fbpx
გააზიარე სტატია

მომსახურების ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია რომელიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, ახალი ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი!

ფინანსთა მინისტრის 996 ბრძანებაში შესული ცვლილების მიხედვით განაცემთა დეკლარაციაში (ე.წ. საშემოსავლო დეკლარაცია) სავალდებულო ხდება მიღებული მომსახურების ანაზღაურების შესახებ ინფომაციის წარდგენა, რომელიც არ იბეგრება გადახადის წყაროსთან.

ცვლილების მიხედვით ანაზღაურებული მომსახურების თანხების შესახებ ინფორმაცია რომელთა გადახდის წყაროსთან დაბეგვრა  ამა თუ იმ მიზეზის გამო არ ხდება,  ახლებური წესით უნდა იქნეს წარდგენილი.  კერძოდ მითითებული უნდა იქნა მომსახურების ანაზღაურების მიმღების პირის, მისი რეზიდენტობის, მომსახურების სახისა და მომსახურების თანხის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია თანხის ფაქტობრივად გაცემის საანგარიშო თვის მიხედვით.

ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო ხდება განაცემთა დეკლარაციის დანართ „ე“-ს სახით:

ცვლილებას რომელიც 2024 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5945683?publication=0&fbclid=IwAR1VyOXqcxX68nOkQ3jNb45tZxr7escDrBOOYc4hXJh6DMqWSmvz5B1R-eM


გააზიარე სტატია