პროცესის განმავლობაში, რომელიც მოიცავს:

  • წინასწარი შეთანხმების აპლიკაციის გაგზავნამდე, ფასწარმოქმნის პრინციპების ჩამოყალიბებას;
  • ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის მომზადებას;
  • მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისი ფორმით შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენას;
  • თქვენი კომპანიის პოზიციების დაცვას წინაწარი შეთხმების შემუშავების პროცესში გამართულ ონლაინ ან/და პირად შეხვედრებზე.

მოითხოვე შეხვედრა

ხარისხიანი აუდიტორული და ფინანსური მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით