kreston Georgia official logo
EN KA

ფინანსური ანგარიშგების მომზადება

ფინანსური ანგარიშგების კომპილაცია

კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადებას დამოუკიდებელი, პროფესიონალი ბუღალტრის მიერ, ფინანსური ანგარიშგების კომპლაციას გულისხმობს. ფინანსური ანგარიშგების კომპილაცია ხშირად წარმოდგენილია საბუღალტრო ფირმის მომსახურებების ჩამონათვალში და გულისხმობს, გარეშე ბუღალტრის მიერ დამკვეთის მონაცემების დამუშავებას, მათ საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების მომზადებას ნებისმიერი ხარისხით რწმუნების უზრუნველყოფის და აუდიტორულ მომსახურებაზე რაიმე ფორმით ნიშნების გაკეთების გარეშე.

კომპილაციის ანგარიში თან ერთვის ფინანსურ ანგარიშგებას და ასახავს მენეჯმენტის პასუხისმგებლობას წარმოდგენილ ინფორმაციასთან მიმართებით და ასევე ცხადად მიუთითებს რომ წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაცია არ არის აუდირებული და კომპილაციის ანგარიში არ გულისხმობს აუდიტორის მიერ მოსაზრების რაიმე ფორმით გამოხატვას.

კომპლაციური გარიგება

კომპილაციური გარიგება ეხმარება კომპანიებს რომელთაც არ გააჩნიათ შიდა რეპორტინგის სისტემა, მიიღონ დამოუკიდებელი პროფესიონალის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, აუდიტის შედარებით ძვირადღირებული სერვისის ნაცვლად.

მაგალითები რომლის დროსაც კომპანიამ შესაძლოა კომპილაციური გარიგება გამოიყენოს:

კომპანიას ჰყავს ბუღალტერ-ოპერატორი რომელიც ყოველდღიური სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვას და სააღრიცხვო სისტემაში გატარებას ახორციელებს და ყოველთვე მოგება-ზარალის ანგარიშგებას ამზადებს მენეჯმენტისთვის. თუმცა კომპანიის ბანკთან გაფორმებული სესხო ხელშეკრულების პირობების საფუძველზე, ვალდებულება აქვს ბანკს წლიური ფინანსური ანგარიშგება წარუდგინოს. ბანკი არ ითხოვს ანგარიშგების მიმოხილვას ან აუდიტს. ამ შემთხვევაში კომპანიისთვის იდეალურია კომპილაციური გარიგების გამოყენება.
კომპანიას ჰყავს მშობელი საწარმო, რომელსაც შვილობილზე დამოუკიდებელი პირის მიერ მომზადებული ინფორმაციის მიღება სურს. ამასთან, მშობელ კომპანიას სურს რომ ეს ნაკლები დანახარჯების პირობებში შეძლოს.

ასეთ შემთხვევაშიც იდეალური გამოსავალი ფინანსური ანგარიშგების კომპილაციაა. ამ გზით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ნაკლები დანახარჯით წარდგენა.

საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება

კომპანია ასრულებს ყველა ბუღალტრულ გატარებას მაგრამ ესაჭიროება საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც თავისმხრივ ყველა წლიურ კორექტირებას მოიცავს, რომელთა ასახვაც ბუღალტრის მიერ ნაწარმოები ყოველდღიური გატარებების შედეგად შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაშიც საუკეთესო ვარიანტი კომპილაციაა, რომლის დროსაც სწორედ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ისეთი წლიური კორექტირებების ასახვა ხდება როგორიც არის: ცვეთის გადათვლა , რეზერვების შექმნა და სხვა.

კომპილაციის შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯებია

  1. დეტალური ტრანზაქციების და მთავარი ჟურნალის, სესხის ხელშეკრულებების და გრაფიკების, ძირითადი საშუალებების რეესტრის, გაყიდვების ჟურნალის მოძიება. ინვენტარიზაციის დოკუმენტის მოძიება.
    ფინანსური ანგარიშგებაში ცხადი შეცდომების გამოვლენა.
  2. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით კომპილაციური გარიგება არ მოითხოვს ბუღალტრის მიერ რაიმე ინფორმაციის გადამოწმებას ან ფაქტებთან შეპირისპირებას. ბუღალტერს არ ევალება სესხების, ფულის ნაშთების ან მოთხოვნა-ვალდებულებების დადასტურება, ამის ნაცვლად ბუღალტერს ევალება ფინანსური მონაცემების შემოწმება აშკარა შეცდომების არსებობის თვალსაზრისით და ისეთი შეცდომების ჭრილში, რომლებიც კომპილაციის პროცესში გამოვლინდება.
  3. მაკორექტირებელი საჟურნალო გატარებების შესრულება. თუ დამოუკიდებელი ბუღალტერი ცხად შეცდომებს აღმოაჩენს კომპილაციის პროცესში მან შესაბამისი მაკორექტირებელი გატარების შესრულება იმგვარად უნდა მოახდინოს რომ შეცდომა გამოსწორდეს. იმ შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებების შემთხვევაში, რომლის კომპილაციაც შესრულებულია საზოგადოდ აღიარებული ბუღალტრული პრინციპების შესაბამისად, მაკორექტირებელი გატარებების შინაარსი დამოკიდებული იქნება იმ პრინციპებზე რომელთა მიხედვითაც ფინანსური ანგარიშგება იქნა აწყობილი.

რა განსხვავება არსებობს აუდიტს, მიმოხილვასა და კომპილაციას შორის

ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე, ბიზნესის მფლობელები და დირექტორები უნდა შესჯერდნენ ფინანსური ანგარიშგების მომზადების მეთოდთან მიმართებით იმისათვის რომ გადაწყვეტილებების მიღება სწორ ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით მოხდეს.

კომპილაცია კომპანიის ფინანსური მონაცემების ძირეულ შეჯამებას წარმოადგენს, რომელიც პროფესიონალი ბუღალტრის მიერ ხორციელდება. მიმოხილვის და აუდიტისაგან განსხვავებით კომპილაციის შედეგი არ წარმოადგენს მოსაზრებას ან რაიმე სახის რწმუნებას. კომპილაციის დროს ბუღალტერი იყენებს მენეჯმენტისაგან მიღებულ ინფორმაციას და არ ევალება სხვა დამატებით დოკუმენტაციასთან შედარება იმის გამო რომ, კომპილაციის შედეგად არ გამოიცემა რაიმე სახის მოსაზრება ან დასკვნა, დამოუკიდებლობა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, სასურველია რომ ფინანსური ანგარიშგება არ მოამზადოს კომპანიის შიდა ბუღალტერმა, რადგან ასეთ შემთხვევაში აშკარა შეცდომების გამოვლენის შანსი უფრო დიდია.

ფინანსური ანგარიშგებების ლიმიტირებულ შემოწმება

მიმოხილვა წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგებების ლიმიტირებულ შემოწმებას, რომელსაც პროფესიონალი ახორციელებს. ზემოაღნიშნული ფინანსური ანგარიშგების არსებით სისწორესთან მიმართებით მხოლოდ ლიმიტირებულ რწმუნებას იძლევა. მიმოხილვის დროს ძირითადად ანალიტიკური პროცედურები გამოიყენება.
აუდიტი ფინანსური ანგარიშგების სიღრმისეულ შემოწმებას წარმოადგენს და აუდიტორის მოსაზრების სახით გონივრულ რწმუნებას გვაძლევს.

გადაწყვეტილების მიღების საკითხი იმის თაობაზე თუ რომელი მომსახურებაა კომპანიისთვის მაქსიმალურად შესაფერისი, კომპანიის საჭიროებების იდენტიფიცირებამდე დადის. ამასთანავე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ხარჯებთან დაკავშირებული საკითხი, თუმცა აღნიშნულს გადამწყვეტი როლის არ უნდა მიენიჭოს. ფინანსური ანგარიშგებების სიღრმისეული გამოკვლევა შესაძლოა კომპანიის მენეჯმენტს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს ვინაიდან პროფესიონალ აუდიტორებს ის ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ, რაც ფინანსური ანგარიშგების სრული გამოკვლევისთვის არის საჭირო.

კომპილაციური გარიგების შედეგად მომზადებული ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • განაცხადს რომ ფინანსურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია კომპანიის მენეჯმენტი
  • ფინანსური ანგარიშგებებს
  • ინფორმაციას დამკვეთზე
  • ანგარიშგებით მოცულ პერიოდს
  • განაცხადს იმის თაობაზე რომ კომპილაცია შესრულებულია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით
    განაცხადს იმის თაობაზე რომ პროფესიონალ პრაქტიკოსს არ ჩაუტარებია ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ან შემოწმება და არ გამოუყენებია პროცედურები მისთვის მიწოდებული ინფორმაციის ვერიფიკაციისთვის
  • პროფესიონალი პრაქტიკოსის ხელმოწერას
  • ანგარიშის თარიღს, რომელიც იმ თარიღს უნდა ემთხვეოდეს როდესაც პროფესიონალმა კომპილაციაზე მუშაობა დაასრულა

კომპილაციური გარიგების შედეგი ფინანსური ანგარიშგებაა რომელიც შემდეგ მიზნებს ემსახურება

  • მენეჯმენტის მიერ საგადასახადო ინფორმაციის მომზადება და დეკლარირება
  • მენეჯმენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასა და სიჯანსაღეზე ერთიანი ხედვის შექმნა
  • ფინანსური ინსტიტუტების მიერ სესხის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე უკეთესი სურათის მიწოდება კომპანიის შესახებ.

ბუღალტერია და კომპილაციური გარიგება

კომპილაციური გარიგების გამოცდილი ბუღალტრის მიერ ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ის საკუთარი მრავალწლიანი პრაქტიკის და კვალიფიკაციის შედეგად ადვილად მოახდენს აშკარა შეცდომებზე რეაგირებას და აღნიშნულზე ეფექტურ კომუნიკაციას მენეჯმენტთან. გამოუცდელი და არაკვალიფიციური ბუღალტერს შესაძლოა მრავალი შეცდომა გამორჩეს რის შედეგადაც ფინანსური ანგარიშგება ღირებული ინფორმაციის შემცველი არ იქნება რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისათვის, სწორი საგადასახადო დეკლარირებისთვის და დამატებითი ფინანსების მოძიებისთვის.

კომპანიის ხელმძღვანელობისთვის, ბანკებისათვის, ასევე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ინფორმატიული იყოს, რათა მათ შეძლონ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, შესაბამის შემთხვევაში კი კომპანიის მდგომარეობის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება

მოითხოვე შეხვედრა

ხარისხიანი აუდიტორული და ფინანსური მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით