fbpx
გააზიარე სტატია

საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისთვის პარტნიორთა/მონაწილეთა შესახებ წლიური ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება დაწესდა!

ფინანსთა სამინისტროს 996-ე ბრძანებაში შესული ცვლილების მიხედვით იმ პირებს რომლებიც რეგისტაციას ექვემდებარებიან საგადასახადო ორგანოს მიერ

(არარეზიდენტი საწარმოების მუდმივი დაწესებულები, გაერთიანებები,  და ა.შ.) , მათი პარტნიორთა/მონაწილეთა შესახებ

ყოველწლიურად ინფორმაციის წარდგენის დამატებითი ვალდებულება დაუწესდათ.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით ისეთმა სუბიექტებმა როგორიც არიან არარეზიდენტი საწარმოების მუდმივი დაწესებულები, გაერთიანებები და სხვა პირები რომლებიც რეგისტრაციას ექვემდებარებიან საგადასახადო ორგანოს მიერ  შემოსავლების სამსახურის მიერ  პარტნიორთა/მონაწილეთა  (მათ შორის, პარტნიორთა/მონაწილეთა შემადგენლობაში ცვლილების) შესახებ ინფორმაცია  სადასახადო ორგანოში არაუგვიანეს ყოველი საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 30 იანვრისა უნდა წარუდგინონ ქვემოთ მოცემული ფორმით:

 

აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება ისეთ პირებზე როგორიცაა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოება, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი, ორგანიზაცია (მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაცია) და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ ამხანაგობა, შესაბამისად აღნიშნული ვალდებულება არ გავრცელდება შპს, სს და სხვა სამართლებრივი ფორმის სუბიექტებზე რაც განმარტებულია მეწარმეთა კანონის მიხედვით, არამედ აღნიშნული ვალდებულება შეეხება ისეთ საწარმოებს რომლებიც რეგისტრაციას ექვემდებარებიან საგადასახადო ორგანოს მხრიდან და არ მოაზრებიან ზემოთ ხსენებულ ჩამონათვალში მაგალითად არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულება,  გაერთიანება, და სხვა მსგავსი წარმონაქმნი რომლებიც რეგისტრაციას ექვემდებარება შემოსავლების სამსახურის მიერ ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანების შესაბამისად.

საკანონმდებლო ცვლილება  2024 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში რაც ნიშნავს იმას რომ ზემოთ ხსენებულმა პირებმა აღნიშნული ტიპის ინფორმაცია 2024 წლის დადგომის შემდეგ უნდა წარადგინონ.

 


გააზიარე სტატია