2025 წლის ოქტომბრის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2025 წლის ოქტომბრის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.
სარჩევი
1.ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
1.1.ცვლილებები ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების წესში
1.ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
1.1. ცვლილებები ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების წესში
2025 წლის 10 და 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა ფინანსთა მინისტრის N262 და N277 ბრძანებები, რომლითაც ცვლილებები შევიდა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N916 ბრძანებაში.
ცვლილების შედეგად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის მოთხოვნაზე (შემდგომში, „მოთხოვნა“) უარის თქმის საფუძველთა ნუსხას დაემატა კიდევ ერთი საფუძველი, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს უარი თქვას გადასახადის გადამხდელის „მოთხოვნაზე“, თუკი გადასახადის გადამხდელი არ გაეცნო საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ხარვეზს ან უარი განაცხადა მის მიღებაზე, და ამასთან, ხარვეზის დადგენის შესახებ წერილის გაგზავნის თარიღიდან გასულია 30 კალენდარული დღე.
ცვლილების მიხედვით ასევე, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელისთვის, მოთხოვნის შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ახალი საფუძველი. კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტი განიხილავს ისეთ შემთხვევას, როდესაც საგადასახადო ორგანოს ერთი და იგივე საინკასო დავალებით, გადასახადის გადამხდელის სხვადასხვა საბანკო ანგარიშიდან მოხდა გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის ჩამოწერა საინკასო დავალებით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით. შედეგად, აღნიშნულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე, ამავე ბრძანებით განსაზღვრული დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით.
ცვლილებები ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2025 წლის 10 და 24 ოქტომბრიდან.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6642279?publication=0
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6652985?publication=0
შპს კრესტონ ჯორჯია
მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი
საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან ჭაბუკიანი