kreston Georgia official logo
EN KA

მიმდინარე და გასული საგადასახადო დეკლარაციების აუდიტი

საგადასახადო აუდიტი მოიცავს:

  • მიმდინარე საგადასახადო დეკლარაციების აუდიტს;
  • გასული პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების აუდიტს.

 

მიმდინარე საგადასახადო დეკლარაციების აუდიტი

მიმდინარე საგადასახადო დეკლარაციების აუდიტი გულისხმობს თქვენი კომპანიის ყოველთვიული ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით. მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ უწვეტ რეჟიმში მიიღოთ ინფორმაცია არსებული საგადასახადო მიდგომებისა და პრაქტიკის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენ მიერ მომავალში შეცდომების დაშვების რისკს. ჩვენგან უწყვეტად მიიღებთ ისეთ ინფორმაციას საგადასახადო კანონმდებლობაში ამოქმედებული და მომავალში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, რომელიც რელევანტური იქნება თქვენი კომპანიის საქმიანობასთან მიმართებაში. კომპანია ჩართულია რეგულარულად გამოდის ფინან არისამგვარად თქვენ შეძლებთ, რომ წინასწარ, საგადასახადო ჭრილში შეაფასოთ მომავალში განსახორციელებელი სამეურნეო ოპერაცია და ამის გათვალისწინებით მიიღოთ სწორი საოპერაციო გადაწყვეტილება. მიმდინარე საგადასახადო დეკლარაციების აუდიტი მოიცავს:

  • კომპანიის საბუღალტრო აღიცხვის მონიტორინგს;
  • საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დეკლარაციების შემოწმებასა და გამოვლენილ უზუსტობებზე რეკომენდაციის გაცემას;
  • კომპანიაში ყოველთვიურ ვიზიტს შესაძლო საგადასახადო რისკებისა და არაელექტრონული დოკუმენტების ადგილზე გასაცნობად;
  • რიგ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებაში დახმარებასა და კონსულტირებას;
  • კონკრეტული საგადასახადო შემთხვევებისა და კომპანიის მიერ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულებების დამუშავებასა და ანალიზს საგადასახადო კუთხით;
  • კომპანიის ბუღალტრის მყისიერ კონსულტირებას სატელეფონო და წერილობითი ფორმით;
  • კომპანიისთვის რელევანტური საგადასახადო ცვლილებების, სიახლეების და აქტუალური თემების შესახებ კონსულტირებას;
  • ყოველწლიური შემაჯამებელი ანგარიშის წარდეგენას, კომპანიის საგადასახადო რისკებისა და აღრიცხვიანობის მდგომარეობის შეფასების თაობაზე.
  • კომპანიაში დანიშნული საგადასახადო შემოწმების პროცესში უშუალოდ ჩართვას და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში აღნიშნული პროცესის კომპანიის ინტერესების შესაბამისად წარმართვას.
  • საგადასახადო დავის პროცესში (ასეთი საჭირობების არსებობის შემთხვევაში) ჩართვას.

გასული პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების აუდიტი

გასული პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების აუდიტი გულისხმობს შესამოწმებელ განვლილ პერიოდებში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ანალიზს საგადასახადო ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების დადგენის მიზნით, კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას. აუდიტის პროცესში მოწმდება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი:

  • საშემოსავლოგადასახადი;
  • მოგებისგადასახადი;
  • დღგ
  • აქციზი;
  • ქონებისგადასახადი;
  • იმპორტი;
  • მოსაკრებლები

საგადასახადო აუდიტის პროცესის დასკვნით ეტაპზე ჩვენ წარმოგიდგენთ დეტალურ ანგარიშს საგადასახადო ვალდებულებებისა და რისკების შესახებ, ანგარიშში დეტალურად იქნება მოცემული, გამოვლენილი ხარვეზები და მათი გამოსწორების გზები.  ასევე რაც არც თუ ისე ხშირია აუდიტორულ ბაზარზე ჩვენი კომპანია არ შემოიფარგლება ზოგადი რჩევებითა და რეკომენდაციებით და  მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას გადასახდელი/შესამცირბელი გადასახადების კონკრეტული თანხების შესახებ შესაბამისი გადასახადებისა და საგადასახადო პერიოდების მიხედვით. გარდა ამისა გაგაცნობთ თქვენი კომპანიის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ ზოგად საგადასახადო რისკებს, რათა მომავალში საოპერაციო ნაბიჯების დაგეგმვისას შეძლოთ სექტორში არსებული საგასახადო რისკებისა და საფრთხეები გათვალისწინება. საგადასახადო ვალდებულებების აუდიტის საბოლოო ანგარიშის ყველა ჩანაწერი გავლილი, შეთანხმებული და განმარტებული იქნება კომპანიის წარმომადგენლებისათვის.

საგადასახადო ვალდებულებების აუდიტი მოიცავს შემდეგ პროცედურებს:

  • კომპანიის მიერ მოწოდებლი დეკლარირებული ინფორმაციის შესწავლასა და დამუშავებას;
  • კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის შესაბამისობის შემოწმებას პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებთან მიმართებაში;
  • გამოვლენილი ხარვეზების, არსებული საგადასახადო რისკებისა და მათი განეიტრალების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების განხილვას თქვენთან ერთად;
  • მოსაზრებების გაზიარებას გადასახადების მაქსიმალურად ოპტიმალურად და ეფექტიანად მართვის კუთხით;
  • საგადასახადო ვალდებულებების აუდიტის ანგარიშის წარდგენას;
  • აუდიტის პროცესის შედეგად გამოვლენილი უზუსტობების გასწორების პროცესში დახმარებას.
  • კომპანიაში დანიშნული საგადასახადო შემოწმების პროცესში უშუალოდ ჩართვას და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში აღნიშნული პროცესის კომპანიის ინტერესების შესაბამისად წარმართვას.
  • საგადასახადო დავის პროცესში (ასეთი საჭირობების არსებობის შემთხვევაში) ჩართვას.

მოითხოვე შეხვედრა

ხარისხიანი აუდიტორული და ფინანსური მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით