fbpx

IFRS for SME’s - მსს ფასს სტანდარტის პრაქტიკული კურსი

ხანგრძლივობა
24 საათი
(8 შეხვედრა)

ტრენინგის ფასი
380 ლარი

Kreston Academy გთავაზობთ მსს ფასს სტანდარტის ტრენინგს. ტრენინგი მიზნად ისახავს, მსმენელებმა მისი გავლის შემდეგ შეძლონ მცირე და საშუალო ზომითი საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SME’s) დანერგვა შესაბამისი ზომითი კატეგორიის კომპანიაში, აღნიშნული სტანდარტით აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების შედგენა.

ტრენინგი ინტერაქციული ხასიათსაა და მსმენელებს საშუალება ექნებათ თავიანთი პრაქტიკული ქეისების შესახებ კითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა. 

ტრენინგის ძირითად ნაწილს გაუძღვება Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი, პრაქტიკოსი აუდიტორი - თამარ ჩხეიძე. შემაჯამებელ შეხვედრას, სადაც განხილული იქნება მსს ფასს-ის მიხედვით ფინანსური ანგარიშგების შედგენისას წარმოქმნილი საგადასახადო საკითხები, გაუძღვება Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი, Kreston Academy -ის საგადასახადო მიმართულების ტრენერი - დავით პაპიაშვილი. 

კეთდება ყოველი ლექციის ვიდეოჩანაწერი და ზიარდება დამსწრეებთან. ვიდეოჩანაწერებზე წვდომა ნარჩუნდება ლექციების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაშიც. 

ტრენინგის დასასრულს გაიცემა სერთიფიკატი.

კურსის ლექტორები

tamar chkeidze Kreston

თამარ ჩხეიძე

შპს Kreston Georgia-ს მმართველი დირექტორი 2021 წლის ნოემბრიდან. ხელმძღვანელობდა შპს Kreston Georgia-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებას 2017-2021 წლებში, ხოლო ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართულებას - 2012-2016 წლებში. 2019 წლიდან აკადემიაში უძღვება ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებულ ტრენინგებს: მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტისა (მსს ფასს) და IV კატეგორიის საწარმოების სტანდარტის დანერგვის ტრენინგებს, ფასს-ების სიახლეებსა და სხვა თემატურ სემინარებს.

სილაბუსი

შეხვედრა 1

  • შესავალი, მსს ფასს-ის გაცნობა, ზოგადი მიმოხილვა;
  • 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 განყოფილებები ;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (მე-17 განყოფილება) პრაქტიკული მაგალითები 

შეხვედრა 2

  • საინვესტიციო ქონება (მე-16 განყოფილება);
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა - გუდვილის გარდა (მე-18 განყოფ.) ;
  • მარაგები (მე-13 განყოფილება) ;
  • აქტივების გაუფასურება (27-ე განყოფილება) პრაქტიკული მაგალითები 

შეხვედრა 3

  • სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები (მე-10 განყოფილება); 
  • ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები (მე-11 განყოფილება) ;
  • იჯარა (მე-20 განყოფილება); 
  • ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები (21-ე განყ.) პრაქტიკული მაგალითები

შეხვედრა 4

  • ამონაგები (23-ე განყოფილება) • სახელმწიფო გრანტები (24-ე განყოფილება);
  • ოპერაციები უცხოურ ვალუტაში (30-ე განყოფილება); 
  • ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები; დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები; 
  • მოგების გადასახადი (25-ე; 28-ე; 29-ე) პრაქტიკული მაგალითები

შეხვედრა 5

  • კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინ. ანგარიშგება (მე-9 განყოფ.);
  • ბიზნესის გაერთიანება, გუდვილი (მე-19 განყოფილება);
  • ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში (მე-14 განყოფილება);
  • ინვესტიციები ერთობლივ საქმიანობაში (მე-15 განყოფილება) პრაქტიკული მაგალითები 

შეხვედრა 6

  • საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები (32-ე განყოფილება);
  • დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები (33-ე განყოფილება); 
  • ბიოლოგიური აქტივები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში (34-ე განყოფ.) პრაქტიკული მაგალითები 

შეხვედრა 7

  • პრაქტიკული მაგალითები განვლილ საკითხებზე;
  • მსს ფასს-ზე გადასვლა (35-ე განყოფილება); 
  • ფინანსური ანგარიშგების აგება სააღრიცხვო მონაცემებიდან ექსელის დახმარებით; (მ.შ.ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების აგება) ფინანსური ანგარიშგების მონაცემების პორტალზე ატვირთვის მიმოხილვა. 

შეხვედრა 8

  • მსს ფასს-ის მიხედვით ფინანსური ანგარიშგების შედგენისას წარმოქმნილი საგადასახადო კითხვების განხილვა. 



სხვა კურსები

საგადასახადო კოდექსის სრული კურსი

სასწავლო კურსის მიზანია, პრაქტიკოს ბუღალტრებს, აუდიტორებს, ფინანსურ მენეჯერებს, იურისტებს, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სრულყოფილი...

ხანგრძლივობა
120 საათი
(40 შეხვედრა)

ტრენინგის ფასი
590 ლარი

გადახდის წყაროსთან დასაკავებელი მოგების და საშემოსავლო გადასახადები

Kreston Academy საგადასახადო კოდექსის პარალელურად გთავაზობთ გადასახადების მოკლევადიან ტრენინგებს...

ხანგრძლივობა
15 საათი
(5 შეხვედრა)

ტრენინგის ფასი
180 ლარი

მოგების გადასახადის (ესტონური მოდელი) პრაქტიკული კურსი

Kreston Academy საგადასახად კოდექსის სრული კურსის პარალელურად გთავაზობთ ესტონური მოდელის - მოგების გადასახადის მოკლევადიან ტრენინგს...

ხანგრძლივობა
15 საათი
(5 შეხედრა)

ტრენინგის ფასი
180 ლარი

დღგ-ით დაბეგვრის პრაქტიკული კურსი

Kreston Academy საგადასახადო კოდექსის სრული კურსის პარალელურად გთავაზობთ დღგ-ით დაბეგვრის პრაქტიკულ, ინეტაქციულ კურსს. სასწავლო კურსის მიზანია...

ხანგრძლივობა
21 საათი
(7 შეხვედრა)

ტრენინგის ფასი
180 ლარი

მეოთხე ზომითი საწარმოების ფინანსური ანგარიშგების შედგენა

Kreston Academy გთავაზობთ მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის ონლაინ სემინარს. სემინარი მიზნად ისახავს...

ხანგრძლივობა
6 საათი
(2 შეხედრა)

ტრენინგის ფასი
118 ლარი