IFRS for SME’s - მსს ფასს სტანდარტის პრაქტიკული კურსი

ხანგრძლივობა
24 საათი
(8 შეხვედრა)

ტრენინგის ფასი
500 ლარი

Kreston Georgia Academy გთავაზობთ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის - IFRS for SMEs, პრაქტიკულ კურსს.

ტრენინგი განკუთვნილია ბუღალტრებისთვის, ფინანსური მენეჯერებისთვის და აუდიტორებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და სტანდარტების დანერგვაში.

კურსის მიზანია მსმენელს მისცეს ყველა საჭირო პრაქტიკული უნარი IFRS for SMEs სტანდარტის სწორად გამოყენებისა და ანგარიშგების კანონთან შესაბამისად მომზადებისთვის.

ტრენინგის შინაარსი

  • მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) სტრუქტურისა და პრინციპების შესწავლა
  • ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესი ახსნა-განმარტებითი შენიშვნებით
  • ანგარიშგების ატვირთვისა და მონაცემების შევსების წესი ფინანსური ანგარიშგების პორტალზე
  • პრაქტიკული ქეისების განხილვა და ინდივიდუალური კითხვებზე მუშაობა

ორგანიზაციული დეტალები

  • ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა
  • ფორმატი: ონლაინ (Zoom)
  • ტრენინგის ჩანაწერებზე წვდომა 1 თვის განმავლობაში
  • ღირებულება: 500 ლარი (დღგ-ის ჩათვლით)

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ Kreston Georgia Academy-ს სერთიფიკატი.

კურსის ლექტორები

tamar chkeidze Kreston

თამარ ჩხეიძე

შპს Kreston Georgia-ს მმართველი დირექტორი 2021 წლის ნოემბრიდან. ხელმძღვანელობდა შპს Kreston Georgia-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებას 2017-2021 წლებში, ხოლო ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართულებას - 2012-2016 წლებში. 2019 წლიდან აკადემიაში უძღვება ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებულ ტრენინგებს: მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტისა (მსს ფასს) და IV კატეგორიის საწარმოების სტანდარტის დანერგვის ტრენინგებს, ფასს-ების სიახლეებსა და სხვა თემატურ სემინარებს.

სილაბუსი

შეხვედრა 1

  • შესავალი, მსს ფასს-ის გაცნობა, ზოგადი მიმოხილვა;
  • 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 განყოფილებები ;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (მე-17 განყოფილება) პრაქტიკული მაგალითები 

შეხვედრა 2

  • საინვესტიციო ქონება (მე-16 განყოფილება);
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა - გუდვილის გარდა (მე-18 განყოფ.) ;
  • მარაგები (მე-13 განყოფილება) ;
  • აქტივების გაუფასურება (27-ე განყოფილება) პრაქტიკული მაგალითები 

შეხვედრა 3

  • სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები (მე-10 განყოფილება); 
  • ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები (მე-11 განყოფილება) ;
  • იჯარა (მე-20 განყოფილება); 
  • ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები (21-ე განყ.) პრაქტიკული მაგალითები

შეხვედრა 4

  • ამონაგები (23-ე განყოფილება) • სახელმწიფო გრანტები (24-ე განყოფილება);
  • ოპერაციები უცხოურ ვალუტაში (30-ე განყოფილება); 
  • ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები; დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები; 
  • მოგების გადასახადი (25-ე; 28-ე; 29-ე) პრაქტიკული მაგალითები

შეხვედრა 5

  • კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინ. ანგარიშგება (მე-9 განყოფ.);
  • ბიზნესის გაერთიანება, გუდვილი (მე-19 განყოფილება);
  • ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში (მე-14 განყოფილება);
  • ინვესტიციები ერთობლივ საქმიანობაში (მე-15 განყოფილება) პრაქტიკული მაგალითები 

შეხვედრა 6

  • საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები (32-ე განყოფილება);
  • დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები (33-ე განყოფილება); 
  • ბიოლოგიური აქტივები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში (34-ე განყოფ.) პრაქტიკული მაგალითები 

შეხვედრა 7

  • პრაქტიკული მაგალითები განვლილ საკითხებზე;
  • მსს ფასს-ზე გადასვლა (35-ე განყოფილება); 
  • ფინანსური ანგარიშგების აგება სააღრიცხვო მონაცემებიდან ექსელის დახმარებით; (მ.შ.ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების აგება) ფინანსური ანგარიშგების მონაცემების პორტალზე ატვირთვის მიმოხილვა. 

შეხვედრა 8

  • მსს ფასს-ის მიხედვით ფინანსური ანგარიშგების შედგენისას წარმოქმნილი საგადასახადო კითხვების განხილვა. 



სხვა კურსები

საგადასახადო კოდექსის სრული კურსი

სასწავლო კურსის მიზანია, პრაქტიკოს ბუღალტრებს, აუდიტორებს, ფინანსურ მენეჯერებს, იურისტებს, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სრულყოფილი...

ხანგრძლივობა
6 საათი

ტრენინგის ფასი
750 ლარი

გადახდის წყაროსთან დასაკავებელი მოგების და საშემოსავლო გადასახადები

Kreston Academy საგადასახადო კოდექსის პარალელურად გთავაზობთ გადასახადების მოკლევადიან ტრენინგებს...

ხანგრძლივობა
24 საათი
(8 შეხვედრა)

ტრენინგის ფასი
250 ლარი

მოგების გადასახადის (ესტონური მოდელი) პრაქტიკული კურსი

Kreston Academy საგადასახად კოდექსის სრული კურსის პარალელურად გთავაზობთ ესტონური მოდელის - მოგების გადასახადის მოკლევადიან ტრენინგს...

ხანგრძლივობა
18 საათი
(6 შეხედრა)

ტრენინგის ფასი
250 ლარი

დღგ-ით დაბეგვრის პრაქტიკული კურსი

Kreston Academy საგადასახადო კოდექსის სრული კურსის პარალელურად გთავაზობთ დღგ-ით დაბეგვრის პრაქტიკულ, ინეტაქციულ კურსს. სასწავლო კურსის მიზანია...

ხანგრძლივობა
30 საათი
(10 შეხვედრა)

ტრენინგის ფასი
250 ლარი

მეოთხე ზომითი საწარმოების ფინანსური ანგარიშგების შედგენა

Kreston Academy გთავაზობთ მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის ონლაინ სემინარს. სემინარი მიზნად ისახავს...

ხანგრძლივობა
6 საათი
(2 შეხედრა)

ტრენინგის ფასი
118 ლარი