kreston Georgia official logo
EN KA

საგადასახადო დავების წარმართვა

საგადასახადო დავების წარმართვა

საგადასახადო დავების წარმართვა გულისხმობს, რომ ჩვენ გაგიწევთ წარმომადგენლობას ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში არსებულ ყველა ინსტანციაში მიმდინარე საგადასახადო დავების პროცესში თქვენი კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით, შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საგადასახადო კანონდებლობაში ბევრი ორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანაწერი არსებობს, რაც მათი სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, ეს კი ხშირ შემთხვევაში არის მიზეზი იმისა რომ საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანომ გადასახადებისა და სანქციების დარიცხვა მომქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო საფუძვლით განახორციელოს. აქედან გამომდინარე მიუხედავად შემოსავლების სამსახურში მიმდინარე მთელი რიგი რეფორმებისა საგადასახადო დავების სერვისი არ კარგავს აქტუალურობას და ინარჩუნებს მზარდ ტენდენციას. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ დავის პროცესი წარიმართოს სწორი მიმართულებით, ზუსტად იყოს იდენტიფიცირებული ის თანხები რისი დარიცხვაც  შემოსავლების სამსახურის მიერ არასწორად განხორციელდა. მნიშვნელოვანია ჩამოყალიბებული იქნას სწორი არგუმენტაცია და სტრატეგია დარიცხულ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატების მომტანი იქნება ჩვენი კლიენტებისათვის დავის პროცესში მათთვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანის მიმართულებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ პროცესის წარმატებით წარმართვას, ისევე როგორც სხვა არაერთი დავის პროცესი წარიმართა და დასრულდა დიდი წარმატებით  ჩვენი კომპანიის მაღალი კვალიფიკაციის  გუნდის მიერ. აღსანიშნავია რომ დავის შედეგად მომჩივანის თანხმობის გარეშე დაუშვებელია მომჩივანი კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, შესაბამისად, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული გადასახადებისა და სანქციის თანხები არ არის სწორი, უნდა გამოიყენოთ ეს შანსი და გაასაჩივროთ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა, რათა შეიმციროთ დარიცხული გადასახადებისა და სანქციების ის ნაწილი რომლის დარიცხვაც არასწორად იქნა განხორციელებული შემოსავლების სამსახურის მიერ.

საგადასახადო დავის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს:
 პირველ ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხული გადასახადების გასაჩივრება ხდება შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველ სამსახურში. იმ შემთხვევაში თუ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა კომპანიისათვის არასასურველი გადაწყვეტილება, დავის პროცესი გადადის მეორე ეტაპზე და ამჯერად საჩივარი წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს. თუ კი დავის მეორე ეტაპზეც ვერ მოხდა კომპანიისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება, ამ შემთხვევაში დავის მესამე ეტაპი გრძელდება სასამართლოში. საგადასახადო დავის წარმოების პროცესში ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს:

  • დავისთვის საჭირო მტკიცებულებების გამოკვლევასა და წარდგენაში მონაწილეობას;
  • წინასწარი ანალიზის საფუძველზე საჭირო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადებას;
  • საჩივრის შედგენასა და მის გასაჩივრებას;
  • საჩივრის განხილვისას დავაში მონაწილეობას;
  • წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებებისა და დასკვნის გაცემას;
  • კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოქმედებების განხორციელებას, რომელიც მიმართულია კლიენტის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად.

 

მოითხოვე შეხვედრა

ხარისხიანი აუდიტორული და ფინანსური მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით