fbpx
Kreston Georgia Fiabci Partnership
გააზიარე სტატია

კრესტონ ჯორჯია უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის FIABCI Georgia-ს წევრი გახდა!

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კრესტონ ჯორჯია უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის FIABCI Georgia-ს წევრი გახდა!

აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი აუდიტორული კომპანიისთვის, რადგანაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფოკუსს სწორედ უძრავი ქონების სექტორი წარმოადგენს. წევრობის ფარგლებსი დაგეგმილია სხვადასხვა სახის ვებინარები და აქტივობები ფიაბცი ჯორჯიას პარტნიორი და წევრი კომპანიებისთვის.

აღსანიშნავია,რომ კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორების დავით და ლევან პაპიაშვილის ინიციატივით დაიგეგმება ფიაბცის წევრი კომპანიებისთვის საგადასახადო საკითხების სექტორული მიმოხილვა და ფინანსური აუდიტის შესახეხ კონსულტაციები.

უძრავი ქონების და სამშენებლო ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში, რომლის ტენდენციებსაც კრესტონ ჯორჯიაში მუდმივად ვაკვირდებით და ვფიქრობთ, რომ ამ სექტორში ჩვენი გამოცდილება მნიშვნელოვანია.


გააზიარე სტატია