fbpx
გააზიარე სტატია

გაცემული და მიღებული სესხების, ასევე კაპიტალის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო ხდება

 

ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანებში განხორციელებული ცვლილების შედეგად ფიზიკური პირებისთვის წლიური საშემოსავლო დეკლარაციის ნაწილში და იურიდიული პირებისთვის ყოველთვიური მოგების დეკლარაციის ნაწილში გაცემული და მიღებული სესხების შესახებ ინფორმაციის (სესხის თანხების გაზრდა და შემცირება)  წარდგენა სავალდებულო ხდება.

გარდა ამისა ცვლილების მიხედვით იურიდიული პირები ვალდებული იქნებიან მოგების გადასახადის დეკლარაციაში დამატებით წარადგინონ მათი კაპიტალის მოძრაობისა (გაზრდა და შემცირება) და  სხვა იურიდიულ პირებში კაპიტალის მოძრაობის (გაზრდა და შემცირება)  შესახებ არსებული ინფორმაცია.

განხორციელებული ცვლილების მიხედვით სესხების შესახებ გადასხადის გადამხდელებმა უნდა წარადგინონ შემდეგი სახის ინფორმაცია:

გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში:

  • საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი;
  • საანგარიშო თვის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით;
  • სესხის გადაფასების შესახებ არსებული ინფორმაცია სესხის ზრდის ნაწილში.
  • საანგარიშო თვის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით;
  • სესხის გადაფასების შესახებ არსებული ინფორმაცია სესხის შემცირების ნაწილში.
  • საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი;

მიღებული სესხ(ებ)ის შემთხვევაში:

  • საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი;
  • საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით;
  • მიღებული სესხების ზრდის ის ნაწილი რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
  • საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით;
  • მიღებული სესხების შემცირების ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
  • საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი;

გარდა ამისა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ იურიდიული პირები ვალდებულნი ხდებიან მოგების გადასახადის დეკლარაციაში წარადგინონ დამატებითი ინფორმაცია მათი და სხვა საწარმოს  კაპიტალის მოძრაობის შესახებ:

საწარმოს კაპიტალის მოძრაობისას:

  • საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით საწარმოს კაპიტალის ოდენობა;
  • საანგარიშო თვის განმავლობაში საწარმოს კაპიტალის ზრდა;
  • საანგარიშო თვის განმავლობაში საწარმოს კაპიტალის შემცირება;
  • საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით საწარმოს კაპიტალის ოდენობა;

 

სხვა საწარმოს კაპიტალის მოძრაობისას:

 

  • აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ოდენობა;
  • აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ზრდა;
  • აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის შემცირება;
  • აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ოდენობა.

ყოველივე ზემოთ ხსენებული ნიშნავს რომ საწარმოების შემთხვევაში  მათ დამატებითი ვალდებულებები უჩნდებათ  სესხებისა და კაპიტალის მოძრაობის შესახებ დამატებითი სახის ინფორმაცია ყოველთვიურად წარადგინონ მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენისას, რაც აღნიშული ცვლილების ამოქმედებამდე არ მოითხოვებოდა. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ  კომპანიებს ავალდებულებს ბუღალტრული ოპერაციების თვის ჭრილში, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე სრულყოფილად აღრიცხვას.

ცვლილების მიხედვით დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება გადასახადის გადამხდელებს 2023 წლის 1 აგვისტოდან ევალებათ.


გააზიარე სტატია