გააზიარე სტატია

2026 წლის აგვისტოს თვის განმავლობაში
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

 

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2026 წლის აგვისტოს თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

 

სარჩევი

  1.  ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

    1.1. გაუქმდა ბაზრობის ორგანიზების საგადასახადო ადმინისტრირების წესი

 

 

 

1. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

1.1.  გაუქმდა ბაზრობის ორგანიზების საგადასახადო ადმინისტრირების წესი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 4 აგვისტოს №253 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილების შედეგად ამოღებული იქნა ინსტრუქციის VII3 კარი, რომელიც არეგულირებდა ბაზრობის ორგანიზებას.

როგორც მოგეხსენებათ, 2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომში – „სსკ“) 262 მუხლი, რომელიც არეგულირებდა ბაზრობის ორგანიზების სპეციალურ დაბეგვრის რეჟიმს და ბაზრობის მოვაჭრეებისთვის გულისხმობდა 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრის რეჟიმს ყოველიური ბრუნვიდან, თუმცა პრაქტიკაში აღნიშნული ნორმა ბაზრობის მოვაჭრეებისთვის არც არასდროდ არ მოქმედებადა, ვინაიდან მისი ამოქმედება 2026 წლიდან იყო გათვალისწინებული, შედეგად კი აღნიშნული ნორმის გაუქმება მის ამოქმედებამდე მოხდა.

შესაბამისად, ცვლილება განხორციელდა ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში და ამოღებულ იქნა ინსტრუქციის VII³ კარი — „ბაზრობის ორგანიზება“ — რომელიც ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭებას, ასევე ბაზრობის ორგანიზატორისა და ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების (მოვაჭრის) ვალდებულებების შესრულების წესს განსაზღვრავდა.

აღნიშნული ნორმების გაუქმებამ (არ ამოქმედებამ) ბაზრობის ტეროტორიაზე მოვაჭრეებისთვის ბრუნვიდან 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრის შესაძლებლობა სრულად გამორიცხა, რაც ზოგადად ნიშნავს ასეთი მოვაჭრე ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის 2 შესაძლოა ალტერნატივას:

  •  წლიური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას – დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) 20%-ის ოდენობით. 
  • მცირე ბიზნესის 1%-იანი განაკვეთით (500 000 ლარამდე) დაბეგვრას – ყოველთვიური ბრუნვების 1%-ის ოდენობით.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა ბაზრობის მოვაჭრეები შესაძლოა დაიბეგრონ დღგ-ით, წყაროსთან დასაკავებელი გადასახადითა და სხვა გადასახადებით.

კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე — 2026 წლის 5 აგვისტოდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6965025?publication=0

 

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი                                                                                    დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი                       რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია