fbpx
გააზიარე სტატია

გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის ფორმა იცვლება 

2024 წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილება ეხება „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის“ (ე.წ. განაცემთა დეკლარაციის) ფორმას, რომელიც 2024 წლის დეკემბრის საანგარიშო თვიდან ამოქმედდება. მთავარი ცვლილება დეკლარაციის ფორმაში ეხება 2008 წლამდე დარიცხული განაცემების მიმდინარე პერიოდში გაცემისას შესავსები დეკლარაციის ველების გამარტივებას,  ასევე განაცემთა დეკლარაციის „დანართი ა“-ში საგადასხადო შეღავათების ნაწილში საპენსიო შენატანის თანხის (2%-ის) ცალკე გამოყოფას, რაც მანამდე მოქმედ ფორმაში ცალკე გამოყოფილი არ იყო. 

ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის“ III ნაწილი „განაცემის   დასახელება“. დეკლარაციის ახალი ფორმის შემოღებით გამარტივდა დეკლარაციის მთავარი გვერდი და ფორმიდან ამოღებული იქნა 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ ანაზღაურებებთან დაკავშირებული რამოდენიმე უჯრა და გაცილებით გამარტივებული სახით ჩამოყალიბდა:

  • 56​¹ უჯრა – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან, საანგარიშო პერიოდში გაცემული ანაზღაურება;
  • 56​² უჯრა – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე გადახდის   წყაროსთან დაკავებული გადასახადი (განაკვეთი12%);

გარდა ზემოთ აღნიშნულისა 2008 წლამდე დარიცხულ და მიმდინერე პერიოდში ანაზღაურებულ განაცემებთან (ასევე სოციალურ გადასახადთან) დაკავშირებული ქვემოთ მითითებული უჯრები სრულად იქნა ამოღებული დეკლრაციის ფორმიდან:  

  • 56​³ უჯრა –  საანგარიშო თვეში გაცემული 2008 წლის 1 იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურების ოდენობა, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი;
  • 56⁴​  უჯრა – სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (56​3 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი);
  • 56​ ⁵ უჯრა – გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (56​3 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი);

გარდა ამისა  ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა დეკლარაციის დანართი „ა“, კერძოდ განაცემების ველში ცალკე იქნა გამოყოფილი დაკავებული საპენსიო შენატანის თანხა (2%) როგორც საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული განაცემი, ასევე ცალკე გამოიყო სხვა განაცემები, გარდა ამისა ამოღებული იქნა სოციალურ გადასახადთან დაკავშირებული უჯრა, კერძოდ:

  • საგადასახადო შეღავათების ველი გაიმიჯნა ორ ნაწილად და ახალი რედაქციის მიხედვით, ცალ-ცალკე შესაბამის ველებში უნდა აისახოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმებულის სახელითა და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანთან დაკავშირებული შეღავათი და სხვა შეღავათები. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დანართის ძველ რედაქციაში საპენსიო შენატანიც და სხვა შეღავათებიც აისახებოდა ჯამურად ერთ ველში  „შეღავათის ოდენობა“.
  • ამოღებულ იქნა „სოციალური გადასახადი“-ს ველი, ვინაიდან ეს გადასახადი უკვე დიდი ხანია გაუქმებულია.

 

დეკლარაციის დანართი „ა“

განაცემის მიმღების საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი განაცემის მიმღების დასახელება მისამართი პირის რეზიდენტობა (ქვეყანა) შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია განაცემი შეღავათები გაცემის თარიღი წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი წყაროსთან დაკავებული  გადასახადი (ლარი)

((სვ7-სვ 8-სვ 9) x სვ 11)

საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გათავისუფლებას ან შემცირებას დაქვემდებარებული გადასახადის თანხა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ჩათვლას დაქვემდებარებული, უცხო ქვეყანაში გადახდილი გადასახადის თანხა
                    სახე ლარი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმებულის სახელითა და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი

(სვ7x 2/100)

სხვა შეღავათები
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
                     

 

 
                     

 

 

 

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6315389?publication=0

 


გააზიარე სტატია