- September 21, 2022
- kreston admin
- 0
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესი 25 000 ლარის აღიარებული დავალიანების მქონე კომპანიებზე გავრცელდება!
შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ცვლილება ამავე სამსახურის უფროსის №3751 ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც:
- საგადასახადო აანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე სავალდებულო წესით ისეთი გადამხდელები გადავლენ რომელთა აღიარებული დავალიანებაც შეადგენს ან აღემატება 25 000 ლარს.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ ცვლილებამდე სპეციალურ წესზე სავალდებულო წესით გადაყვანა ხდებოდა იმ შემთხვევაში როდესაც გადამხდელის აღიარებული დავალიანება შეადგენდა 50 000 ლარს.
რაც შეეხება თავად საფ-ის გამოყენების სპეციალურ წესს შეგახსენებთ, რომ იგი გულისხმობს ასეთ წესზე გადასული გადამხდელების მიერ გამოწერილ საფ-ზე მყიდველის მხრიდან დღგ-ს ჩათვლას მხოლოდ მაშინ თუ სახეზეა ქვემოთ მოცემული შემთხვევებიდან ერთ-ერთი შემთხვევა:
- კონკრეტული საფ-ის დღგ გადახდილია გამყიდველის მიერ.
- კონკრეტული საფ-ის დღგ გადახდილია მყიდველის მიერ (საინფორმაციო ბარათში მითითებული ანგარიშიდან) გამყიდველის სახელით.
დავალიანების ზღვარის შემცირება გამოიწვევს იმ გადამხდელთა რიცხვის გაზრდას რომლებსაც საფ-ის გამოყენების სპეციალურ წესზე სავალდებულო წესით გადავლენ, რაც თავის მხრივ გულისმობს დღგ-ს ჩათვლის შესაძლებლობის შეზღუდვას ზემოთ ხსენებული გადასახადის გადამხდელების მიერ საფ-ის გამოწერის შემთხვევებში.