fbpx
გააზიარე სტატია

ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალის ახალი ფორმა

2025 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში. ცვლილება ეხება ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალებს.

ცვლილების მიხედვით, ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდების შემთხვევაში, ერთ ობიექტზე ორი სარეალიზაციო ფასის არსებობისას, პირი ვალდებულია ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი აწარმოოს ახალი №III-171 დანართის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება საცალო მიწოდებისას ერთ ობიექტზე ერთი სარეალიზაციო ფასის არსებობის შემთხვევას და აღნიშნულ შემთხვევაში პირი აღრიცხვის ჟურნალს აწარმოებს კვლავ №III-17 დანართის შესაბამისად, როგორც ეს ცვლილებამდე იყო განსაზღვრული.

ჟურნალის ახალი ფორმა გადასახადის გადამხდელს აძლევს შესაძლებლობას, ერთსა და იმავე თარიღში გაატაროს ორი სხვადასხვა სარეალიზაციო ფასი და შესაბამისი ფასდათმობა (არსებობის შემთხვევაში). სწორედ ამ მიზნით დანართის 9;10;12;13;19 სვეტებს აქვს 2-2 სტრიქონი, რომლებშიც სვეტის – „ნავთობპროდუქტების გაცემისას მომსახურების სახე“ შესაბამისად (თვითმომსახურებით არის გაცემული ნავთობპროდუქტი თუ თვითმომსახურების გარეშე) მიეთითება არსებული მაჩვენებლები.

აღსანიშნავია, რომ  ახალი დანართის მიხედვით განსაზღვრული ჟურნალი შესაძლებელია იყოს მხოლოდ მატერიალური ფორმის.

 

 

დანართი №III-171: ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი ერთ ობიექტზე ორი სარეალიზაციო ფასის არსებობის შემთხვევაში.

ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6396695?publication=0#DOCUMENT:1;


გააზიარე სტატია