საგადასახადო კოდექსის სრული კურსი

ხანგრძლივობა
6 თვე

ტრენინგის ფასი
750 ლარი

Kreston Georgia Academy გთავაზობთ საგადასახადო კანონმდებლობის სრულ კურსს - დავით პაპიაშვილის საავტორო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და მოქმედი რეგულაციების სიღრმისეულ შესწავლას.

კურსი განკუთვნილია ბუღალტრებისთვის, აუდიტორებისთვის, იურისტებისთვის და ფინანსური მიმართულების სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ საგადასახადო გარემოს სრულად გააზრება და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება.

ორგანიზაციული დეტალები

  • ხანგრძლივობა: 6 თვე
  • ფორმატი: ონლაინ (Zoom)
  • ტრენინგის ჩანაწერებზე წვდომა 1 თვის განმავლობაში
  • ღირებულება: 750 ლარი (დღგ-ის ჩათვლით)

გადახდის პირობები ფიზიკური პირებისთვის

  • პირველი ნაწილის გადახდა — რეგისტრაციის დადასტურებისას
  • მეორე ნაწილის გადახდა — კურსის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ Kreston Georgia Academy-ს სერთიფიკატი.

კურსის ლექტორი

david papiashvili kreston georgia

დავით პაპიაშვილი

ACCA-ის, ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის და სხვა სასწავლებლების ლექტორი საგადასახადო კანონმდებლობაში, საეთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრი აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი, პრაქტიკოსი აუდიტორი და საგადასახადო დავების ექპერტი.

სილაბუსი

მოქმედი საგადასახადო კოდექსის დებულებები (ზოგადი და გადასახადების ნაწილი), ასევე საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (ბრძანებები, ინსტრუქციები ე.წ მანუალები). თითოეული ნორმის განხილვისას გაირჩევა მასთან დაკავშირებული პრაქტიკული ქეისები

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ არსებითი ხასიათის ცვლილებებს, ახალი მოგების გადასახადის რეგულაციებს, დღგ-ში შესულ ცვლილებებს.

თითოეული გადასახადის გავლისას ვრცელი პრაქტიკული ამოცანების მაგალითზე განხილული იქნება კონკრეტული გადასახადის გამოანგარიშებისა და საგადასახადო დეკლარაციის შევსების წესი და ისეთი პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საგადასახადო დაბეგვრის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

ტრენინგი მოიცავს 4 შუალედურ გამოცდას. გამოცდების მიზანია, პრაქტიკაში შეჯამდეს ის საკითხები, რაც განხილულ იქნა ლექციებზე. შუალედური გამოცდების მიზანია, ცოდნის პრაქტიკული შეჯამება და არა მსმენელთა დაყოფა წარმატებულ და წარუმატებელ სტუდენტებად. 

შუალედური გამოცდები ეხება შემდეგ საკითებს:
I - საგადასახადო კოდექსის ზოგადი ნაწილი (78-ე მუხლის ჩათვლით);
II - საშემოსავლო და მოგების გადასახადები (წლიური, გადახდის წყაროსთან დასაკავებელი და განაწილებული მოგების გადასახადი);
III - დღგ;
IV - ქონება და აქციზი.

  • ვადების დათვლის წესი, ხანდაზმულობის ვადები, ტერმინთა განმარტება, ეკონომიკური საქმიანობა, დაქირავებით მუშაობა, საქონელი/მომსახურება, საბაზრო ფასი და ურთიერთდამოკიდებული პირები (მუხლი 1-19)
  • საწარმო, ორგანიზაცია, მეწარმე ფიზიკური , საქველმოქმედო და რელიგიური საქმიანობა, მუდმივი დაწესებულება, საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები (თიზ-ი, სპეციალური საწარმო, საერთაშორისო საწარმო, ტურისტული საწარმო, სპეციალური სავაჭრო კომპანია და სხვ.), რეზიდენტობის განსაზღვრა, როდის ითვლება გადამხდელთან გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად (მუხლი 20-44)
  • გადასახადის გადამხდელებისათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა. საჯარო გადაწყვეტილება, წინასწარი გადაწყვეტილება (მუხლი 45-52)
  • გადასახადის გადახდის ვადა, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა (მუხლი 53-78)
  • საშემოსავლო და მოგების გადასახადის მუხლების დეტალური განხილვა და გადასახადების დეკლალირება (მუხლი 79-155)
  • დამატებული ღირებულების გადასახადის მუხლების დეტალური განხილვა და გადასახადის დეკლარირება  (მუხლი 156-181)
  • აქციზი (მუხლი 182-194)
  • იმპორტის გადასახადი (მუხლი 195-199)
  • ქონების გადასახადის დეტალური მიმოხილვა და გადასახადის დეკლალირება (მუხლი 200-206)
  • საგადასახადო კონტროლი (მუხლი 255-268)
  • საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა, საგადასახადო დავა და შეთანხმება (მუხლი 269-308)
  • გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი (მუხლი 309-310)
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996, სხვა ბრძანებებისა და მნიშვნელოვანი და არსებითი საგადასახადო რისკების შემცველი მეთოდური მითითებების (მანუალების) განხილვა
  • მთავრობის დადგენილებები, რომლებიც არეგულირებენ საგადასახადო დაბეგვრის საკითხს.

სხვა კურსები

გადახდის წყაროსთან დასაკავებელი მოგების და საშემოსავლო გადასახადები

Kreston Academy საგადასახადო კოდექსის პარალელურად გთავაზობთ გადასახადების მოკლევადიან ტრენინგებს...

ხანგრძლივობა
24 საათი
(8 შეხვედრა)

ტრენინგის ფასი
250 ლარი

მოგების გადასახადის (ესტონური მოდელი) პრაქტიკული კურსი

Kreston Academy საგადასახად კოდექსის სრული კურსის პარალელურად გთავაზობთ ესტონური მოდელის - მოგების გადასახადის მოკლევადიან ტრენინგს...

ხანგრძლივობა
18 საათი
(6 შეხედრა)

ტრენინგის ფასი
250 ლარი

დღგ-ით დაბეგვრის პრაქტიკული კურსი

Kreston Academy საგადასახადო კოდექსის სრული კურსის პარალელურად გთავაზობთ დღგ-ით დაბეგვრის პრაქტიკულ, ინეტაქციულ კურსს. სასწავლო კურსის მიზანია...

ხანგრძლივობა
30 საათი
(10 შეხვედრა)

ტრენინგის ფასი
250 ლარი

IFRS for SME’s - მსს ფასს სტანდარტის პრაქტიკული კურსი

Kreston Academy გთავაზობთ მსს ფასს სტანდარტის ტრენინგს. ტრენინგი მიზნად ისახავს, მსმენელებმა მისი გავლის შემდეგ შეძლონ მცირე და საშუალო ზომითი...

ხანგრძლივობა
24 საათი
(8 შეხვედრა)

ტრენინგის ფასი
500 ლარი

მეოთხე ზომითი საწარმოების ფინანსური ანგარიშგების შედგენა

Kreston Academy გთავაზობთ მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის ონლაინ სემინარს. სემინარი მიზნად ისახავს...

ხანგრძლივობა
6 საათი
(2 შეხედრა)

ტრენინგის ფასი
118 ლარი