fbpx
გააზიარე სტატია

საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და აუდიტორულ კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას პროფესიული განათლების, პერსონალის განვითარების, აუდიტის სფეროში პროფესიული კადრების დაინტერესებისა და მოზიდვის ხელშემწყობ აქტივობებში, ასევე, გამოცდილებების და ცოდნის გაზიარების ერთობლივ ღონისძიებებში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და კომპანია „კრესტონ ჯორჯიას” მმართველმა პარტნიორმა ლევან პაპიაშვილმა. „კრესტონ ჯორჯია“ საერთაშორისო ქსელის Kreston Global-ის წევრი და ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი პროფესიული ტრენინგების მომსახურებას უწევს სხვადასხვა აუდიტორულ ორგანიზაციას, რომლებიც თავის მხრივ, საუკეთესო პრაქტიკების გამოცდილებას უზიარებენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტს.


გააზიარე სტატია