fbpx
დიპლომატიური
გააზიარე სტატია

უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის სავალდებულო გახდა ახალი ფორმის წარდგენა

2023 წლის 22 სექტემბერს გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციაში.

როგორც მოგეხსენებათ, დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. ცვლილების შედეგად, აღნიშნულ რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის ასახვის ვალდებულება მოეხსნათ უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გათანაბრებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

თუმცა აღნიშნული ორგანიზაციებისათვის სავალდებულო გახდა, საგადასახადო წლის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოსათვის ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების, გვარის, სახელის, პირადი ნომრის და ანაზღაურების სახის  თაობაზე, ინფორმაციის წარდგენა, დანართი №II-12-ის შესაბამისად.

 

 

 

 


გააზიარე სტატია