fbpx
გააზიარე სტატია

2024 წლის მარტის თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2024 წლის მარტის თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.

 

სარჩევი

1. ცვლილებები საქართველოს კანონში 

1.1. დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობის გაუქმება 

2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში 

2.1. ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების/ადგილების მეიჯარის მიერ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება განისაზღვრა 

2.2. დაზუსტდა სასაქონლო კოდები „სეს ესნ“-ის შესაბამისად 

3. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში 

3.1. არაკვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა ეძლევა შემოწმებულ პერიოდზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურა დაადასტუროს 

3.2. ცალკეულ საქონელზე შეიცვალა ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ნორმები 

 

1.ცვლილებები საქართველოს კანონში

1.1. დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობის გაუქმება
2024 წლის 14 მარტს გამოქვეყნდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში (შემდგომში, „სსკ“). ცვლილების ნაწილი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო სრულად ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 2 აპრილიდან.

განხორციელებული ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის და განპირობებულია „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით და შესაბამისად, მიზნად ისახავს მასთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას.

ცვლილების საფუძველზე, სსკ-დან ამოღებულ იქნა მუხლები, რომლებიც საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის დასარეგულირებლად მიუთითებენ „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე. შედეგად დავალიანების რესტრუქტურიზაციის გამოყენებით ვალის 60 თვემდე გადავადება აღარ იქნება შესაძლებელი და ვალის საგადასახადო დავალიანების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები ამიერიდან დარეგულირდება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებით.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6119254?publication=0

2. ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

2.1. ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების/ადგილების მეიჯარის მიერ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება განისაზღვრა

2024 წლის 15 მარტს გამოქვეყნდა და ძალაში შედის 2024 წლის 1 აპრილიდან ცვლილება ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. ცვლილება ეხება ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი სტაციონარული სავაჭრო ობიექტების და არასტაციონარული სავაჭრო ადგილების მეიჯარე პირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინსტრუქციას დაემატა ახალი 395-ე მუხლი, ხოლო 112-ე მუხლს დაემატა 69-ე პუნქტი.

როგორც მოგეხსენებათ, სსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც საქართველოში ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ბაზრობის ორგანიზებისა) ეწევა, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მიმართოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ბაზრობის ორგანიზება კი არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემა. ბაზრობა არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც საქონლის სარეალიზაციოდაა განკუთვნილი.

განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, 2024 წლის 1 აპრილიდან პირი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაშია ბაზრობა და რომელიც ახდენს ამ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით (მათ შორის, ქვეიჯარით) გაცემას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იმ პირთა (მათ შორის, ქვემოიჯარეთა) შესახებ, რომლებზეც სტაციონარული სავაჭრო ობიექტი ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილი იჯარით/ქვეიჯარით გაცემულია ერთ კალენდარულ დღეზე მეტი პერიოდით.

პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს ბაზრობის ტერიტორიაზე სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა შემადგენლობაში ცვლილების (ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის) შემთხვევაში – არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთან, პირი, რომელიც სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემას ახორციელებს ბაზრობის ტერიტორიაზე და აღნიშნული საიჯარო ურთიერთობა წარმოშობილია 2024 წლის 1 აპრილამდე, ვალდებულია ამ ინსტრუქციის ახალი 39​5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 31 მაისისა.

ამ მუხლით განსაზღვრულ წარმოსადგენ ინფორმაციას განეკუთვნება ისეთი ინფორმაცია, როგორიც არის:

ა) მეიჯარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა და იურიდიული მისამართი;

ბ) ბაზრობის საფირმო სახელწოდება;

გ) მიწის საკადასტრო კოდ(ებ)ი და შესაბამისი მისამართ(ებ)ი;

დ) სტაციონარული და არასტაციონარული ობიექტების რაოდენობა;

ე) ინფორმაცია მოიჯარისა და ქვემოიჯარის შესახებ, მათ შორის: დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში – ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ;

ვ) მოიჯარის/ქვემოიჯარის საქმიანობის სახე;

ზ) იჯარით/ქვეიჯარით გაცემული ობიექტის ფართობი (კვ.მ) და ტიპი;

თ) იჯარის/ქვეიჯარის ხელშეკრულების ნომერი, თარიღი, თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულების დაწყების, დასრულების, ცვლილების და შეწყვეტის თარიღი;

ი) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

გარდა ამისა, მოიჯარის/ქვემოიჯარის მიერ ბაზრობაზე (ბაზრობის ტერიტორიაზე) იჯარით აღებული სტაციონარული სავაჭრო ობიექტის/არასტაციონარული სავაჭრო ადგილის ქვეიჯარით გაცემის შემთხვევაში, მოიჯარე/ქვემოიჯარე ვალდებულია, ქვეიჯარით გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აღნიშნულის შესახებ აცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს, საგადასახადო ორგანოში ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის მიზნით.

ცვლილებით დადგენილი ვალდებულების დარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6131849?publication=0

2.2. დაზუსტდა სასაქონლო კოდები „სეს ესნ“-ის შესაბამისად

2024 წლის 27 მარტს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. აღნიშნული ცვლილების მოქმედება გავრცელდა 2024 წლის 26 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ცვლილების შედეგად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ინსტრუქციის 77-ე და 781-ე მუხლების მე-2 პუნქტი და 792-ე მუხლების მე-8 პუნქტი

განხორციელებული ცვლილების მიზანი გახლდათ აღნიშნული მუხლების ახალ სეს ესნ-თან შესაბამისობაში მოყვანა. როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 26 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“ და გაუქმდა 2020 წლის 18 ნოემბერს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სეს ესნ-ი.

შესაბამისად №996 ბრძანების ზემოხსენებულ მუხლებში მოხდა სასაქონლო კოდების შეცვლა და მათი ახალ სეს ესნ-სთან შესაბამისობაში მოყვანა.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6139366?publication=0

3. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში

3.1. არაკვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა ეძლევა შემოწმებულ პერიოდზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურა დაადასტუროს

2024 წლის 26 მარტს გამოქვეყნდა და 2024 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში, რომელიც განსაზღვრავს ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესს.

ცვლილების შედეგად, მე-8 მუხლს დაემატა 4​1 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, არაკვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ან შემოწმებულ პერიოდზე, თუ იდენტიფიცირდება მიღებული (დასადასტურებელი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული დასაბეგრი ოპერაციის პერიოდი (თვე) მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ, დასაშვებია, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის აუდიტის დეპარტამენტი, გადასახადის გადამხდელს მიეცეს უფლება დაადასტუროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

როგორც მოგეხსენებათ, ამავე ბრძანების ცვლილებამდე არსებული რედაქციით რეგულირდებოდა მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შეზღუდვის წესი. კერძოდ, იმ საანგარიშო პერიოდზე ან საკითხზე, რომელზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა იზღუდება. ასეთ ვითარებაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა დასაშვებია მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. რომელსაც შეისწავლის აუდიტის დეპარტამენტი და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა საშუალება, გამოწეროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

აგრეთვე, მე-8 მუხლს დაემატა ახალი 61 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, მხოლოდ აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითებულ ოპერაციებზე გამოწერილ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე, რომელიც გამოიწერა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანების გამოცემის შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ ოპერაციებზე შემოსავლების სამსახურში განცხადების მიმართვის და მათგან დადებითი პასუხის მიღების საფუძველზე.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6138658?publication=0

3.2. ცალკეულ საქონელზე შეიცვალა ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ნორმები

    • 2024 წლის 29 მარტს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა ცვლილება „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის №22970 ბრძანებაში. კერძოდ კი, დანართი №1, რომელშიც წარმოდგენილია ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები, ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

დეტალური ანალიზისთვის, თანდართულ ცხრილში წარმოგიდგენთ ძველი და ახალი რედაქციით არსებული მაქსიმალური ზღვრული ნორმების შედარებას:

ოპერაციების დასახელება

დანაკარგი წონიდან %- ში (ძველი რედაქციით)

დანაკარგი წონიდან %- ში (ახალი რედაქციით)

პროპილისა და იზოპროპილის სპირტი

სეს ესნ კოდი: 2905 12

სარკინიგზოგადაზიდვები

                                                 0.80

                                                  0.80

მეთილის სპირტი

სეს ესნ კოდი: 2905 11

სარკინიგზოგადაზიდვები

                                                 0.15

                                                  0.15

პარაქსილოლი

სეს ესნ კოდი: 2902 43

სარკინიგზოგადაზიდვები

                                                 0.30

                                                  0.30

პიროლიზული ფისი

სეს ესნ კოდი: 3911 90 990 00

სარკინიგზოგადაზიდვები

                                                 1.00

                                                  1.00

ვაკუუმური გაზოილი

სეს ესნ კოდი: 2710 19 310 00, 2710 19 350 00.

სარკინიგზოგადაზიდვები

                                                 0.60

                                                  0.60

შენახვა

                                                  0.56

აირის კონდენსატი ბუნებრივი

სეს ესნ კოდი: 2709 00 100

სარკინიგზოგადაზიდვები

                                                 0.75

                                                  0.75

ნავთობის აირები გათხევადებული სეს ესნ კოდი: 2711 ნახშირწყალბადები აცეკლური სეს ესნ კოდი: 2901

სარკინიგზოგადაზიდვები

                                                 0.90

                                                  0.90

შენახვა

                                                 1.10

                                                  1.10

მეთილტრეტ ბუტილეთინის ეთერი

სეს ესნ კოდი: 2909 19 90

სარკინიგზოგადაზიდვები

                                                  0.39

  • 2024 წლის 26 მარტს ხელი მოეწერა და ხელისმოწერისთანავე ამოქმედდა ცვლილება „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში. კერძოდ, კი დანართი №2, რომელშიც წარმოდგენილია ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები, ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ასევე, მე-2 მუხლის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებში, რომლის მიხედვითაც განიმარტება „მაზუთი“ და „საპოხი ზეთი“, შეიცვალა სასაქონლო კოდები, 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად.

დეტალური ანალიზისთვის, თანდართულ ცხრილში წარმოგიდგენთ ძველი და ახალი რედაქციით არსებული მაქსიმალური ზღვრული ნორმების შედარებას:

ოპერაციების დასახელება

დანაკარგი წონიდან %-ში (ძველი რედაქციით)

დანაკარგი წონიდან %-ში (ახალი რედაქციით)

ბენზინზე

სეს ესნ კოდი: 2710 12 110 00; 2710 12 410 00, 2710 12 450 00, 2710 12 490 00.

საზღვაო გადაზიდვები

0.35

0.35

სარკინიგზო გადაზიდვები

0.24

0.24

საავტომობილო გადაზიდვები

0.12

0.12

რეზერვუარში შენახვა (მიწისზედა რეზერვუარში 1 თვეზე მეტი ვადით შენახვის გარდა

0.25

0.25

მიწისზედა რეზერვუარში შენახვა 1 თვეზე მეტი ვადით

0.35

0.35

ნედლ ნავთობზე

სეს ესნ კოდი: 2709 00 900 00

სარკინიგზო გადაზიდვები

0.04

0.04

შენახვა

0.077

0.077

დიზელზე

სეს ესნ კოდი: 2710 19 430 00, 2710 19 460 00, 2710 19 470 00, 2710 19 480 00.

საზღვაო გადაზიდვები

0.35

0.35

სარკინიგზო გადაზიდვები

0.1

0.1

საავტომობილო გადაზიდვები

0.05

0.05

რეზერვუარში შენახვა

0.07

0.07

ნავთზე

სეს ესნ კოდი: 2710 19 210 00, 2710 19 250 00.

საზღვაო გადაზიდვები

0.35

0.35

სარკინიგზო გადაზიდვები

0.11

0.11

საავტომობილო გადაზიდვები

0.06

0.06

რეზერვუარში შენახვა

0.1

0.1

მაზუთზე

სეს ესნ კოდი2710 19 620 00, 2710 19 660 00, 2710 19 670 00.

სარკინიგზო გადაზიდვები

1.05

1.05

შენახვა

0.97

საპოხ ზეთზე

სეს ესნ კოდი: 2710 19 990 00

სარკინიგზო გადაზიდვები

0.1

0.1

საპოხ ზეთზე

სეს ესნ კოდი: 2710 19 710 00

სარკინიგზო გადაზიდვები

0.1

0.98

ბენზოლი

სეს ესნ კოდი: 2902 20 000 00

სარკინიგზო გადაზიდვები

0.24

0.24

  • 2024 წლის 26 მარტს ხელი მოეწერა და ხელისმოწერისთანავე ამოქმედდა ბრძანება „სოიოს და მზესუმზირის შროტის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა აღნიშნული საქონლის დანაკარგის მაქსიმალური ნორმები, რომელიც წარმოდგენილია თანდართულ ცხრილში. შენახვის დანაკარგი ასევე მოიცავს ქვეყნის შიგნით ნებისმიერი ფორმით ტრანსპორტირების დანაკარგს.

ოპერაციის დასახელება

დანაკარგის ნორმა (%-ში მასიდან)

სოიოს შროტი

სეს ესნ კოდი: 2304

შენახვა

0.5

მზესუმზირის შროტი

სეს ესნ კოდი: 2306

შენახვა

0.5

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6141896?publication=0

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6141928?publication=0

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6146941?publication=0

შპს კრესტონ ჯორჯია

მმართველი პარტნიორი                                                             დავით პაპიაშვილი

საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი                     რუსუდან ჭაბუკიანი


გააზიარე სტატია