
საშემოსავლო დეკლარაციის დაზუსტებისას საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული ჯარიმის არ გავრცელების შესახებ კანონი ძალაში შევიდა
როგორც ცნობილია 2025 წლის მაისის თვიდან საშემოსავლო (განაცემთა) და საპენსიო დეკლარაციების გაერთიანების რეფორმის შედეგად, საპენსიო შენატანების დეკლარირება ხდება ერთი ფანჯრის პრინციპით, შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალის მეშვეობით. ამ უკანასკნელის გამო მივიღეთ რეალობა რა დროსაც საშემოსავლო დეკლარაციის დაზუსტება ავტომატურად ნიშნავს საპენსიო შენატანების დეკლარაციის დაზუსტებასაც.
ზემოთ აღნიშნულ ცვლილებაზე არ იყო მორგებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლი რომელიც ითვალისწინებს საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობისას, პირველი შემთხვევისას 500 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმებას. კერძოდ კანონის ძველი რედაქციით გათვალისწინებული იყო ჯარიმა მ.შ. საშემოსავლო დეკლარაციის დაზუსტების გამო შენატანის დაგვიანების განხორციელების შემთხვევაშიც, რის გამოც ბევრი პრაქტიკოსი ბუღალტერი თავს იკავებდა დეკლარაციის დაზუსტებისგან ზემოთ ხსენებულ კანონში ცვლილების შეტანამდე.
2025 წლის 26 ივნისის N834-IIმს-XIმპ ცვლილების თანახმად კი განხორციელდა აღნიშნული ხარვეზის გასწორება, რისი მიხედვითაც საშემოსავლო დეკლარაციის დაზუსტება არ ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და არ ექვემდებარება ზემოთ ხსენებული მუხლით დაჯარიმებას.
თუმცა უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება მის გამოქვეყანებამდე არსებულ პერიოდს, რაც ნიშნავს იმას რომ გასული პერიოდის დეკლარაციის დაზუსტების შემთხვევაში საპენსიო ფონდის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს საჯარიმო სანქციის დაკისრება.
აქვე ავღნიშნავთ რომ ცვლილება არ ეხება საპენსიოს შენატანების ანგარიშზე თანხის დროულად არ ასახვის შემთხვევებს, რაც მიანიშნებს იმაზე რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც (თუ დეკლარაციის სავადო თარიღის 24 საათამდე თანხა არ იქნება ასახული საპენსიო ანგარიშზე) საპენსიოს ფონდი გააგრძელებს ზემოთ ხსენებული ჯარიმების დარიცხვას.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.matsne.gov.ge/document/view/6541643?publication=0