მხარდაჭერა საგადასახადო შემოწმების პროცესში
ვიცავთ თქვენს ინტერესებს საგადასახადო შემოწმების პროცესში
მხარდაჭერა საგადასახადო შემოწმების პროცესში გულისხმობს თქვენი კომპანიის ინტერესების დაცვას საგადასახადო ორგანოებთან მიმართებაში, საგადასახადო შემოწმების პროცესის განმავლობაში. საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩვენი კონსულტაცია მოიცავს:
- კომპანიის მიერ დეკლარირებული ინფორმაციის შესწავლას და შესაბამისი დოკუმეტნაციის წარდგენაზე რეკომენდაციის გაცემას;
- საგადასახადო აუდიტის შეტყობინებით გათვალისწინებული ფორმების შევსებაში მონაწილეობას კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
- საგადასახადო ორგანოსთან პირველად გასაუბრებაში მონაწილეობასა და მათთვის წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით განმარტებების მიცემას;
- საგადასახადო აუდიტის პროცესის სრულ მონიტორიგისა და შემმოწმებლებთან უწყვეტ კომუნიკაციას;
- საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე პოზიციის წარმოდგენასა და განხილვაში მონაწილეობის მიღებას.
- მოქმედი კანომდებლობის ფარგლებში ყველა ზომის მიღებასა და შესაძლებლობის გამოყენებას რათა კლიენტი კომპანიისათვის არ მოხდეს არასწორი არგუმენტაციითა და საფუძვლით გადასახადისა და სანქციის თანხების დაკისრება.
მოითხოვე შეხვედრა
ხარისხიანი აუდიტორული და ფინანსური მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით