kreston Georgia official logo
EN KA

საგადასახადო კონსულტაციები

საგადასახადო კონსულტაციები

ჩვენი გუნდი გთავაზობთ ხარისხიან სერვისს ბიზნეს სექტორის ყველა კატეგორიის კომპანიებისათვის, თქვენთვის მნიშვნელოვანი სიახლეებისა და საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებასა და შესაბამის საკონსულტაციო მომსახურებას.  ჩვენი გუნდი პასუხისმგებელი იქნება მუდმივად იყოთ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საქმის კურსში, მიიღოთ შესაბამისი რჩევები, რათა ყველა ცვლილება, რაც დაკავშირებული იქნება თქვენს ბიზნესთან სწორად იყოს გათვალისწინებული და დროულად მორგებული თქვენს ბიზნეს პროცესებთან. საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სწორი რჩევები აუცილებელია იმისათვის, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს საგადასახადო რისკების, ასევე გადასახადის ოპტიმიზაციის პოტენციალის იდენტიფიცირება და დაგეგმვის წესით მათი მოგვარება. ამისათვის გჭირდებათ კვალიფიციური საგადასახადო კონსულტანტი და აუდიტორი, რომელსაც ენდობით, რომელსაც ესმის თქვენი და კარგად იცნობს  თქვენი ბიზნესის სპეციფიკას.

ჩვენ მაღალი ხარისხის კონსულტაციას ვთაზობთ არა მხოლოდ საქართველოში მომუშავე კომპანიებს, არამედ უცხოურ კომპანიებსაც, რომლებსაც აქვთ სურვილი განახორციელონ ბიზნეს საქმიანობა საქართველოში. გთავაზობთ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა გასული პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების აუდიტი, მიმდინარე საგადასახადო დეკლარაციების აუდიტი, ერთჯერადი საგადასახადო კონსულტაციები, საგადასახადო შემოწმებისა და დავის პროცესში მხარდაჭერა, საერთაშორისო დაბეგვრა და სატრანსფერო ფასწარმოქმნა (ტრანსფერფრაისინგი).

Kreston Georgia გთავაზობთ შემდეგი სახის საგადასახადო კონსულტაციებს:

  • ერთჯერადი საგადასახადო კონსულტაცია;
  • საგადასახადო დავების წარმართვა;
  • მხარდაჭერა საგადასახადო შემოწმების პროცესში;
  • მხარდაჭერა წინასწარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ლოკალური და გლობალური საგადასახადო კონსულტაცია

 ერთჯერადი საგადასახადო კონსულტაცია

გულისხმობს თქვენ მიერ დასმული საკითხის ირგვლივ არსებული საგადასახადო დაბეგვრის თავისებურებების სრულ და დეტალურ გააზრებას. ახალი ბიზნესის დაწყებისთვის ან/და არსებული საქმიანობის წარმართვისათვის, საგადასახადო დაბეგვრის საკითხების  დროულად გაანაზილება სწორი მოლოდინებისა და კანონთან შესაბამისობის საწინდარია, შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ კონსულტაციას და დეტალურ რჩევებს  დაბეგვრის ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც უშუალო შემხებლობაშია თქვენს ბიზნესთან, რაც შესაძლებლობას მოგცემთ მიიღოთ სწორი მმართველობითი  გადაწყვეტილება და აღნიშნულის შედეგად აღმოფხვრათ არასწორი გადაწყვეილების მიღებით გამოწვეული საგადასახადო სანქციის დაკისრების შესაძლებლობა. ჩვენ   შევძლებთ ერთად დავგეგმოთ ოპერაციები იმგვარად, რომ მოვახდინოთ გადასახადების და მასთან დაკავშირებული საგადასახდო რისკების ოპტიმიზაცია. Kreston Georgia-ს მაღალკვალიფიციური კონსულტანტები მზად ვართ გაგიწიოთ კონსულტაციები საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ:

  • ჩვენ შევიმუშავებთ ოპტიმალურ საგადასახადო სტრატეგიას დაგეგმილ ოპერაციებთან მიმართებით;
  • უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი საგადასახადო დაგეგმვა მარტივად გაუმკლავდეს მარეგულირებელი ორგანოების დეტალურ შემოწმებას;
  • ჩვენ შევძლებთ თქვენს კითხვზე პასუხის გაცემას ონლაინ რეჟიმში, სურვილის შემთხვევაში შეხვედრის ორგანიზებას და პრობლემური საკითხების დეტალურ განხილვას;
  • თქვენ მიერ წარმოდგენილ შეკითხვაზე საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისი რეკომენდაციის მომზადებას წერილობითი ფორმით.

მოითხოვე შეხვედრა

ხარისხიანი აუდიტორული და ფინანსური მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით