kreston Georgia official logo
EN KA

საგადასახადო მომსახურება

Kreston Georgia - ს საგადასახადო სერვისები

Kreston Georgia კვალიფიციური გუნდი გთავაზობთ გადასახადებით დაბეგვრის სერვისების სრულ სპექტრს. აღნიშნული სერვისის მიზანია, რომ თქვენი კომპანიის საგადასახადო რისკები მინიმუმამდე იყოს შემცირებული და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში აღმოფხვრილი იქნას კომპანიისათვის საგადასახადო სანქციების დაკისრების შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი ბიზნესისთვის, მათ შორის, დამწყები კომპანიებისთვის, საგადასახადო რისკები არის საოპერაციო საქმიანობის თანმდევი, რომელიც კომპანიის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება და გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.  ასეთი რისკების მართვა არის არსებითად მნიშვნელოვანი, სხვა შემთხვევაში კომპანიაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე წარმოშობილმა საგადასახადო ვალდებულებებმა და დაკისრებულმა სანქციის თანხებმა შესაძლოა ისეთ სიდიდეს მიაღწიოს, რომ კომპანია იძულებული გახდეს შეაჩეროს ან შეწყვიტოს საქმიანობა.

აღნიშნული რისკებისგან დაზღვევის საუკეთესო საშუალება კვალიფიციური აუდიტორების მიერ ჩატარებული საგადასახადო აუდიტის ასევე საგადასახადო დაბეგვრის სხვა საკონსულტაციო სერვისების მიღება წარმოადგენს. ჩვენ გთავაზობთ ბიზნესის როგორც სრულ საგადასახადო აუდიტს, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის დეკლარირების სისწორის შემოწმებას, ასევე აუდიტს ცალკეული გადასახადებისა და თემატიკის მიხედვით. ჩვენი სერვისის მიღების შედეგად თქვენ ღებულობთ საგადასახადო ვალდებულებების აუდიტის შედეგების შესახებ დეტალურ წერილობით ანგარიშს, რომელშიც სრულად იქნება აღწერილი აუდიტის შედეგად გადასახდელი/შესამცირებელი გადასახების ზუსტი ოდენობა, აუდიტის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების გზები, ასევე საკითხები, რომელიც ზოგად საგადასახადო რისკს წარმოადგენს კომპანიისათვის და განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს საჭიროებს.

შეავსე კითხვარი

გაიგე რა ღირს საგადასახადო აუდიტი შენი კომპანიისთვის 

Kreston- ის გლობალური ქსელი და საერთო გამოცდილება 

კომპანიის წარმატებული მართვა გლობალიზაციის ეპოქაში დიდ დროით რესურსსა და ენერგიას მოითხოვს, განსაკუთრებით ისეთი კომპანიების შემთხვევაში,  რომლებიც მხოლოდ ქართულ ბაზარზე არ ოპერირებენ.  ასეთ შემთხვევაში, ეფექტური მართვისთვის და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად მენეჯმენტს ესაჭიროება ორგანიზაცია, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია მსოფლიოს მასშტაბით არსებული ადგილობრივი საგადასახადო ექსპერტების ცოდნა და გამოცდილება. სწორედ ამის საშუალებას გაძლევთ Kreston-ის გლობალური ქსელი.

Kreston-ის წევრი კომპანიები მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში, ფლობენ რა საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებით მსოფლიო მასშტაბით არსებულ ცოდნასა და უდიდეს გამოცდილებას, თანამედროვე მიდგომებისა და ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობის მაღალპროფესიულ დონეზე ცოდნიდან და მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებიდან გამომდინარე უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის საკონსულტაციო სერვისის მიწოდებას მათი კლიენტებისათვის. Kreston Georgia-სთან პარტნიორობის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ხარისხიან საგადასახადო მომსახურებას რომელიც ეფუძნება როგორც ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობის მაღალპროფესიულ დონეზე ცოდნას ასევე საგადასახადო დაბეგვრაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ გამოცდილებას.

ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით დამატებით აღვნიშნავთ რომ კომპანიას გააჩნია საგადასახადო აუდიტის მომსახურების მართვის საკუთარი მეთოდოლოგია, რაც გამოიყენება ჩვენი ქსელის წევრი კომპანიების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხარისხის კონტროლი ხორციელდება როგორც ჩვენს მიერ, ასევე ცენტრალიზებულად ჩვენი ქსელის სათაო ოფისის მიერ, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე წინასწარ  დამტკიცებული მანუალური სახელმძღვანელოს მიხედვით.

საგადასახადო აუდიტის მიმდინარეობისას ხორციელდება ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების შეკრება და ანალიზი, რაც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სისწორე, გავცეთ რეკომენდაციები გადასახადების ოპტიმიზაციის მიზნით, თქვენ თანამშრომლებს გავუწიოთ ღირებული კონსულტაციები თუ როგორ მოახდინონ გამოვლენილი ხარვეზების გასწორება. რაც ყველაზე მნიშვნელვანია, ჩვენ გთავაზობთ ისეთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებთ გრძელვადიანი მიზნებისათვის, თქვენ შეძლებთ თავად გააკონტროლოთ მნიშვნელოვანი საგადასახადო რისკები  და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები მათთან გამკლავების მეთოდებთან დაკავშირებით.

მოითხოვე შეხვედრა

ხარისხიანი აუდიტორული და ფინანსური მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით

ჩვენ გვენდობიან ლიდერი კომპანიები